 |
 |
 |
 |
 |
|
|
 |
|
| 2012.05.17
სად მიდიან `პრეზიდენტის ტრაქტორები~?! |
სპექტრი. აპრილის დასაწყისში, ბელორუსიაში წარმოებული ტრაქტორების კოლონა საქართველოს რეგიონებში თავად პრეზიდენტმა _ მიხეილ სააკაშვილმა გააცილა. ახალი ტექნიკა ქვეყნის მასშტაბით მექანიზაციის თორმეტ ცენტრში შევიდა. პრეზიდენტის ინიციატივით, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ტრაქტორები იაპონიის საგრანტო დახმარების პროგრამის ფარგლებში შეიძინა. გლეხებისთვის გაურკვეველია, სად მიდიან `პრეზიდენტის ტრაქტორები,~ რადგან თავად ამ ტექნიკით ვერ სარგებლობენ.  |
|
 |
|
| 2012.05.17
"სრული ანაზღაურების" დაპირება ზარალის დათვლამდე |
სპექტრი. 13 მაისს, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, კახეთს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და გზები. ამ დროისათვის ზარალის ოდენობა დაუდგენელია, რადგან შესაბამისი კომისია ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მუშაობს.  |
|
 |
|
| 2012.05.17
"კახელი რასაც იტყვის, ეს დიაგნოზია, დანარჩენი ყველაფერი ფილოსოფიაა" |
სპექტრი. 14 მაისს გურჯაანის კულტურის ცენტრში `ქართული ოცნების~ პარტიის წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. გურჯაანელებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, კოალიციის სამომავლო გეგმებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრნენ. მათ ვიზიტს თვალს ადევნებდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც ფოტო-ვიდეო გადაღებასაც აწარმოებდნენ. ამ ფაქტს მოსახლეობის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.  |
|
 |
|
| 2012.05.17
"ადრე ვეტერანები ვიყავით, ეხლა ცოტა ვეტრანები გავხდით" |
სპექტრი. მიმდინარე წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 67 წელი შესრულდა. ომის ვეტერანებმა, რიგითმა მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს თარიღი, გასული წლების მსგავსად, გურჯაანში დიდების მემორიალზე გამართული ღონისძიებით აღნიშნეს. ომის მონაწილეებს საჩუქრად 200 ლარი და საკვები პროდუქტები გადასცეს.  |
|
 |
|
| 2012.05.17
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა კახეთის ტურისტულ რუქაზე |
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე VII-VIII საუკუნეების ყველაწმინდის ტაძრის რესტავრაცია `კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამის~ ფარგლებში მიმდინარეობს და ნოემბრის თვეში დასრულდება. ძეგლი უკვე აღნიშნულია კახეთის ტურისტულ რუქაზე. ტურიზმის დეპარტამენტი ვაჩნაძიანში მდებარე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილით _ "დიდწურბელის" ტბით დაინტერესდა.  |
|
 |
|
| 2012.05.17
სწავლების ახალი მეთოდი სააღმზრდელო დაწესებულებებში |
სპექტრი. როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი, გურჯაანის სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში, მშობლებს ყოველდღიური 50 თეთრის გარდა ერთჯერადად, 10 ლარის გადახდაც დაევალათ. შევეცადეთ ეს ინფორმაცია ქალაქის ბაღებში გადაგვემოწმებინა. სწორედ ამ მიზნით სააღმზრდელო დაწესებულებებს ვესტუმრეთ. ბაღის მენეჯერებმა ეს ფაქტი არ დაგვიდასტურეს. მათი თქმით, 2012 წლის იანვრიდან სწავლების ახალ მეთოდზე გადავიდნენ, რის გამოც მშობლების მხარში დგომა განსაკუთრებით ესაჭიროებათ, რათა ბავშვებს პროგრამა ზედმიწევნით შეასწავლონ.  |
|
 |
|
| 2012.05.17
ახალი სკვერი ქალაქს დაამშვენებს |
