მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რატომ არ მოსწონთ პროფკავშირებს მასწავლებელთა სერთიფიცირების პროგრამა
 კახეთის ხმა. განათლების და მეცნიერების სამინისტრომ  მასწავლებელთა სერთიფიცირების პროგრამის განხორციელება დაიწყო. როგორც გურჯაანის რესურს ცენტრში გვითხრეს,  სერთიფიცირება ნებაყოფლობითია და საბუთების შეტანა თებერვლის თვიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ როგორც გვარკვიეთ, საგამოცდო პროგრამა და სავარაუდო ტესტების ნიმუშები არ არსებობს. ამ ფაქტს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიც ამტკიცებს. ისინი ასაბუთებენ, რომ მასწავლებელმა არ იცის რომელი სახემძღვანელოებით უნდა იხელმძთვანელონ და საერთოდ, სავარაუდო ტესტების ნიმიმუშებზეც კი წარმოდგენა არ აქვთ. ჩვენ გთავაზობთ რესურსცენტრის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე პროპკავშირების პოზიციასაც.ლალი გაბიტაშვილი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსტენტრის უფროსი- ქალბატონა ლალი, რა არის სერთიფიცირება და რატომ უნდა გაიაროს მასწავლებელმა?- სერთიფიცირება არის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა. ყველა ადამიანს სჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება და ეს ნებაყოფლობითია.  სახელმწიფო სერთიფიცირებისთვის ატარებს ტრენინგებს, ანუ ყველა პედაგოგი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას სერთიფიცირებაში, იღებს ორ ვაუჩერს, თითოეული ვაუჩერი შეადგენს ორ კრედიტ-საათს და მისი ღირებულებაა 80 ლარი. სახელმწიფო აძლევს უსასყიდლოდ  თანხას მოქმედ პედაგოგს და მას შეუძლია გაიაროს სერთიფიცირების ტრენინგები უფასოდ. პირველ ეტაპზე ქართულის, მათემატიკის და უცხო ენის პედაგოგებისათვის ხდება სერთიფიცირება, შემდეგ გაგრძელდება და ყოველ წელს ჩატარდება სერთიფიცირების გამოცდები. სერთიფიცირებულ პედაგოგს სექტემბრიდან ექნება მომატებული ხელფასი და მას შეუძლია იყოს `მენტორ პედაგოგი,~ ანუ მენტორ პედაგოგს შეუძლია აიყვანოს სტაჟიორი პედაგოგი, რომელმაც დაამთავრა უნივერსიტეტი  და მას არ შეუძლია პირდაპირ დაიწყოს სკოლასში მუშაობა. თავდაპირველად მან უნდა გაიაროს  სკოლასში ერთწლიანი სტაჟირება, მას ეყოლება მენტორ პედაგოგი, რომელიც გაატარებს სტაჟირებას, ხოლო მენტორ პედაგოგი მიიღებს საკმაოდ სოლიდურ თანხას, ხელფასსზე დანამატით.- ვთქვათ, მასწავლებელმა არ გაიარა სერთიფიცირება ან ვერ დააგროვა შესაბამისი ქულები. მას აქვს სკოლაში მუშაობის უფლება?- რა თქმა უნდა, მას სკოლაში მუშაობის უფლება აქვს. სერთიფიცირება  ნებაყოფილობითია და პედაგოგს ამის გამო არ უშვებენ  სკოლიდან.- ითვალისწინებს თუ არა სერთიფიცირება მასწავლებლების შეხედულებებს და უფლებებს?- ეს პროგრამა ახლა არ დაწყებულა.იყო პროექტის განხილვა. იქ რა თქმა უნდა, პედაგოგთა აზრიც არის გათვალისწინებული. - არსებობს თუ არა საგამოცდო პროგრამა და სავარაუდო ტესტების ნიმუშები, ან შესაბამისი ლიტერეტურა, რომლითაც მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს?