|
ქართლის ხმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვალერი ცერცვაძის ძმა, გიორგი ცერცვაძე გორის პროკურორობიდან მოხსნეს. თანამდებობიდან განთავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით გიორგი ცერცვაძეს მას შემდეგ შეექმნა პრობლემები, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პროკურორის მფარველობით მოსარგებლე ,,გორიგაზის" დირექტორი გუჯა ბერუაშვილი ,,ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებთან ერთად დააკავეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვალერი ცერცვაძის ძმა, გიორგი ცერცვაძე გორის პროკურორობიდან მოხსნეს. თანამდებობიდან განთავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით გიორგი ცერცვაძეს მას შემდეგ შეექმნა პრობლემები, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პროკურორის მფარველობით მოსარგებლე ,,გორიგაზის" დირექტორი გუჯა ბერუაშვილი ,,ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებთან ერთად დააკავეს. ამავე ვერსიით, ,,კუდ"-ს ბერუაშვილისა და ცერცვაძის ურთიერთობის დამამტკიცებელი მასალებიც აქვს.
გიორგი ცერცვაძე გორის პროკურორად 2005 წელს დაინიშნა. მისი მმართველობის პერიოდში რაიონულ პროკურატურაში არაერთი პროკურორი დააკავს ან გაათავისუფლეს, თუმცა ამ შემთხვევაში იგი ყოველთვის მშრალად გამოდიოდა.
მაგალითად, 2008 წელს რეგიონული და რაიონული პროკურორებიდან მასიურად დაითხოვეს და გაათავისუფლეს გენერალური პროკურორის კახა კობერიძის კადრები - გიორგი კავსაძე, მირიან საძაგლიშვილი, ირაკლი გრძელიძე, გიორგი ხაჩიძე და ასე შემდეგ. აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ როგორც რეგიონული პროკურატურის პროკურორებს, ასევე ერთ-ერთი მათგანი გიორგი ცერცვაძის მოადგილე იყო.
2008 წლის განმავლობაში მისმა სახელფასო შემოსავალმა 55 680 ლარი შეადგინა. გორის პროკურორი ამჟამად გიორგი ჭკადუაა, ჯერ-ჯერობით არ დასტურდება სხვა თანამშრომლების განთავისუფლების ფაქტი.
რატი უფლისციხელი
16.01.2010 |