მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ვისაც მიკროავტობუსი ჰყავს, შეუძლია ხაზი აიღოს და იმუშაოს~

`ვისაც მიკროავტობუსი ჰყავს, შეუძლია ხაზი აიღოს და იმუშაოს~

გორში სამგზავრო ტრანსპორტის სიმცირე ნამდვილად არ შეიმჩნევა. საკმაოდ მრავლად დადიან სამარშრუტო ტაქსები, მაგრამ ყველაზე ხშირად #2-ს შეხვდებით, რომელიც წმინდაწყალი _ რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრაობს. ქალაქის პერიფერიებისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსისთვის კი არც თუ ცოტა ხნით გიწევს ლოდინი. პრობლემას კი ის ქმნის, რომ გორში საღამოს 6 საათის შემდდეგ ტრანსპორტს ფიზიკურად ვეღარ შეხვდებით და ამიტომ მოსახლეობას ფეხით უწევს გადაადგილება. ქალაქში რამდენიმე ტროლეიბუსსაც შეხვდებით, რომელსაც მხოლოდ ტინისხიდი_რ/კ სადგურის ტრაფარეტი ადევს და მგზვარებიც კანტი-კუნტად შეიმჩნევა. შუა დღის 3 საათის შემდეგ კი ტროლეიბუსს მხოლოდ წმ. წყალის დასახლებაში ტროლეიბუსების გარაჟში მიმავლებს თუღა ნახავთ.
 `ხალხის გაზეთმა~ მოსახლეობაში აწარმოა გამოკითხვა, რამდენად კმაყოფილნი არიან საზოგადოებრივი  ტრანსპორტის მომსახურებით.
ელდარ მაისურაძე: `სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა უფრო მოსახერხებელია, იმ მხრივ, რომ გარეუბნებშიც გადის. ფასიც მისაღებია, თუმცა ცუდი ისაა, რომ 6 საათის შემდეგ ტრანსპორტს ძნელად შეხვდებით, რის გამოც იძულებული ხარ, ფეხით იარო.~
მარინა ქილიკაური: `ძალიან ცუდია, რომ 6 საათის შემდეგ ქალაქში ტრანსპორტი თითქმის აღარ დადის. ამის გამო ფეხით გვიწევს სიარული. კარგი იქნება თუ ტროლეიბუსებიც ივლის. ფასი უფრო მოსახერხებელია, 30 თეთრად ორჯერ იმგზავრებ.~
ციური სამადალაშვილი: `30 თეთრი მისაღები ფასია, თუ გადასახადს აღარ მოუმატებენ. ძალიან ცუდია, რომ საღამოს ტრანსპორტი ფაქტობრივად აღარ დადის ქალაქში.~
ნანა (გვარი ინკოგნიტოდ დაგვიტოვა): `კვერნაქზე ვცხოვრობ. დღის საათებში მიუხედავად იმის, რომ კნერნაქის მიმართულებით სამი სამარშუტო ტაქსი დადის ლოდინი დიდ ხანს მაინც გვიწევს.  6 საათის შემდეგ კი სულაც ფეხით მინდივარ სახლში, რადგან ჩვენამდე არანაირი ტრანსპორტი აღარ დადის. ჩემი მეუღლე წმინდაწყალზე მუშაობს. წარმოიდგინეთ, სულ ფეხით უწევს სიარული, რადგან დღის 8 საათზე ჩვენამდე სამარშრუტო ტაქსი არ ამოდის და მით უმეტეს  საღამოს 7 საათზე, ხომ სულაც ვეღარ ნახავთ.~
ლალი იორამაშვილი: `ტინისხიდში ბოლო დასახლებაში ვცხოვრობ. რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი დადის ჩვენსკენ, მაგრამ ძალიან ხშირად ბოლომდე არ ამოდიან, განსაკუთრებით საღამოს საათებში. ამიტომ იძულებული ვარ, ტაქსით ვიარო.~
ლელა თენაძე: `6 საათის შემდეგ ტინისხიდის მიმართულებით ტრანსპორტი თითქმის არ დადის. ხშირად მქონია შემთხვევა ტინისხიდისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსში მარტო ვმჯდარვარ. ამიტომ მძღოლი კომბინატის დასახლების ბოლოში მოტრიალებულა და მე იძულებული გავმხდარვარ, ფეხით გამეგრძელებინა გზა და სულაც ტაქსით წავსულიყავი.~ 
`ხალხის გაზეთთან~ სოფელ თედოწმინდის მოსახლეობამაც გამოხატა ტრანსპორტის მიმართ უკმაყოფილება, მათ საკუთარი ვინაობის წაარდგენა არ ისურვეს თუმცა აღნიშნეს, რომ თედოწმინდაში მხოლოდ #12 დადის და ისიც არ მიდის  მათ სოფლამდე და სოფელ ორთაშენიდან ფეხით უწევთ სიარული.
