 |
 |
 |
 |
 |
|
| 2010.09.02
შპს "ფაუნას" დაცვის უფროსს შვლის თავი და მუქარის წერილი გაუგზავნეს |
შ.პ.ს. "ფაუნას" სამონადირეო მეურნეობაში, რომელიც ჭიაურის ტყის ტერიტორიაზეა განთავსებული, მორიგი შემოვლის დროს ტომარაში ჩადებული შვლის თავი, ფეხები და ტყავი იპოვეს. აქვე იდო წერილი, სადაც დაცვის უფროსის, ზურა გოგოლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
"სპექტრი" ადგილზე მივიდა და თვითმხილველებს გაესაუბრა. შ.პ.ს. "ფაუნას" თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სამონადირეო მეურნეობას ყოველდღე ათვალიერებენ და წინა დღეებში საეჭვო არაფერი უნახავთ.  |
|
 |
|
| 2010.06.26
კრების შესახებ გამოკითხული რესპონდენტებიდან არავინ იცოდა |
2010 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უკვე დაიწყო სამუშაოები. `ხალხის გაზეთმა~ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება და მონიტორინგის ჩატარება სოფელ ტინისხიდში დაგეგმა.
სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოების პირველი ..  |
|
 |
|
| 2010.05.03
ზუგდიდში მკვლელობის მოწმეები პოლიციამ დააშინა |
17 აპრილს, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში პოლიციის უმცროსი ინპექტორის იროდიონ (ირაკლი) შელიას ტაბელური იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ 60 წლის ნუგზარ მანია იმსხვერპლა. იროდიონ შელია ამჟამად დაკავებულია, მას ორთვიანი აღმკვეთი ღონისძიება აქვს შეფარდებული. მომხდარს ზუგდიდის რაიონული პროკურატურა იძიებს. საქმე საქართველოს სს კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და თავისუფლების შეზღუდვას ვადით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ითვალისწინებს.  |
|
 |
|
| 2010.04.05
,,ასეთი რა გამიკეთეს, რომ წელს ქვევით მოვწყდი" |
,,ქართლის ხმა". ნადიმ ცეცხლაძე 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დამთავრების შემდეგ, მშობიარე მეუღლის სანახავად შინ წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, მეთაურმა შვებულება არ მისცა. ნადიმ ცეცხლაძემ მეთაურის სიტყვები არაფრად მიიჩნია, ფორმა დაუტოვა და სოფელში დაბადებული შვილის სანახავად წავიდა. ბათუმის სამხედრო სამსახურის მიტოვების გამო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 30 წლის ნადიმ ცეცხლაძე სამართალდამცავებს 2009 წლის 6 სექტემბერს ჩაბარდა. გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში 1979 წელს დაბადებული ნადიმ ცეცხლაძე ერთი წელი ბათუმის სამხედრო ბატალიონში მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს კი ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა.  |
|
 |
|
| 2010.03.29
პატიმრების წამება გეგუთის ციხეში წესად იქცა |
"ახალი გაზეთი". გეგუთის #8 საპყრობილეში პატიმართა მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გასულ კვირას პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაახმაურა. მანამდე კი, ამავე დაწესებულებაში ანალოგიური ფაქტების თაობაზე ადვოკატებმა და ადამიანის უფლებების დამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია. უფრო მეტიც, გეგუთის #8 საპყრობილეში ბოლო ორი თვის განმავლობაში სამი პატიმარი გარდაიცვალა. არაოფიციალური ვერსიით, სამივე ფაქტი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრებზე განხორციელებულ ძალადობას უკავშირდება.  |
|
 |
|
| 2010.03.17
`სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მკვლელის დედას ერთი სინანული არ |
განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლულუ 49 წლის მიხეილ ჯავახიშვილი 17 წლის გიორგი პავლიაშვილის მიერ. ამ უკანასკნელმა ჯავახიშვილს ცივი იარაღით 28 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ინცინდენტი გორის რაიონის სოფელ ბიისში მოხდა. როგორც საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ, 2009 წლის 8 ოქტომბერს ღამის 10 საათზე ..  |
|
 |
|
|
 |
|
| 2010.03.10
სოფლის გამგებელი ცნობებს საიქიოში გზავნის |
ქართლის ხმა. გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრები როზალია კასრაძე 2008 წელს გარდაიცვალა. სოფლის რწმუნებული ნუგზარ კარელიძე კი 2009 წლის განმავლობაში რამდენიმე ცნობას აწ გარდაცვლილ როზალია კასრაძეს სწერს . ასე მაგალითად: - ,,ცნობა ეძლევა აწ გარდაცვლილ როზალია კასრაძეს..." ასეთი სიტყვებით იწყება ჩვენს ხელთ არსებული სამი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს სოფელ ვარიანის რწმუნებული ნუგზარ კარელიძე. თუ რატომ უგზავნის ცნობებს გარდაცვლილ ადამიანს სოფლის გამგებელი, ამას გზადაგზა გავარკვევთ.  |
|
 |
|
| 2010.03.10
ადვოკატ მარინა ჩიტაძის ,,საიდუმლო"... |
,,ქართლის ხმა".