- ძალიან ბევრი ლიტერატურა არის მოსული, რომელიც სკოლებს უსასყიდლოთ გადაეცათ. უკვე ორი წელია ეს ლიტერეტურა ეტაპობრივად შემოდის. ეს ყველა პედაგოგს ვერ დაურიგდება თუმცა ლიტერეტურის ორი სამი ეგზემპლარი აქვს ყველა სკოლას. - როგორც თქვენ თქვით, შესაბამისი ლიტერატურა არსებობს, თუ არის შედგენილი საგამოცდო პროგრამა ან სავარაუდო ტესტები?- არა საგამოცდო  ნიმუშები არ არის, მაგრამ გამოვა. ჯერ უნდა ჩატარდეს წინასწარ წერა და ამის შემდეგ უფრო დაიხვეწება საგამოცდო პროგრამა.- როდის ჩატარდება სერთიპიცირების გამოცდა?- გამოცდა ჩატარდება 2010 წლის ივლისში აბიტურიენტებთან ერთად. რეგისტრაცია იწყება თებერვალში და გაგრძელდება ორი თვე, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია დარეგისტრირდეს.- ტესტები, რომლებიც გამოვა,  სხვადასხვა ენაზე იქნება (რუსულად, სომხურად, აზერბაიჯანაულად)?- ალბათ იქნება. ჯერ ზუსტად ამას ვერ გეტყვით.  გვყავს მხოლოდ ქართულ ენოვანი სკოლები და აბსოლიტურად ყველა მასწავლებელი ფლობს ქართულს. -შეუძლია თუ არა  გამოცდაზე ისეთ პედაგოგს გასვლა, რომელსაც უცხოეთში აქვს განათლება  მიღებული?- ჩვენ არ გყვავს ისეთი პედაგოგი, რომელსაც განათლება აქვს სხვა ქვეყანაში მიღებული, თუმცა მონაწილეობა შეუძლია. - ასევე იქმნება სკოლებში სასერთიფიცირო საბჭოები, რა მოვალეობა ეკისრება საბჭოს და რამდენ წელიწადში ერთხელ გაივლის მასწავლებელი სერთიფიცირებას?- ამ სერთიფიცირებას აქვს რვა წლიანი ვადა და მას შეუძლია ასწავლოს რვა წლის განმავლობაში,  რვა წლის შემდეგ კვლავ უნდა გაიაროს სერთიფიცირება. რვა წლის მანძილზე იქმნება პრდაგოგის პირადი საქმე, სადაც უნდა ჩალაგდეს ის კრედიტ-საათები, რასაც ის დააგროვებს. თუ შესაბამისობაში მოვა ახალ წესებთან, ის პედაგოგი აღარ გაივლის გამოცდებს, თუ არ იქნება კრედიტები საკმარისი, რვა წლის შემდეგ კვლავ გაივლის სერთიფიცირებას.მასწავლებელთა პროფკავშირში სერტიფიცირების პროგრამას ეწინააღმდეგებიან.პედაგოგთა პროფკავშირის აღმოსავლეთ საქართველოს კოორდინატორთან საუბარში გავარკვიეთ, რომ სწორეთ ამ ფაქტს აპროგესტებენ .მათი განცხადებით,  პედაგოგებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ სერთიფიცირების დებულების შედგენაში მიეღოთ მონაწილეობა.პედაგოგები თვლიან, რომ დებულებაში არ არის მასწავლებლების აზრი და შეხედულებები გათვალისწინებული. ნონა გოგატაშვილი საქართველოს პედაგოგტა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის, აღმოსავლეთ საქართველოს კოორდინატორი:- როგორც ვიცით, პროფკავშირი აპროტესტებს მასწავლებელთა სერთიფიცირების პროგრამას, გვაინტერესებს, რა მიზეზისა გამო არ მოგწონთ და რატომ არ ეთანხმებით სერთიფიცირების პროგრამას?