 |
 |
 |
 |
 |
|
| 2010.09.06
გურულებმა შარმანაშვილი გადარიეს? |
უკვე პარლამენტის დონეზეა დაწყებული საქართველოს ახალი კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის პროცესი.
ერთ-ერთი ასეთი განხილვა ოზურგეთში, სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში გაიმართა.
ამ შეხვედრაში ძირითადად საჯარო მოხელეები, ასევე პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას.  |
|
 |
|
| 2010.09.06
მოვაჭრეთა პრეტენზიები ადგილობრივი ხელისუფლებისკენ მიდის |
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ვაჭრობა აკრძალული იქნა. Bბაზრის დემონტაჟის შედეგად, მოვაჭრეთა ნაწილი ახალ სავაჭრო ცენტრში გადავიდა. Nნაწილმა კი კვლავ შეჩვეულ ადგილზე ირჩია მუშაობა. რამაც გამოიწვია დაპირისპირება მათ შორის. მოვაჭრეთა პრეტენზიები ადგილობრივი ხელისუფლებისკენ მიდის. ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან სწორედ ხელისუფლების პრეროგატივაა მათი პრობლემების მოგვარება.  |
|
 |
|
| 2010.09.06
ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები შეიტანეს |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ლევან მგელაძის ოჯახის ტრაგიკულად დაღუპულ წევრთა ხსოვნას. შემდეგ კი დღის წესრიგით გათვალისწინებული, 10 და ერთი დამატებითი, ყოფილი აგრარული ბაზრის საკითხი განიხილეს. რომლის განხილვის წინადადება დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ დააყენა, რაზედაც საკრებულოს თავმჯდომარისგანვე მიიღო თანხმობა.  |
|
 |
|
| 2010.09.02
თელავის აკვაპარკში მეორადი ატრაქციონები დამონტაჟდა? |
სპექტრი. აგვისტოს ბოლოს თელავში აკვაპარკის მშენებლობის მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც 27 აგვისტოს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. პროექტის ინიციატორი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილია. სამუშაოებს შპს "ევროპარკი" ასრულებს.  |
|
 |
|
| 2010.09.02
შპს "ფაუნას" დაცვის უფროსს შვლის თავი და მუქარის წერილი გაუგზავნეს |
შ.პ.ს. "ფაუნას" სამონადირეო მეურნეობაში, რომელიც ჭიაურის ტყის ტერიტორიაზეა განთავსებული, მორიგი შემოვლის დროს ტომარაში ჩადებული შვლის თავი, ფეხები და ტყავი იპოვეს. აქვე იდო წერილი, სადაც დაცვის უფროსის, ზურა გოგოლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
"სპექტრი" ადგილზე მივიდა და თვითმხილველებს გაესაუბრა. შ.პ.ს. "ფაუნას" თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სამონადირეო მეურნეობას ყოველდღე ათვალიერებენ და წინა დღეებში საეჭვო არაფერი უნახავთ.  |
|
 |
|
| 2010.09.02
გამოგონილი მიზეზების ფონზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები |
სპექტრი. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა მოსახლეობა ფასების მომატებას ყველაზე მტკივნეულად მაინც პურ-პროდუქტებზე განიცდის. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის ტრაგედია, რადგან ანალოგიური სიტუაციაა მსოფლიოში. ეკონომიკის ექსპერტის აზრით კი საქართველოში ფასებზე ზედამხედველობა (კონტროლი) არ არსებობს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა იმპორტიორმა იმაზე მეტად გააძვირა შემოტანილი ხორბლის ღირებულება, ვიდრე ეს საერთაშორისო ბირჟებზე მოხდა  |
|
 |
|
| 2010.09.02
"ჯუგაანის სკოლა არასრულყოფილი პროექტის მიხედვით აშენდა" |