მოქალაქეების უკმაყოფილებას უკმაყოფილებითვე პასუხობენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები. მათი განცხადებით ხელფასები არა აქვთ და დღიურ შემოსავალზე არიან დამოკიდებულნი. გეგმისათვის ყოველდღიურად 12 ლარი აქვთ შესატანი. იმის ფონზე, რომ ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება 1 ლარი და 75 თეთრია, დღის განმავლობაში კი 45 ლარის საწვავი სჭირდებათ, ამასთან სხვა ხარჯებიც საკმაოდ ბევრია მგზავრობის ღირებულება _ 30 თეთრი საკმაოდ იაფია. რამდენიმე  სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ჩვენთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ მთელ დღეს უშედეგოდ ჩაუვლია და ხშირად სახლში პურის ფოლიც ვერ შეუტანიათ.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით `ხალხის გაზეთი~ შპს `გორიტრანსავტოს~ ექსპლუატაციის უფროსს, ლევან მარგველაშვილს ესაუბრა.
ლევან მარგველაშვილი: `ჩვენი საწარმო მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. ძირითადად რაიონში გამავალ ავტობუსებს უდგენს განრიგს. საქალაქო ტრანსპორტის მხოლოდ 15%-ს ვფლობთ, დანარჩენი კერძო საწარმოს ეკუთვნის. სამარშრუტო ტაქსების განრიგს მოსახლეობის მოთხოვნის მოხედვით ვადგენთ დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.~
ლევან მარგველაშვილს ჰოლანდიური ავტობუსების შესახებაც გავესაუბრეთ. აღნიშნული ავტობუსები ჩვენს ქალაქში პირველად 2005 წელს გამოჩნდა, თუმცა დიდხანს ვერ გასტანა და დღეს მხოლოდ მოგონებად დარჩა.
`ამ ეტაპზე მხოლოდ 7 ერთეული ჰოლანდიური ავტობუსი შემორჩა. თავიდან მათი რაოდენობა 10 იყო, მაგრამ რაც გაფუჭდა, ვეღარ შევაკეთეთ, რადგან მისი ნაწილები საქართველოში არ იშოვება. აღნიშნული ავტობუსები დოტაციაზე  იყო, მაგრამ სახელმწიფომ ვერ შეძლო მათი შენახვა. გარეგნულად შეიძლება კარგად გამოიყურება, მაგრამ საკმაოდ ძველია, აღსანიშნავია, რომ თავიდანვე ძველი შემოიტანეს. ამ ავტობუსებმა თავისი რესურსი დიდი ხანია ამოწურეს, იმდენს ვერ `აიტანენ~, რასაც ჩვენი `სავეტსკი~ ჯაბახანა ავტობუსები `იტანენ.~ ამ ეტაპზე მხოლოდ სამი ჰოლანდიური ავტობუსი ფუნქციონირებს, რომლებიც UშAID-ს აქვს დაქირავებული და აზნეთის პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეებს ემსახურებიან,~ _ გვითხრა ლევან მარგველაშვილმა.
მარგველაშვილთან გასაუბრების შემდეგ შპს `გორიტრანსის~ მენეჯერს, ვალერი ხაპირაშვილსაც დავუკავშირდით.
