მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
Jurnalistis dRiurebi
კერპების გარემოცვაში

აღარაფერს ვამბობ ძეგლების ადგილის მონაცვლებაზე და მათ მოგზაურობებზე ქალაქების სხვადასხვა უბნებში. მოკლედ, საქართველოში ქანდაკებებს არ ასვენებენ. სამაგიეროდ, მასობრივად იდგმება ახალი ქანდაკებები. ძეგლები, როგორც მარმარილოდან და თიხიდან, ისე სიტყვებიდან, აზრებიდან, მოწოდებებიდან, ან ცოცხალი ადამიანებიდან. ამ კუთხით კერპების შექმნა და მათი თაყვანისცემა პიკს აღწევს. კერპები იქმნებიან კონკრეტული პიროვნებებიდან, ტრადიციიდან, საზოგადოებრივი აზრიდან. თანაც ისე, რომ ყოველი ძეგლდადგმული მოსაზრება, ლამის მცნებად ყალიბდება და არანაირ კასაციას არ ექვემდებარება. ამიტომ ისინი ასოციაციურად, შეგრძნებით და განწყობით სწორედ ძეგლებს ემგვანებიან. თავიანთი გაშეშებულობით, სიხისტით, უსიცოცხლობით და განვითარების უპერსპექტივობით უნიჭო ქანდაკების ფორმატში ჯდებიან. მაგალითად, ლენინის ძეგლების, რომლებიც ასე უხვად იყო ჩვენს გარშემო.

საბჭოური სიყალბე გადავიდა სხვა განზომილებაში, უფრო სწორად ადგილი არ უცვლია, სადაც იყო იქ დარჩა, მხოლოდ სახელები შეიცვალა - ტრადიცია, ეროვნულობა, რელიგია, მართლმადიდებლობა დაირქვა, ხოლო არსი და დამოკიდებულება იგივე დატოვა. კერპები ყველა მხრიდან გვესხმიან თავს და უკვე იმდენია, ძნელი ხდება მათი მოგერიება, თუკი მოგერიების მსურველი კიდევ დარჩა, მაგრამ, როგორც ჩანს, დარჩა. თუმცა საკუთარი წინააღმდეგობა ვანდალურად გამოხატა, მოძალადე კერპებს დაუპირისპირდა, მაგრამ რადგან აზროვნების უნარი წართმეული აქვს, საჭირო მხარეს არ მიმართა პროტესტი და სახელოვანი ხალხის ძეგლებს მიაყენა ზიანი. კერპების "მსხვრევა" დაიწყო.

გაშეშებულმა და ყალბმა სენტენციებმა, ღირებულებებმა საქართველოში მთელი სივრცე ამოავსეს და იმდენად გაჭედეს, რომ ზეწოლა, კერპების სიმძიმე აუტანელი გახადეს, ქართულმა სივრცემაც ვეღარ გაუძლო და აფეთქდა. "დიდების მემორიალი" აფეთქდა. ძეგლი ააფეთქეს და ამის მოქმედად იქცა "მთავარი ხუროთმოძღვარი", ვინც ამ ცარიელ, უსიცოცხლო, დამთრგუნველ და მომავლის არმქონე კერპებს აგებს, ქმნის და ღვთაებად ასაღებს. თავად ვერ გაუძლო და ააფეთქა მისივე დანერგილი და "ერთადერთად" გამოცხადებული აზროვნების ფორმა. თუმცა მთავარს და მატრიცას არც თავად შეხებია (თავს ხომ არ აიფეთქებდა) და "უდანაშაულო" ძეგლი ააფეთქა. ცოტათი რომ ამოესუნთქა, ამ ქვის გროვად ცქეული "სიწმინდეებიდან", სიცრუიდან, ფარისევლობიდან ცოტა ხნით გათავისუფლებულიყო, ძალები მოეკრიბა ახალი, კიდევ უფრო ცივი, გაშეშებული და ცრუ კერპის შესაქმნელად.


ეკა კუხალაშვილი
06.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: BeZCwA <a href="http://tyrqobjnvmhq.com/">tyrqobjnvmhq</a>, [url=http://wcpwpnaclhaw.com/]wcpwpnaclhaw[/url], [link=http://hvajkwoxqtvt.com/]hvajkwoxqtvt[/link], http://cxrhclirtbsc.com/
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
valutis kursebi
10-09-2010
1.851   0.0063
2.3524   -0.0001
2.8607   0.0254
5.9928   -0.0098
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 28 °C
ღამით + 19 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.