სპექტრი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლას, რომლის ასაშენებლად მსოფლიო ბანკმა 3,871,554.55 ლარი გამოყო, სხვადასხვა სახის ხარვეზები ჯერ კიდევ შენობის ექსპლოატაციამდე აღენიშნა. ძვირადღირებული სამუშაოების ფონზე წარმოქნილი ნაკლოვანებების მიზეზად, სამშენებლო კომპანია არასრულყოფილად შედგენილ პროექტს ასახელებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ვადები არასწორად იყო გათვლილი და სამშენებლო პროცესი გარკვეულწილად ნაჩქარევად შესრულდა.  |
|
 |
|
| 2010.09.02
მეტყევეების თვითნებური საქციელი მოსახლეობას პრობლემებს უქმნის |
სპექტრი. ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე გვარწმუნებენ, რომ პრეზიდენტის მითითება "გაზი და წყალი ყველა სოფელს" წარმატებით სრულდება, თუმცა, კახეთის რეგიონში მრავლადაა სოფლები, სადაც აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია. სწორედ ამის გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იძულებულია ზამთრისთვის შეშა მოიმარაგოს, მაგრამ რეინჯერების (მეტყევეების) თვითნებური საქციელის გამო მათ არაერთი პრობლემა ექმნებათ.  |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
|
წყლით სავსე თხრილში მცირეწლოვანი ბავშვი ჩავარდა, რომელიც საბედნიეროდ დედამ გადაარჩინა/სპექტრის ფოტო |
|
|
|
დედოფლისწყაროელები სტიქიის მიზეზად წინასაარჩევნოდ გადათხრილ და მიტოვებულ ქუჩებს ასახელებენ/სპექტრის ფოტო |
|
|
|
სტიქიამ დედოფლისწყაროში საცხოვრებელი სახლები დატბორა/სპექტრის ფოტო |
|
|
|
სტიქიამ დედოფლისწყაროში მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა/სპექტრის ფოტო |
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
ოპოზიციის ,,გასტროლები~ დამთავრდა, დღის წესრიგშია სექსი?! |
| ,,ბორჯომი~. მიშა მო-ვე-დიიიიი!.. მრავალჯერ მოუსმენია ეს შეძახილი ასი თუ ორასათასიანი ქუჩის აუდიტორიას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისგან. მოდიო, შეუთვალა მიშამ. მივიდა და ისაუბრეს... ოპოზიციის ლიდერების სახელის შეხსენება საჭიროდ აღარ მიგვაჩნია. |
|
 |
|
"კაცი მოთამაშე" ვირტუალურ სივრცეში |
| "ახალი გაზეთი". იოჰან ჰაიზინგა თავის 300-გვერდიან ნაშრომში "Homo Ludens" ("კაცი მოთამაშე") ამტკიცებდა, რომ ცხოვრების ყველანაირ გამოვლინებას, სოციალურ, პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, კულტურას, იქამდე, რელიგიას თამაშის პრინციპი უდევს საფუძვლადო. ადამიანი ყველგან თამაშობს, მის ქმედებას განაპირობებს არა ეროტიკა, არა ძალაუფლება, არა ქვეცნობიერის ძახილი, არამედ - უბრალო და მარტივი თამაშის მოთხოვნილება. |
|
 |
|
არჩევანი ევოლუციასა და რევოლუციას შორის |
| ელექტორატი, რომლის უნდობლობას ამაგრებს გამოცდილება, რაც განვლილმა წლებმა მისცა მას. ჩამოაყალიბა გარკვეული წარმოდგენები და სტერეოტიპები, რომელიც დემოკრატიას - როგორც სისტემას, არჩევნებს - როგორც საშუალებას და თვითმმართველობას - როგორც ორგანოს, ლამის ფიქციად მიიჩნევს. თუმცა, ყოველი არჩევნები საწყისთან დაბრუნებას ჰგავს. ადგილს, საიდანაც შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება და რაღაცის შეცვლა. არჩევნები სტარტია, სადაც დემოკრატია, ანუ დემოსის მმართველობა, თვალხილული ხდება. |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 35 °C
|
+ 33 °C
|
|
ღამით |
+ 20 °C
|
+ 20 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|