ვალერი ხაპირაშვილი: `ქალაქში დღესდღეობით 54 სამარშრუტო ტაქსი დადის. მათგან ჩვენი, ანუ კერძო საწარმოს დაქვემდებარებაში 63%-ია. 2000 წელს გამოცხადებულ ტენდერში ჩვენმა საწარმომ 100%-ანი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ დღეის მდგომარეობით სამარშრუტო ტაქსების 1,3% მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. დანიშნული გრაფიკით, სამუშაო საათები დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდეა. ჩვენს საწარმოს საგადასახადო ინსპექციაში თვიურად 2000-2500 ლარი შეაქვს. მგზავრობის ფასს ვერ ვუმატებთ, რადგან მოსახლეობას უჭირს გადახდა, არა და ნამდვილად ცოტაა. მოგეხსენებათ, საწვავი ძვირია, საბურავები რომ უცვდებათ, თვითონ იძენენ მძღოლები, რა თქმა უნდა ესეც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მძღოლებს ხელფასს არ ვუხდით, დღიურ შემოსავალზე არიან დამოკიდებულნი. გეგმის მიხედვით, თანხა დღიურად 5-10 ლარის ოდენობით შემოაქვთ. თითოეული მძღოლი ინდივიდუალური მეწარმეა. მათ ყოველწლიურად უნდა შეავსონ დეკლარაცია და შეიტანონ საგადასახადო ინსპექციაში. რაიონებში გამავალი სამარშრუტო ტაქსები თითქმის ზარალზე მუშაობენ, მაგალითად ხიდისთავის მიმართულებით #7 დადის, იქიდან 80 ბავშვი უფასოდ დაგვყვავს, ასეთი ვითარებაა სხვა რაიონებშიც (კარალეთი, გარეჯვარი, თორტიზა, რეხა).~
აღსანიშნავია ისიც, რომ ტროლეიბუსი რკინიგზის სადგურამდე უკვე დიდი ხანია აღარ მიდის და სადგურზე გადასასვლელ ხიდთან ბრუნდება, აღნიშნულის გასარკვევად `ხალხის გაზეთმა~ ზურა მიხანაშვილს მიაკითხა.
ზურა მიხანაშვილი: `დღესდღეობით ქალაქში 5 ტროლეიბუსი დადის და ისიც მხოლოდ #2, რომელიც ტინისხიდი _ რ/კ სადგურის მიმართულებით. ამ ეტაპზე იგი სადგურამდე ვერ მიდის, რადგან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ იცით ალბათ, რომ ხიდი დაზიანდა და ტროლეიბუსის სადენები ჩამოვხსენით. ამიტომ სადგურზე გადასასვლელ ხიდთან ბუნდება. ხიდი აღდგენილია, სადენების აღდგენას მიმდინარე თვის ბოლოდან დავიწყებთ. #1 ტროლეიბუსის განრიგი, რომელიც ტინისხიდი _ კვერნაქის მიმართულებით მოძრაობდა, არარენტაბელური გახდა, რადგან სადგურამდე #2 ტროლეიბუსი არ მიდის, #1 და #2 თითქმის ეჯახებოდა ერთმანეთს, ამიტომ მოვხსენით. #3 ტროლეიბუსი, რომელიც ტინისხიდი _ წმინდაწყლის მიმართულებით მოძრაობდა, დიდი ხანია მოხსნილია, რადგან სხვა სატრანსპორტო საშუალებები მრავლად დადის და ის მარშრუტი ჩვენთვის წამგებიანია. ქრონომეტრაჟი ჩავატარეთ და 4 საათის შემდეგ ტროლეიბუსის მუშაობა ჩვენთვის წამგებიანი აღმოჩნდა. გეტყვით, რომ 2006 წლიდან სამეურნეო დაფინანსებაზე ვართ. 2000-2008 წლამდე ელექტროენერგიის ძველი დავალიანება 1300 ლარი დავფარეთ, ხოლო მიწის გადასახადი 14000 ლარი გადავიხადეთ. დასუფთავებისთვის ყოველთვიურად 95 ლარის ოდენობის თანხას ვიხდით, საშემოსავლოს კი 250-300 ლარს ვფარავთ. მძღოლებს ხელფასი შევუმცირეთ, დღიური გეგმა კი 25 ლარი აქვთ შემოსატანი. ზაფხულის პერიოდში სამუშაო საათებს გავზრდით და ალბათ სხვა მიმართულებითაც ივლიან.~
`ხალხის გაზეთი~ დაინტერესდა სახალხო ტრანსპორტის დარეგულირების საკითხი ვის მიერ წყდებოდა და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს, გივი ხუროშვილს მიაკითხა, რომელმაც ასე განგვიმარტა: `კანონით ტრანსპორტის ხაზის დარეგულირება არ ხდება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მიკროავტობუსი ჰყავს, შეუძლია ხაზი აიღოს და იმუშაოს.~
შემდეგ ქონების მართვის სამსახურის უფროსზე მიგვითითა და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ის უფრო კომპეტენტური იყო და ჩვენც გიორგი პაპიტაშვილისკენ გადავინაცვლეთ.