-  პრობლემები სწორედ ის არის , რასაც რეალურად მასწავლებლები აყენებენ ჩვენს წინაშე, ანუ ხელისუფლების წინაშე. როცა მასწავლებელი ამბობს, რომ მას არ აქვს მასალები რა უნდა იმეცადინოს და როგორ უნდა გავიდეს გაოცდაზე, როცა მან არ იცის კონკრეტული პროგრამა, გამსვლელი ქულა, კონკრეტული სახემძღვანელოები არ გააჩნია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვებზე თვითონ ხელისუფლებამ გასცეს მასწავლებლებს პასუხი. ვსვამთ კითხვას, ერთნაირად მიეცემათ მინიმალური და მაქსიმალური შედექის მქონე მასწავლებლებს ანაზღაურება? საერთოდ, ანაზღაურების შესახებ არაფერი  წერია დებულებაში, ასევე არ წერია გასაჩივრების წესი.  არის დისკრიმინაციული შემთხვევებიც. როდესაც ქართველი მასწავლებლები და არაქართველი მასწავლებლები სხვადასხვა პოზიციებზე დგებიან.ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის საკმაოდ ცუდი, როცა შენი ქვეყნის ხემძღვანელობა შენივე ქვეყნის დიპლომს არ აღიარებს და აღიარებს ისეთ დიპლომს, რომელიც ვთქვათ ზიმბამბვეში აქვს მიღებული ადამიანს. არა გაქვს რეალურად იმის გარანტიები, რომ ის უკეთესი დიპლომი იქნება, ვიდრე შენი ქვეყნის დიპლომი. ამიტომ არ შეიძლება რომ მას დაუკარგო ის დამსახურება, რაც რეალურად აქვს მასწავლებელს, ჩვენი ბევრი მასწავლებელი იმდენად თავგანწირვით მუშაობს, რომ ნამდვილად არ შეიძლება რომ ცუდი თქვა ამ ადამინებზე. როცა ესეთი საკითხები წყდება, რეალურად მასწავლებელი უნდა იღებდეს ამ საკითხებში მონაწილეობას და ამ გადაწყვეტილებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა უშუალოდ.   დიახაც ჩვენი მასწავლებლები მუშაობენ ძალიან ცუდ პირობებში, ისეც ცუდ პირობებში, რომ ხელფასი აბსოლიტურად არ შეესაბამება სამომხმარებლო კალათას, რაც რეალურად მასწავლებელს უნდა ქონდეს, ელემენტარული ჩასაცმელის ყიდვის საშუალება  არ აქვს მასწავლებელს. შეიძლება საჭმელი თვიდან-თვემდე იმყოფინოს, თუმცა ეს საჭმელი არ არის სრულფასოვანი საკვები, რასაც ნორმალური ადამიანი უნდა იღებდეს და მერე ჯანმრთელობა დანგრეული და ფსიქოლოგია გატეხილი ადამიანი ფსიქიკა შერყეული ხდები, როდესაც შენს უკან შენი ოჯახი დაგას და ძალიან ძნელი ხდება ვიფიქრო საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობაზე. ჩვენ ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს.როდესაც არ მეცოდინება რა უნდა ჩავაბარო, როდის უნდა ჩავაბარო, რა პირობებში მომიწევს გამოცდის ჩაბარება, რა შედეგზე უნდა გავიდე და თუ სავარაუდო შედეგები ჩემი თვითშეფასებით არ მექნება, ნამდვილად არ გავალ ისეთ გამოცდაზე, სადაც შეიძლება ვიღაცამ ჩემზე თითის გაშვერით ილაპარაკოს. მოტივაცია თუ არ მექნება, ნამდვილად არ გავალ გამოცდაზე, რატომაც არა მოტივაციაც მინდა, პირობებიც მინდა, წინასწარ უნდა ვიცოდე, მე რისი მიღწევა მჭირდება.როდესაც ბავშვებს ვასწავლით, წინასწარ ვეუბნებით რისი მიღწევა სჭირდება მას, რომ რეალურად მიიღოს შესაბამისი ქულა, ასე გვინდა ჩვენც და ნამდვილად არაფერს ზედმეტს არ ვამბობთ, ვამბობთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლო საქმეს. არავის  ვეწინააღმდეგებით, ვეწინააღმდეგებით უარყოფით შედეგებს.