მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად

1 მარტიდან ახალი საგანმანათლებლო პროგრამა  ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” იწყება. პროგრამის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და ჩვენს ქვეყანაში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს.   უცხოელი პედაგოგები ქართველ კოლეგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.
მოხალისე პედაგოგთა რეგისტრაცია 1 მარტიდან იწყება საიტზე  www. tlg.gov.ge.საიტი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა და გარდა იმისა, რომ  მოხალისე პედაგოგები მასზე დარეგისტრირებას შეძლებენ, ასევე სრულ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე.
      უცხოელი პედაგოგები საქართველოში ივლისში ჩამოვლენ. პირველი ორი თვის განმავლობაში ისინი გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას და მათი სურვილის შემთხვევაში,  საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ხოლო ახალი სასწავლო წლიდან ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების თითქმის ნახევარს მოიცავს, მათ შორის მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც. ინგლისური ენის სპეციალისტები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან ჩამოვლენ.
     ახალ საგანმანათლებლო პროექტზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აშშ-ს ”მშვიდობის კორპუსის” საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა. ”მშვიდობის კორპუსი” ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც ჯონ ფ. კენედიმ 1961 წელს დააარსა. მისი დანიშნულება მსოფლიო ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრობის განვითარებაა, რასაც ამერიკის საზღვრებს მიღმა მომსახურე მოხალისეები ახორციელებენ.
     საქართველოში ”მშვიდობის კორპუსი” 2001 წლიდან მოღვაწეობს და პირველი პროექტი სწორედ განათლების სფეროში თანამშრომლობით დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში  ყოვეწლიურად ამერიკელი მოხალისეები ჩამოდიან და ორი წლის განმავლობაში ქართველ პედაგოგებთან ერთად საჯარო სკოლებში მოღვაწეობენ. საქართველოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მოხალისეებთან და სხვა მასწავლებლებთან ერთად  სწავლების ახალ მეთოდებს და მიდგომებს ეუფლებიან.
     ”მშვიდობის კორპუსის” მოღვაწეობა საქართველოში ძალზე ნაყოფიერია, სწორედ მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით გახდება შესაძლებელი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი საგამანათლებლო პროექტის ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” განხორციელება.

 



05.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: JkMuA9 <a href="http://isurykfmckaj.com/">isurykfmckaj</a>, [url=http://bzxnuovaaakb.com/]bzxnuovaaakb[/url], [link=http://ohnxoevpijyd.com/]ohnxoevpijyd[/link], http://hqkvsfkxdmkw.com/
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
valutis kursebi
07-09-2010
1.8412   -0.0007
2.3709   0.0055
2.8266   -0.0094
6.0215   0.0203
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 35 °C + 33 °C
ღამით + 20 °C + 20 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.