გიორგი პაპიტაშვილი: `ტრანსპორტის დარეგულირება ჩვენი მხრიდან ხდება მაშინ, თუ ქალაქს ახალი ტრანსპორტი ემატება. ქალაქში მგზავრთა გადაზიდვის ორი საწარმოა. ერთი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში, მეორე კერძო მფლობელისაა, სწორედ მათ შორის ხდება შეთანხმება და დარეგულირება. ჩვენ უბრალოდ ვხვდებით იმ საწარმოების პასუხისმგებელ პირებს და მგზავრების გადაადგილებისთვის პირობების გაუმჯობესებას ვთხოვთ.~ 
ჩვენს კითხვაზე: _გორის მოსახლეობისთვის ჰოლანდიური ავტობუსები სახელმწიფო საჩუქარი იყო თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა თანხები, გვიპასუხა: _`ჰოლანდიური ავტობუსები სახელმწიფო საჩუქარია ნამდვილად, განბაჟებისთვის საჭირო თანხების ჩარიცხვაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა~
ვალერი ხაპირაშვილის კომენტარზე, რომ ტრანსპორტზე გამოცხადებულ ტენდერში შპს `გორიტრანსს~ 100% გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, პაპიტაშვილმა აღნიშნა: `ხაპირაშვილი რასაც ამბობს ასე არის, ტენდერი 10 წლის წინ გამოცხადდა, ვერავინ იტყვის დამათ შორის ვერც ხაპირაშვილი რომ გამარჯვებულია, რადგან მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი ახალი ტრანსპორტი შემოვიდა ქალაქში და რომელ საწარმოთანაც დაიდო ხელშეკრულება, მის დქვემდებარებაში დარჩა~.
საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ მე-16 მუხლის მეორე თავში _  თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილება, სხვა ჩამონათვალთან ერთად `ი~ პუნქტში მითითებულია ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება.
პაპიტაშვილისა და ხუროშვილის პასუხების მოსმენის შემდეგ, სადაც აღნიშნავდნენ, რომ `კანონით ხაზის დარეგულირება არ ხდება~ `ხალხის გაზეთმა~ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის თავმჯდომარეს, ქეთი ბებიაშვილს მიმართა.
ქეთი ბებიაშვილი: `ამჟამინდელი რედაქციით ორგანულ კანონში, სადაც მითითებულია `ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება~ ბუნდოვანია, რადგან კონკრეტულად არ არის მითითებული, რომ უნდა დადგეს წესი, რის საფუძველზეც უნდა შეთანხმდეს საკითხი. 2010 წლის თვითმმართველობის ახალი არჩევნების შემდეგ ამოქმედდება  მე_16 მუხლის `მ~ პუნქტი, სადაც მითითებულია `ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკის განსაზღვრა~, რის შემდეგაც თვითმმართველობა უკვე ვალდებული იქნება პასუხისმგებლობა აიღოს.~
თამუნა მოსიაშვილი

რედაქციისაგან: `ხალხის გაზეთი~ არა ერთხელ ეცადა ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება მიეპყრო გორში მგზავრთა გადაზიდვით დაკავებული ტრანსპორტის მუშაობაზე – სამუშაო საათები, გრაფიკი, მარშრუტები და ა.შ., მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მიიღო პასუხი, რომელიც მეტნაკლებად დააკმაყოფილებდა საზოგადოებრივ ინტერესს და გადაწყვეტდა დარგში არსებულ პრობლემებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში რატომღაც მიაჩნიათ, რომ აღნიშნული საკითხი მა თარ ეხებათ. იმის  მიუხედავად,რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ რამდენჯერმე შეიცვალა თვთმმართველობის ექსკლუზიური უფლებების ჩამონათვალში უცვლელად ფიგურირებს ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების  რეგულირება. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს კანონიდან:
თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა  განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ბ) თვითმმართველი ერთეული – დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსულობები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მიზნით, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა/მერია) ორგანოები;
მუხლი 16. თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებები
1. თვითმმართველი ერთეული ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით.
2. თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებებია: …
ი) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება;
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი
მუხლი 22. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება
1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება:
რ) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;
გორის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებში რატომღაც მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი გადაზიდვები მათ არ ეხებათ, მაშინ როცა თელავის მუნიციპალიტეტში იმდენად `ექსკლუზიურად უფლებად~ მიაჩნიათ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა და ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი დაიხარჯება. 


თამუნა მოსიაშვილი
06.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: XudGz9 <a href="http://egbemhjdmfqu.com/">egbemhjdmfqu</a>, [url=http://yixwvljvetru.com/]yixwvljvetru[/url], [link=http://iuinmkmhprys.com/]iuinmkmhprys[/link], http://ryknskfdakvq.com/
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
valutis kursebi
10-09-2010
1.851   0.0063
2.3524   -0.0001
2.8607   0.0254
5.9928   -0.0098
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 28 °C
ღამით + 19 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.