მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
sazogadoeba
2010.09.09    "რთველი 2010" და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები...
სპექტრი. კახეთში `რთველი 2010~ დაიწყო. რთვლის მშვიდად ჩატარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სპეციალური შტაბი ტრადიციულად სასტუმრო `რები-გურჯაანში~ 8 სექტემბერს გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ბრიფინგი გამართა, თუმცა `სპექტრის~ მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვას ფაქტობრივად კონკრეტული პასუხი არ გასცა.
2010.09.09    "ქართველებს არ გვიშვებენ, თორემ მათთან სომეხიც თავისუფლად შედის და აზერბაიჯანელიცა!"
სპექტრი. რამდენიმე კვირის წინ ყაზბეგის დათვალიერება და გერგეთის ტაძრის მოლოცვა გადავწყვიტეთ. გზად ჯვრის მონასტერი და ანანურის ციხე მოვინახულეთ, თითქმის ყველა ციხე-კოშკი, კუთხე-კუნჭული საგულდაგულოდ მოვიარეთ, გულდასმით დავათვალიერეთ, თითოეულ ქვასა და ლოდს ხელით შევეხეთ, გვსურდა სისხლხორციელად შეგვეგრძნო წინაპართა დანატოვარი ძეგლების სიდიადე.
2010.09.09    ლიანდაგები გზის ნაცვლად...
სპექტრი. წნორში, `ქიზიყის~ ქუჩის მოსახლეობას ქალაქის ცენტრთან დასაკავშირებლად ლიანდაგებზე უწევს სიარული, წვიმების დროს კი წყალი გუბდება და ეს უბანი, ფაქტობრივად ცენტრს მოწყვეტილია. აღნიშნულ პრობლემას ისიც ემატება, რომ მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე წელია ნაგვით არის დაბინძურებული და სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხე იქმნება. მოსახლეობის თქმით, ადგილობრივ ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.
2010.09.09    ენერგოდისტრიბუცია აბონენტებს ადანაშაულებს
ბოლო რამდენიმე კვირაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს (ისევე, როგორც მთელ კახეთს) ელექტროენერგია არასტაბილურად მიეწოდება. თითქმის ყოველდღე შუქი რამდენიმე საათით, ან 10-15 წუთით მაინც ითიშება, რაც მნიშვნელოვან პრობლერმებს უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ინტერნეტით, კონდიციონერითა თუ გამათბობლებით აქტიურად სარგებლობს. ხელი ეშლებათ ასევე მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს, რომლებიც საათობით ელოდებიან ელექტროენერგიის მოსვლას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არაერთი სოფლის მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ ხშირად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე მოიხმარეს.
2010.09.09    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოციალური პაკეტი 35 ათასი ლარით გაიზარდა
სპექტრი. 2010 წლის ივნისიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. დავით ხიხაძე ამ თანამდებობამდე ჯერ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიწის მართვის განყოფილებაში მუშაობდა, ხოლო 2008 წლიდან "სერვისი 2007"-ის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
2010.09.09    გადასახადების გაძვირებისა და გასაჭირის მოლოდინში
სპექტრი. პურ-პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირების გამო მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ექსპერტები ახლო მომავალში ფასების კლებას კი არა, მატებას ვარაუდობენ. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შესაძლოა, ელექტრო ენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის გადასახადიც გაიზარდოს.
2010.09.09    ბოდბისხევში მოხუცთა პანსიონი ოფიციალურად გაიხსნა
სპექტრი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, მოხუცთა პანსიონი – "თაობათა კერა" 4 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა. ორგანიზაციის კურთხევის შემდეგ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნოდარ კოჭლამაზაშვილმა ლენტი გაჭრა.
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.