 |
 |
 |
 |
 |
|
| 2010.07.21
ოპოზიციის ,,გასტროლები~ დამთავრდა, დღის წესრიგშია სექსი?! |
,,ბორჯომი~. მიშა მო-ვე-დიიიიი!.. მრავალჯერ მოუსმენია ეს შეძახილი ასი თუ ორასათასიანი ქუჩის აუდიტორიას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისგან. მოდიო, შეუთვალა მიშამ. მივიდა და ისაუბრეს... ოპოზიციის ლიდერების სახელის შეხსენება საჭიროდ აღარ მიგვაჩნია.  |
|
 |
|
| 2010.06.09
"კაცი მოთამაშე" ვირტუალურ სივრცეში |
"ახალი გაზეთი". იოჰან ჰაიზინგა თავის 300-გვერდიან ნაშრომში "Homo Ludens" ("კაცი მოთამაშე") ამტკიცებდა, რომ ცხოვრების ყველანაირ გამოვლინებას, სოციალურ, პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, კულტურას, იქამდე, რელიგიას თამაშის პრინციპი უდევს საფუძვლადო. ადამიანი ყველგან თამაშობს, მის ქმედებას განაპირობებს არა ეროტიკა, არა ძალაუფლება, არა ქვეცნობიერის ძახილი, არამედ - უბრალო და მარტივი თამაშის მოთხოვნილება.  |
|
 |
|
| 2010.05.01
არჩევანი ევოლუციასა და რევოლუციას შორის |
ელექტორატი, რომლის უნდობლობას ამაგრებს გამოცდილება, რაც განვლილმა წლებმა მისცა მას. ჩამოაყალიბა გარკვეული წარმოდგენები და სტერეოტიპები, რომელიც დემოკრატიას - როგორც სისტემას, არჩევნებს - როგორც საშუალებას და თვითმმართველობას - როგორც ორგანოს, ლამის ფიქციად მიიჩნევს. თუმცა, ყოველი არჩევნები საწყისთან დაბრუნებას ჰგავს. ადგილს, საიდანაც შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება და რაღაცის შეცვლა. არჩევნები სტარტია, სადაც დემოკრატია, ანუ დემოსის მმართველობა, თვალხილული ხდება.  |
|
 |
|
| 2010.04.20
შემოქმედი უნაყოფობის ეპოქაში |
მეოცე საუკუნეც ისე მიიწურა კიდევ ერთი დაკარგული თაობა შვა. უფრო სწორად დრო დაიკარგა ამ თაობისთვის. მათი დრო ისტორიულმა კატაკლიზმებმა შეიწირეს. ეს დანაკარგი აისახა ყველგან. პოეტი და მსახიობი ნიკო გომელაური დაკარგული თაობის, თუ დროის პირმშოა. თაობის, რომელსაც ერგო პოლიტიკური, სოციალური და შემოქმედებითი უნაყოფობა.  |
|
 |
|
| 2010.04.20
ბრწყინვალე პირობითობა |
მაგონდება პირველ კლასში დაწყებითების პედაგოგმა მკითხა, რა ქვია ჩვენი სამშობლოს დედაქალაქსო, ვუპასუხე თბილისი-მეთქი. ჩემი პასუხი არასწორი აღმოჩნდა. ჩვენი სამშობლოს დედაქალაქად მოსკოვი გამაცნეს.  |
|
 |
|
| 2010.02.22
დაკარგული სამოთხის ძიებაში |
"ახალი გაზეთი". ჩაპლინი ამბობდა, ფილმი ყოველთვის იგებს, როცა იქ ბავშვი თამაშობსო. კინო ყველაზე მეტად არ პატიობს სიყალბეს. ამ კატეგორიულ მოთხოვნას კი ყველაზე უკეთ ბავშვები უმკლავდებიან. თედო ცენტრალური ღერძია, რომელზეც ბრუნავს "გაღმა ნაპირის" მთელი დრამატურგია, ესთეტიკა, სათქმელი. მას ანდობენ მნიშვნელოვანი თვალსაზრისის მაყურებლისთვის გაზიარებას. ეს ადრეც მომხდარა, თუმცა კონტაქტი არ შემდგარა, თედოს სამოთხის კი ყველამ დაიჯერა.  |
|
 |
|
| 2010.02.06
კერპების გარემოცვაში |
"ახალი გაზეთი". ბოლო პერიოდში ქუთაისში (და არა მარტო) ძეგლების მიმართ მტრული განწყობები შეინიშნება. არ ვგულისხმობ ქურდობას, როცა ძეგლი გაძარცვეს. (მაგალითად, "დიდების მემორიალს" აფეთქებამდე აქტიურად ძარცვავდნენ), არამედ ზიანის მიყენება: ცხვირი მოატეხეს ილო ფოტოგრაფის ქანდაკებას, "მოხატეს" "პიკასოს ბიჭის" ძეგლი თეთრ ხიდთან, დაბზარეს ზურაბ კუხიანიძის ბიუსტი და ბოლოს ააფეთქეს "დიდების მემორიალი".  |
|
 |
|
| 2010.01.24
საარჩევნო ვნება, ანუ დაუჯერებელი ამბავი |
აბა ხელისუფლებაში მოსული ქართველი კაცი არჩევნებს წააგებდა?! წინასაარჩევნოდ მოიმარაგებდა ბევრ ფქვილს და შაქარს ელექტორატის მოსასყიდად, შეუდგებოდა კომისიაში მყოფ სხვა კანდიდატის კვოტით გათვალისწინებულ დამკვირვებელთა მოსყიდვას, ვისაც ვერ მოისყიდდა უშუალოდ არჩევნებზე `დაამუშავებდა", ჯერ დასცინებდა, მერე აგინებდა, შტურმით აიღებდა საარჩევნო ყუთს, დაუღალავად ირბენდა ურნიდან _ ურნაზე, ჩაყრიდა იმდენ ბიულეტენს, რომ სხვა უბნებზე თანამოძმეთა საქმესთვისაც ყოფილიყო საკმარისი, ან სულაც მეტი ყოფილიყო, რა მოხდა მერე...  |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 35 °C
|
+ 33 °C
|
|
ღამით |
+ 20 °C
|
+ 20 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|