დაგვეთანხმებით, მეტად უსახურად გამოიყურება ჩვენი ქალაქის მარცხენა სანაპირო სტადიონიდან ჩარხისწყლის ხიდამდე. ქაოსურად დარგული რამდენიმე ფიჭვის და ალერგიული ვერხვის ხეები, მოუვლელი და უპატრონოდ მიტოვებული ე.წ. სკვერი, ვერავითარ ესთეტიკურ სიამოვნებას ვერ ანიჭებს ადამიანს, ეს ტერიტორია ძირითადად მოხეტიალე პირუტყვის საძოვრად იყო გადაქცეული.  |
|
 |
|
| 2012.05.17
ტყე ვიღას ახსოვს?! |
,,ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რაც ბუნებამ გვიბოძა, თუ არ მოვუფრთხილდებით, მარადიულად გვექნება. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მანანა ჭყოიძემ ეს რომ იცის, იმიტომაც გვწერს, - "სანამ ჯერ კიდევ რამის გადარჩენა შეიძლება, მანამდე ვიბრძოლებ".  |
|
 |
|
| 2012.05.17
ისტორიული ჩანჩქერი აღდგა |
50 წელზე მეტია, რაც ისტორიული ჩანჩქერი აღარ მოქმედებს. ამ ხნის მაძილზე არხი ამოივსო ქვა-ღორღით, მიწით, ნაგვით, არხში ბევრგან ხე-მცენარეები ამოვიდა, მისი ამოწმენდა კი არც ისე ადვილი იყო, მაგრამ ისეთი დიდი ენთუზიაზმით, ხალისით და თავდადებით შრომობდნენ, ჩვენც მოგვინდა მათ გვერდით მუშაობა.  |
|
 |
|
| 2012.05.17
,,ჯეო ჰოსპიტალსმა~ მუშაობა დაიწყო |
ბორჯომში ახლადაშენებულმა საავადმყოფომ 1 მაისიდან შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს~-ის სახელით ფუნქციონირება დაიწყო, რომელიც სადაზღვეო ფირმის ,,ჯი-პი-აი~ ჰოლდინგის საკუთრებაა და ძირითად მმართველადაც ის ითვლება. ჩვენ საშუალება მოგვეცა გავცნობოდით ახალი საავადმყოფოს მუშაობის პრინციპებს, ამისათვის შევხვდით და ვესაუბრეთ ბორჯომისა და ბაკურიანის რაიონული გაერთიანების შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს~-ის უფროს ექიმს, ბატონ ბენო კაკაბაძეს. იგი ძირძველი ბორჯომელია, მოღვაწეობდა თბილისში.  |
|
 |
|
| 2012.05.17
ხელოვნების სხეულში გამომწყვდეული ტუსაღები |
ხომ გაგიგონიათ გამონათქვამი - თიხა მღერისო. ოთარ ვეფხვაძის თიხა კი არ მღერის, ათასწლეულების ხმებით ჟღერს. პასტელის ფერებით შეფერილ ფიგურებს, მათზე გამოყვანილ ქართულ ასოებს და ეგვიპტური თუ ასურული დამწერლობის მსგავს ორნამენტებს ფიროსმანისეული სისადავე მოჰყვებათ - სისადავე და სიღრმე. ოთარ ვეფხვაძის კერამიკა ერთადერთია, სადაც ავტორი მთელი თავისი მისტიკურობითა და ტრაგიზმით, ფილოსოფიური წიაღსვლითა და სიღრმისეული განცდებით მოჩანს. ცხოვრებაში კი ხალისიანია...  |
|
 |
|
|
 |
|
|
 |
|
| 2012.05.15
"ფლიპ-კამერა” - ტიფო მიქატაძე "ქართული ოცნების" მისამართით გაკეთებული განცხადებების უკან ხელისუფლებისგან მართვად ფსევდოოპოზიციურ ჯგუფებს მოიაზრებს |
რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ლელა ნაცვალაძის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულმა განცხადებებმა, სადაც ის კოალიცია `ქართული ოცნების~ ხელმძღვანელს კოტე შარაშენიძეს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდა, კოალიციაში შემავალი პარტიის წევრებს კი ამ გაუგებრობებში ხელოვნურად შეყვანილებს უწოდებდა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუ ერთ ნაწილს ნაცვალაძის განცხადებებში ეჭვი არ შეჰქონდა, გარკვეული ნაწილი მას, როგორც ხელისუფლების დაკვეთის და დავალების შემსრულებლად მოიხსენიებდა. იყო თუ არა მოულოდნელი კოალიციის წევრებისთვის ოპოზიციონერი ქალბატონის განცხადებები, ან რას უპირისპირებენ ნაცვალაძის განცხადებებს, ამაზე `ფლიპ-კამერაში~დღეს ოზურგეთში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე საუბრობდა.  |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 26 °C
|
+ 26 °C
|
|
ღამით |
+ 12 °C
|
+ 13 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|