 |
 |
 |
 |
 |
|
| 2010.09.09
"რთველი 2010" და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები... |
სპექტრი. კახეთში `რთველი 2010~ დაიწყო. რთვლის მშვიდად ჩატარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სპეციალური შტაბი ტრადიციულად სასტუმრო `რები-გურჯაანში~ 8 სექტემბერს გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ბრიფინგი გამართა, თუმცა `სპექტრის~ მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვას ფაქტობრივად კონკრეტული პასუხი არ გასცა.  |
|
 |
|
| 2010.09.09
"ქართველებს არ გვიშვებენ, თორემ მათთან სომეხიც თავისუფლად შედის და აზერბაიჯანელიცა!" |
სპექტრი. რამდენიმე კვირის წინ ყაზბეგის დათვალიერება და გერგეთის ტაძრის მოლოცვა გადავწყვიტეთ. გზად ჯვრის მონასტერი და ანანურის ციხე მოვინახულეთ, თითქმის ყველა ციხე-კოშკი, კუთხე-კუნჭული საგულდაგულოდ მოვიარეთ, გულდასმით დავათვალიერეთ, თითოეულ ქვასა და ლოდს ხელით შევეხეთ, გვსურდა სისხლხორციელად შეგვეგრძნო წინაპართა დანატოვარი ძეგლების სიდიადე.  |
|
 |
|
| 2010.09.09
ლიანდაგები გზის ნაცვლად... |
სპექტრი. წნორში, `ქიზიყის~ ქუჩის მოსახლეობას ქალაქის ცენტრთან დასაკავშირებლად ლიანდაგებზე უწევს სიარული, წვიმების დროს კი წყალი გუბდება და ეს უბანი, ფაქტობრივად ცენტრს მოწყვეტილია. აღნიშნულ პრობლემას ისიც ემატება, რომ მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე წელია ნაგვით არის დაბინძურებული და სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხე იქმნება. მოსახლეობის თქმით, ადგილობრივ ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.  |
|
 |
|
| 2010.09.09
ენერგოდისტრიბუცია აბონენტებს ადანაშაულებს |
ბოლო რამდენიმე კვირაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს (ისევე, როგორც მთელ კახეთს) ელექტროენერგია არასტაბილურად მიეწოდება. თითქმის ყოველდღე შუქი რამდენიმე საათით, ან 10-15 წუთით მაინც ითიშება, რაც მნიშვნელოვან პრობლერმებს უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ინტერნეტით, კონდიციონერითა თუ გამათბობლებით აქტიურად სარგებლობს. ხელი ეშლებათ ასევე მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს, რომლებიც საათობით ელოდებიან ელექტროენერგიის მოსვლას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არაერთი სოფლის მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ ხშირად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე მოიხმარეს.  |
|
 |
|
| 2010.09.09
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოციალური პაკეტი 35 ათასი ლარით გაიზარდა |
სპექტრი. 2010 წლის ივნისიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. დავით ხიხაძე ამ თანამდებობამდე ჯერ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიწის მართვის განყოფილებაში მუშაობდა, ხოლო 2008 წლიდან "სერვისი 2007"-ის დირექტორის თანამდებობა ეკავა.  |
|
 |
|
| 2010.09.09
გადასახადების გაძვირებისა და გასაჭირის მოლოდინში |
სპექტრი. პურ-პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირების გამო მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ექსპერტები ახლო მომავალში ფასების კლებას კი არა, მატებას ვარაუდობენ. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შესაძლოა, ელექტრო ენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის გადასახადიც გაიზარდოს.  |
|
 |
|
| 2010.09.09
ბოდბისხევში მოხუცთა პანსიონი ოფიციალურად გაიხსნა |
სპექტრი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, მოხუცთა პანსიონი – "თაობათა კერა" 4 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა.
