მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
turistuli saagentoebi
დეტური

ტურისტული სააგენტო ”დეტური” სპეციალიზირებულია ტურების ორგანიზებაში საქართველოს მასშტაბით. სააგენტოს თანამშრომლების ბოლო 9 წლის მანძილზე მიღებული დიდი გამოცდილება იმის გარანტიაა რომ თქვენი დასვენება მართლაც დაუვიწყარი გახდება.

”დეტური” გთავაზობთ სათავგადასავლო, კულტურულ, კლასიკურ, ქართული საგანძურის, ღვინის ტურებს, ასევე გთავაზობთ სპეციალურ 12 დღიან ტურს - ოქროს საწმისის აღმოჩენა.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ სააგენტოს ვებ გვერდს.

ტიპი: ტურისტული სააგენტო
მისამართი: თბილისი, ერეკლე II ქ. 5
ტელეფონი: (+995 32) 252 199
ფაქსი: (+995 32) 985 607
ელ.ფოსტა: info@detour.ge
ვებ-გვერდი: www.detour.ge
     
     
ukan
mTavari Tema
2012.05.18    სტიქიამ გურჯაანი კიდევ ერთხელ დააზარალა
სპექტრი. გუშინ, 17 მაისს, 21.00 საათზე გურჯაანში მოსულმა სეტყვამ, რომელიც 7 წუთს გაგრძელდა, მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა.
2012.05.17    სად მიდიან `პრეზიდენტის ტრაქტორები~?!
სპექტრი. აპრილის დასაწყისში, ბელორუსიაში წარმოებული ტრაქტორების კოლონა საქართველოს რეგიონებში თავად პრეზიდენტმა _ მიხეილ სააკაშვილმა გააცილა. ახალი ტექნიკა ქვეყნის მასშტაბით მექანიზაციის თორმეტ ცენტრში შევიდა. პრეზიდენტის ინიციატივით, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ტრაქტორები იაპონიის საგრანტო დახმარების პროგრამის ფარგლებში შეიძინა. გლეხებისთვის გაურკვეველია, სად მიდიან `პრეზიდენტის ტრაქტორები,~ რადგან თავად ამ ტექნიკით ვერ სარგებლობენ.
2012.05.17    "სრული ანაზღაურების" დაპირება ზარალის დათვლამდე
სპექტრი. 13 მაისს, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, კახეთს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და გზები. ამ დროისათვის ზარალის ოდენობა დაუდგენელია, რადგან შესაბამისი კომისია ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მუშაობს.
2012.05.17    "კახელი რასაც იტყვის, ეს დიაგნოზია, დანარჩენი ყველაფერი ფილოსოფიაა"
სპექტრი. 14 მაისს გურჯაანის კულტურის ცენტრში `ქართული ოცნების~ პარტიის წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. გურჯაანელებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, კოალიციის სამომავლო გეგმებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრნენ. მათ ვიზიტს თვალს ადევნებდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც ფოტო-ვიდეო გადაღებასაც აწარმოებდნენ. ამ ფაქტს მოსახლეობის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.
2012.05.17    "ადრე ვეტერანები ვიყავით, ეხლა ცოტა ვეტრანები გავხდით"
სპექტრი. მიმდინარე წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 67 წელი შესრულდა. ომის ვეტერანებმა, რიგითმა მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს თარიღი, გასული წლების მსგავსად, გურჯაანში დიდების მემორიალზე გამართული ღონისძიებით აღნიშნეს. ომის მონაწილეებს საჩუქრად 200 ლარი და საკვები პროდუქტები გადასცეს.
2012.05.17    ვაჩნაძიანის ყველაწმინდა კახეთის ტურისტულ რუქაზე
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე VII-VIII საუკუნეების ყველაწმინდის ტაძრის რესტავრაცია `კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამის~ ფარგლებში მიმდინარეობს და ნოემბრის თვეში დასრულდება. ძეგლი უკვე აღნიშნულია კახეთის ტურისტულ რუქაზე. ტურიზმის დეპარტამენტი ვაჩნაძიანში მდებარე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილით _ "დიდწურბელის" ტბით დაინტერესდა.
2012.05.17    სწავლების ახალი მეთოდი სააღმზრდელო დაწესებულებებში
სპექტრი. როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი, გურჯაანის სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში, მშობლებს ყოველდღიური 50 თეთრის გარდა ერთჯერადად, 10 ლარის გადახდაც დაევალათ. შევეცადეთ ეს ინფორმაცია ქალაქის ბაღებში გადაგვემოწმებინა. სწორედ ამ მიზნით სააღმზრდელო დაწესებულებებს ვესტუმრეთ. ბაღის მენეჯერებმა ეს ფაქტი არ დაგვიდასტურეს. მათი თქმით, 2012 წლის იანვრიდან სწავლების ახალ მეთოდზე გადავიდნენ, რის გამოც მშობლების მხარში დგომა განსაკუთრებით ესაჭიროებათ, რათა ბავშვებს პროგრამა ზედმიწევნით შეასწავლონ.
2012.05.17    ახალი სკვერი ქალაქს დაამშვენებს
დაგვეთანხმებით, მეტად უსახურად გამოიყურება ჩვენი ქალაქის მარცხენა სანაპირო სტადიონიდან ჩარხისწყლის ხიდამდე. ქაოსურად დარგული რამდენიმე ფიჭვის და ალერგიული ვერხვის ხეები, მოუვლელი და უპატრონოდ მიტოვებული ე.წ. სკვერი, ვერავითარ ესთეტიკურ სიამოვნებას ვერ ანიჭებს ადამიანს, ეს ტერიტორია ძირითადად მოხეტიალე პირუტყვის საძოვრად იყო გადაქცეული.
arqivi
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
valutis kursebi
19-05-2012
1.6219   -0.0057
2.0582   -0.0087
2.5621   -0.0198
5.1666   -0.0936
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 26 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.