მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
გიორგი ჯოხაძის სპორტული წარმატებები

სპექტრი. გაზეთი ,,სპექტრი" მეხუთე კლასელი გიორგი ჯოხაძის წარმატებებით დაინტერესდა, რომელიც საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის გურჯაანის ჯიუ კუმიტეს კლუბ ,,ამირანის" სპორტსმენია. ის სულითა და გულით დაეუფლა საბრძოლო ხელოვნებას და ბოლო ორ წელიწადში 3-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული კიკ-ბოქსინგში. 1 წლის წინ იგი კონფედერაციის წევრი გახდა და მე-7 კიუს წოდება მიანიჭეს. ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეს გიორგი ჯოხაძეს საქართველოს სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ,,ორი წელია, რაც სპორტული ცხოვრება დავიწყე. კიკ-ბოქსინგით ვარ დაინტერესდებული და ჯიუ კუმიტეს წესებითაც ვვარჯიშობ.Gვარ ოქროს მედლის მფლობელი, ასევე გამაჩნია სპორტული თანრიგი მე-7 კიუ (თავისუფალი ორთაბრძოლები). მომავალში მსურს საქართველოს საზღვრებს გავცდე და მსოფლიო ჩემპიონი გავხდე."

,,სპექტრი" გაესაუბრა გურჯაანის ჯიუ კუმიტეს კლუბის ინსტრუქტორს, შავი ქამრის, I - დანის მფლობელს ამირან ანჯაფარიძეს. იგი გურჯაანის კლუბ "ამირანის" ხელმძღვანელია, რომელიც საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტის კახა ბასილიას თანადგომით დაარსდა. მისი აღზრდილი სპორტსმენები ყოველთვის საპრიზო ადგილებზე გადიან. ახლახანს საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის გადაწყვეტილებით, მას სპორტის ოსტატის წოდება მიანიჭეს. ,,მე როგორც პირადი მწვრთნელი, ვხედავ, რომ გიორგი ჯოხაძეს კარგი მომავალი ექნება. ის დისციპლინირებული, კეთილი და როგორც ქრისტიანს შეეფერება, თავმდაბალი ბიჭია. მე დიდ მადლობას ვუხდი მის პედაგოგებს გაწეული ღვაწლისათვის. მათ ხელი შეუწყეს გიორგის ვაჟკაცურ და შრომისმოყვარე ადამიანად ჩამოყალიბებას," _ აღნიშნა ამირან ანჯაფარიძემ. გიორგი ჯოხაძე სკოლაშიც წარმატებული მოსწავლეა. ,,გიორგი სწავლითაც და დისციპლინითაც გამორჩეულია. კეთილი და მეგობრული ბიჭია. თავს არავისზე წინ არ დააყენებს, დახმერებაზე უარს არავის ეუბნება. თანაკლასელებს ყოველთვის უხარიათ მისი სპორტული წარმატებები," _ აღნიშნა #1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნინო მღებრიშვილმა.


ქეთი ენუქიძე
02.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: perespam.txt;4;6
: perespam.txt;4;6
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
07-02-2012
1.6688   0.0000
2.1988   0.0000
2.6434   0.0000
5.5188   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 2 °C -1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.