ორგანიზაციის კურთხევის შემდეგ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნოდარ კოჭლამაზაშვილმა ლენტი გაჭრა.  |
|
 |
|
| 2010.09.06
მოვაჭრეთა პრეტენზიები ადგილობრივი ხელისუფლებისკენ მიდის |
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ვაჭრობა აკრძალული იქნა. Bბაზრის დემონტაჟის შედეგად, მოვაჭრეთა ნაწილი ახალ სავაჭრო ცენტრში გადავიდა. Nნაწილმა კი კვლავ შეჩვეულ ადგილზე ირჩია მუშაობა. რამაც გამოიწვია დაპირისპირება მათ შორის. მოვაჭრეთა პრეტენზიები ადგილობრივი ხელისუფლებისკენ მიდის. ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან სწორედ ხელისუფლების პრეროგატივაა მათი პრობლემების მოგვარება.  |
|
 |
|
| 2010.09.02
თელავის აკვაპარკში მეორადი ატრაქციონები დამონტაჟდა? |
სპექტრი. აგვისტოს ბოლოს თელავში აკვაპარკის მშენებლობის მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც 27 აგვისტოს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. პროექტის ინიციატორი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილია. სამუშაოებს შპს "ევროპარკი" ასრულებს.  |
|
 |
|
| 2010.09.02
ხევსურული (დღიურებიდან) ცხოვრების ეპიზოდები |
სპექტრი. თელავიდან თბილისის მიმართულებით გომბორის ახლადდაგებულ გზატკეცილს თუ გაუყვებით, 20 კილომეტრში ქალაქის რიტმული ცხოვრებისგან განსხვავებულ და ზაფხულის შემაწუხებელი სიცხისთვის უჩვეულო, გრილ გარემოში აღმოჩნდებით. ცამდეაზიდული მთების სიდიადეს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის გორებზე შეფენილი, ხევსურებით დასახლებული სოფლები _ თეთრწყლები და კობაძეები. აქ, გარემო პირობებთან ერთად, ხალხიც განსხვავებულია _ როგორც ჩაცმულობით, ასევე საუბრის კილო-კავითა და ტრადიციით.  |
|
 |
|
| 2010.09.02
ხანძარი _ ეკოლოგიური საფრთხის დასაწყისი! |
სპექტრი. 2010 წელს მსოფლიო მასშტაბით გლობალური დათბობის პირობებში ხანძრის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ტყეები მასიურად დაიწვა რუსეთში. საქართველოში ცეცხლი გაჩნდა ბორჯომის ტყეშიც. ხანძრის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროშიც. რა პირობებში უხდებათ მუშაობა მეხანძრეებს და რა არის ცეცხლის გაჩენის მიზეზი? ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნიკალა ფიროსმანაშვილი გვესაუბრება.  |
|
 |
|
| 2010.08.13
ხანძარი გურჯაანში |
სპექტრი. გუშინ, 12 აგვისტოს, დაახლოებით 22:30 საათზე გურჯაანში, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხუთსართულიან საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა.  |
|
 |
|
| 2010.08.09
ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში, თვითმმართველობის შენობის წინ ხდება...~ |
`ხალხის გაზეთი~_`ხალხის გაზეთი” გაესაუბრა გორში მცხოვრებ მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ. რამდენად არიან ისინი გარკვეულები თვითმმართველობის არსში, იციან თუ არა საკუთარი უფლებების შესახებ და რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის განწყობა სხვადასხვაგვარია აღნიშნული საკითხის მიმართ. რესპონდენტების ნაწილი დადებითად, ხოლო მეორე ნაწილი საკმაოდ კრიტიკულად აფასებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საქმიანობას. ეს უკანასკნელნი თვლიან, რომ მათ მეტი კომუნიკაცია და გამჭვირვალობა სჭირდებათ. მათ განსაკუთრებით აღიზიანებთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ..  |
|
 |
|
| 2010.08.09
`ტურისტები~ ველურთა ქვეყნიდან? |
`ხალხის გაზეთი~_ტრადიციულად, ჩემს ოჯახს სტუმარი არ აკლია და აი, ამ ცხელ ზაფხულში უცხოელი სტუმრები მეწვივნენ. მეორე დღეს გადავწყვიტეთ გაუსაძლისი სიცხისათვის თავი აგვერიდებინა ბუნების წიაღში და მისი სილამაზით დავმტკბარიყავით. ასეც მოვიქეცით და ავტომობილით ტანას ულამაზეს ხეობას ავუყევით ზევით და ზევით, გზაში სტუმრები ხმამაღლა გამოხატავდნენ ..  |
|
 |
|
| 2010.08.09
ხალხის ნაწილი განახლებული მატარებლის დანიშვნას აპროტესტებს |
ხალხის გაზეთი~_უკვე წლებია, რაც სარკინიგზო მარშრუტი თბილისი-ნიქოზი მგზავრებს ემსახურება, თუმცა მატარებელი საკმაოდ მოძველებული იყო, რის გამოც მგზავრებს დისკომფორტი ექმნებოდათ, გარდა ამისა მატარებელი გაუმართავი იყო და მისი გაფუჭების ფაქტებიც არაერთხელ დაფიქსირებულა.
შესაბამისმა სამსახურმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე დღის წინ განახლებული მატარებელი დანიშნა. თუმცა მომხმარებლის ნაწილი ამის გამო უფრო მეტად დაზარალდა. საქმე იმაშია..  |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 29 °C
|
+ 28 °C
|
|
ღამით |
+ 19 °C
|
+ 19 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|