- როგორც ვიცით, პროპკავშირებს არ მიგიღიათ ამ დებულების შედგენაში მონაწილეობა, რატომ? თქვენ გამოთქვით პროტესტი ჩართულიყავით, თუ არ დაგიკავშირდნენ რომ ერთად შედგენილიყო დებულება, რა მიზეზი იყო?- საკანონმდებლო დონეზე და საერთოდ, ჩვენ მოგებული გვაქვს სასამართლო პროცესი იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებები უნდა წარმოებდეს ჩვენთან, პრეზიდენტის პირობაც არსებობს ამასთან დაკავშირებით რომ აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ პროფესიულ კავშირებთან, მაგრამ  ეს რეალურად არ ხორციელდება. ნაჩქარევთად იყო მიღებული გადაწყვეტილებები  პროფესიული კავშირები ძალიან კარგ რეჟიმში მუშაობს, ძალიან აქტიურად ვართ ყველა პროცესში ჩართულნი. და თუკი სურვილი არ არის ხელიხუფლების მხრიდან და განათლების სამინისტროს მხრიდან, ჩვენთან თანამშრომლობისა, სწორედ ამას ვაპროტესტებთ და სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ჩვენი ძალა დავანახოთ.  დიახაც მთავრობას! რადგან 107 000 ვართ და როცა ჩვენი საკითხი წყდება, ჯერ ჩვენ უნდა გვკითონ. დღეს ნამდვილად ვერ ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელიც გეტყვით, რომ მასწავლებელს და სკოლის ადმინისტრაციას აქვს ნორმალური ხელფასები. მინდა აღვნიშნო, რომ სკოლის ადმინისტრაციას აქვს ძალიან დაბალი ხელფასები. - არის თუ არა სერტიფიცირებისათვის საჭირო სახემძღვანელოები სკოლებში ?- იქნებ მიგვითითონ რომელი სახელმძღვანელოებზე არის საუბარი? როცა მიმითითებენ სახელმძღვანელოებს რომლითაც მე უნდა ვიხემძღვანელო, მე იმ სახელმძღვანელოებით ვიმუსავებდი. პროგრამაც მაგას ნიშნავს: შენ იცი, რისი სწავლა მოგიწევს, ადან რისი ჩაბარება მოგიწევს. თუ იმ სახემძღვანელოებზე არის საუბარი, აკრედიტირებულმა ტრენინგ ცენტრებმა რომ დაარიგეს, იქ არის მხოლოდ საკითხების ჩამონათვალი. თანაც ასეთი წიგნების რამდენიმე პროვაიდერი არსებობს, იქნებ გვითხრან, კონკრეტულად რომელი პროვაიდერის წიგნებით უნდა იხელმძღვანელოს მასწავლებელმა? ჩვენ ძალიანაც გვინდა, რომ ეს გამოცდები ჩატარდეს, ძალიანაც გვინდა, რომ მაღალ შედეგებს აჩვენებდნენ ჩვენი მასწავლებლები. უბრალოდ ჩვენ არ გვინდა, რომ ვიღაცეები დაიჩაგრონ იმის გამო, რომ რაღაც არასწორედ არის დაგეგმილი. თუ მეტყვიან, აი ეს სახემძღვანელო,  ეს აიღეთ და აქედან იქნება საგამოცდო საკითხები, რაზე არის საუბარი, პირიქით დიდი სიამოვნებით ჩავაბარებთ.  
სოფიკო ნიკოლაშვილი
04.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „კახეთის ხმა“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
29-07-2014
1.7512   -0.0014
2.3531   -0.0040
2.9739   -0.0013
4.9545   -0.0453
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 30 °C + 32 °C
ღამით + 20 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.