 |
|
| 2010.09.02
გამოგონილი მიზეზების ფონზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები |
სპექტრი. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა მოსახლეობა ფასების მომატებას ყველაზე მტკივნეულად მაინც პურ-პროდუქტებზე განიცდის. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის ტრაგედია, რადგან ანალოგიური სიტუაციაა მსოფლიოში. ეკონომიკის ექსპერტის აზრით კი საქართველოში ფასებზე ზედამხედველობა (კონტროლი) არ არსებობს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა იმპორტიორმა იმაზე მეტად გააძვირა შემოტანილი ხორბლის ღირებულება, ვიდრე ეს საერთაშორისო ბირჟებზე მოხდა  |
|
 |
|
| 2010.09.02
"ჯუგაანის სკოლა არასრულყოფილი პროექტის მიხედვით აშენდა" |
სპექტრი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლას, რომლის ასაშენებლად მსოფლიო ბანკმა 3,871,554.55 ლარი გამოყო, სხვადასხვა სახის ხარვეზები ჯერ კიდევ შენობის ექსპლოატაციამდე აღენიშნა. ძვირადღირებული სამუშაოების ფონზე წარმოქნილი ნაკლოვანებების მიზეზად, სამშენებლო კომპანია არასრულყოფილად შედგენილ პროექტს ასახელებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ვადები არასწორად იყო გათვლილი და სამშენებლო პროცესი გარკვეულწილად ნაჩქარევად შესრულდა.  |
|
 |
|
| 2010.09.02
მეტყევეების თვითნებური საქციელი მოსახლეობას პრობლემებს უქმნის |
სპექტრი. ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე გვარწმუნებენ, რომ პრეზიდენტის მითითება "გაზი და წყალი ყველა სოფელს" წარმატებით სრულდება, თუმცა, კახეთის რეგიონში მრავლადაა სოფლები, სადაც აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია. სწორედ ამის გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იძულებულია ზამთრისთვის შეშა მოიმარაგოს, მაგრამ რეინჯერების (მეტყევეების) თვითნებური საქციელის გამო მათ არაერთი პრობლემა ექმნებათ.  |
|
 |
|
|
 |
|
| 2010.09.02
სამი ახალი პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე განიხილეს |
სპექტრი. 27 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც 2010 წლის 28 იანვრის #6 დადგენილებაში "გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ისაუბრეს.  |
|
 |
|
| 2010.08.09
მუშაობენ თუ არა თავისი პროფესიით გორელები?! |
ხალხის გაზეთი~_საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) უმუშევრობა რომ ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს ყველასთვის ცნობილია. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავისი პროფესიით მუშაობს და კმაყოფილია შემოსავლით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა სხვადასხვა საქმითაა დაკავებული, რომ როგორმე `თავი გაიტანონ~ და ლუკმა-პურის ფული იშოვონ.
დღეს მოქმედებს პროფესიული გადამზადების სხვადასხვა პროგრამა, სადაც მოქალაქეები პროფესიას იძენენ და შეიძლება დასაქმდნენ კიდეც. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ცნობილი არ არის  |
|
 |
|
| 2010.08.06
პურის ფასმა ათი თეთრით მოიმატა |
სპექტრი. ყოველდღიური მოხმარების საკვებზე ფასებმა მოიმატა. მაღაზიის გამყიდველები გამომწვევ მიზეზებზე არ ლაპარაკობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ფასების ზრდასთან დაკავშირებით, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.  |
|
 |
|
|
 |
|
| 2010.07.20
სილამაზის სალონი ამბულატორიის ნაცვლად |
`სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ მეორე ეტაპის სამუშაოები ზოგიერთ სოფელში ახლა მიმდინარეობს, ზოგშიც უკვე დასრულებულია და მოსახლეობას შედეგების შეფასების უფრო რეალური საშუალება აქვს.
`ხალხის გაზეთი~  |
|
 |
|
| 2010.07.20
ფხვენისში ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონა გაიხსნა |
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი სოფელ ფხვენისში ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონის გახსნას დაესწრო. პროექტი იმ ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამების ნაწილია, რომლითაც აშშ მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური ..  |
|
 |
|
| 2010.07.15
აშშ-ის მთავრობის დახმარებით სამცხე-ჯავახეთში მექანიზაციის ახალი ცენტრი გაიხსნება |
ახალციხე, საქართველო - აშშ-ის მთავრობა აცხადებს ახალციხის მექანიზაციის სერვისცენტრის ოფიციალურ გახსნას. ეს პირველი მექანიზაციის ცენტრია, რომელიც დაფინანსდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "მექანიზაციის პროექტის" ფარგლებში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის დახმარების კოორდინატორი დანიელ როზენბლუმი დაესწრება მექანიზაციის ახალი სერვისცენტრის გახსნას.  |
|
 |
|
| 2010.07.14
დედოფლისწყაროში წელს მარცვლეულის ცუდი მოსავალია |
სპექტრი. დედოფლისწყაროში ალოობა დასასრულს უახლოვდება. როგორც ფერმერები ამბობენ, მოსავლის ოდენობამ 1 ჰექტარზე მხოლოდ 1,200 ტონას მიაღწია (ზოგან უფრო ნაკლებია). მანამდე კი მარცვლეულის ნაწილი ჯერ მინდვრის თაგვმა გაანადგურა, შემდეგ კი ჭარბტენიანობის გამო გაჩენილმა დაავადება - ჟანგვამ. იმედგაცრუებული გლეხები ამბობენ, რომ მომავალი წლიდან ყანას აღარ დათესავენ.  |
|
 |
|
| 2010.07.14
საკრებულოს მორიგი სესია მორიგი ცვლილებებით |
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სესია გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება იყო.  |
|
 |
|
| 2010.07.14
სოფელ ჭერემში კვლავ უამრავი პრობლემაა |
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში, სადაც დაახლოებით 55 ადამიანი ცხოვრობს, პრობლემები ყოველდღიურად მატულობს. საკრებულოს სესიაზე სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუკრი ჩიბარაშვილმა ჭერმის ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენა.  |
|
 |
|
|
 |