|
გეოფიზიკოსი მალხაზ ბარათელი ამბობს, რომ კომპანიას საძიებო მოედნები აქვს დაგეგმილი. ინფორმაცია არსებული მარაგის შესახებ ვარაუდის დონეზეა, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ვარაუდი საფუძვლიანია.
"ვიყავით საჩხერეში, ჭიათურაში, ტყიბულში, გელათის ტერიტორიაზეც, ახლა წყალტუბოში ჩამოვედით, დასახლებულ პუნქტში არ შევდივართ, ყველა მანქანა ცალ-ცალკე მუშაობს, კომპიუტერული პროგრამაა და ის ითვლის ყველაფერს. თუ აქ ჭაბურღილი დაიდგა, ე.ი. კარგად გვიმუშავია," - ამბობს მალხაზ ბარათელი.
კომპანია "ჯი აი აი"-ს მხოლოდ საძიებო სამუშაოების წარმოება აქვს დავალებული. როგორც კომპანიის წარმომადგნელები ამბობენ, სამუშაოები ყველა სათანადო უწყებასთან არის შეთანხმებული, თუმცა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამის თაობაზე არაფერი იციან. გუბერნატორის მოადგილემ ნიკო კაჭკაჭიშვილმა პირველად ჩვენგან შეიტყო, რომ იმერეთში შესაძლოა ნავთობი აღმოჩნდეს. ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე კომპანია "ჯი აი აი"-მ სამუშაოები ერთ დღეში დაასრულა. როგორც მალხაზ ბარათელი განმარტავს, შემდეგ ნავთობის ძიებისთვის დაზვერვა ზესტაფონში და ვანში გაგრძელდება. საბოლოო შედეგები კი, რამოდენიმე თვეში გახდება ცნობილი.
სოფიკო ყანჩაველი
05.03.2010 |