გორელ ადვოკატ მარინა ჩიტაძეს კლიენტისგან 7 000 ლარის მოტყუებით აღება, ხოლო დედა-შვილის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და მათ დაშანტაჟებაში მონაწილეობის მიღება ბრალდება. თუ დამტკიცდა რომ ადვოკატმა 7 000 ლარი როგორც ჰონორარი ისე აიღო, ამით დადასტურდება რომ ,,ჩიტაძე და კომპანია" ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საადვოკატო ბიურო იყო მთელს შიდა ქართლში. სხვა შემთხვევაში სასამართლო და პროკურატურას მიაჩნია, რომ ჩიტაძემ ეს ფული პროკურორთან და მოსამართლესთან ერთად გაიყო. თუ ვინ იყო ის ,,რკინის კაცი" ვისთანაც ჩიტაძეს პოლიციაში და სასამართლოში მიჰქონდა ფული, ჯერ-ჯერობით ვერაფრით მტკიცდება.  |
|
 |
|
| 2010.03.10
კურსდამთავრებულები შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის წინააღმდეგ |
,,ქართლის ხმა".საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კურსდამთავრებულებს სამხედრო პოლიციაში მუშაობაზე უარს ეუბნებიან. ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისს აწ უკვე ყოფილმა ჯარისკაცებმა – ტარასკინმა, კორინთელმა, თედლიაშვილმა, ჯავახიშვილმა, გულიაშვილმა, ყანდორელაშვილმა, გიუნაშვილმა, ციცაგმა, ნაკაშაშვილმა აცნობეს.  |
|
 |
|
| 2010.03.10
სასამართლომ "პატრიოტების" ავტობუსის მძღოლი დამნაშავედ ცნო |
"ახალი გაზეთი". 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით - ასეთი სასჯელი დააკისრა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ავტობუსის მძღოლს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც "პატრიოტთა ბანაკის" მონაწილე სამი ახალგაზრდა იმსხვერპლა. საქმე ეხება გასული წლის 13 ივლისს ნაქერალას უღელტეხილზე მომხდარ ავტოავარიას, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ორი ახალგაზრდა - დავით პირველი და ნათია ჩხაიძე; ხატია კავთუაშვილი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა მიყენებული ტრავმების შედეგად.  |
|
 |
|
| 2010.03.05
ადვოკატმა შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს |
"ახალი გაზეთი". ქუთაისელი ადვოკატის ლედი ტუკვაძის კუთვნილი ავტომანქანის აფეთქების თაობაზე მოკვლევას შსს ქუთაისის სამმართველოს პირველი რაიონული განყოფილება აწარმოებს, თუმცა გამოძიებას ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ გამოუვლენია. ტუკვაძის კუთვნილი "BMW"-ს მარკის ავტომანქანა ქუთაისში, 18 თებერვალს, ღამის 4 საათზე, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში - აღმაშენებლის გამზირზე ააფეთქეს.  |
|
 |
|
| 2010.02.11
ზაზა გიგაური: `მკვდარს `ვენოკი~ სჭირდება, ჩვენ `ვენოკებიც~ აღარ ვართ...~ |
`საქართველოს ადვოკატთა შესახებ~ კანონის შესაბამისად ადვოკატები თავისუფალი პროფესიის პირები არიან, რომლებიც პროფესიული ეთიკის ნორმებს ემორჩილებიან, თუმცა დღეს ადვოკატების განცხადებით, სისხლის სამართლის პოლიტიკის ფონზე ადვოკატს რეალური ფუნქცია და როლი დაკარგული აქვს, ის არ აღიქმება სახელმწიფო ბრალმდებლის ტოლფას მხარედ, რაც სისხლის სამართლის პროცესებზე აშკარად იკვეთება. ადვოკატის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს ყურადღების მიღმა რჩება, სამაგიეროდ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ..  |
|
 |
|
| 2010.01.16
გორის პროკურორი მოხსნეს... |
ქართლის ხმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვალერი ცერცვაძის ძმა, გიორგი ცერცვაძე გორის პროკურორობიდან მოხსნეს. თანამდებობიდან განთავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით გიორგი ცერცვაძეს მას შემდეგ შეექმნა პრობლემები, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის...  |
|
 |
|
| 2010.01.13
მხარეები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ |
13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს პოლიციის თანამშრომელს მურმან ედიშერაშვილს ვახტანგ კორკოტაშვილის მკვლელობის გამო. ინციდენტი 2009 წლის 19 აპრილს კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მოხდა.
როგორც საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მურმან ედიშერაშვილმა სამსახურებრივი ტაბელური იარაღით განზრახ მკვლელობის მიზნით ვახტანგ კორკოტაშვილს ქვედა ყბის არეში ...  |
|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
თბილისი
|
დღეს |
ხვალ |
|
ამინდი |
 |
 |
|
დღისით |
+ 35 °C
|
+ 33 °C
|
|
ღამით |
+ 20 °C
|
+ 20 °C
|
ამინდის პროგნოზი
|
|
 |
|
 |
 |
 |
|