მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
უბედური შემთხვევა, თუ დაუდევრობა?

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში გასულ კვირას მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 38 წლის ბესო ზოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს მიყენებული და ამ დროისთვის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ექიმები აცხადებენ, რომ შემოყვანის მომენტიდან ამ დრომდე დაზარალებულის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ვითარება ჯერჯერობით მძიმეა.

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება 2 მარტს, ღამის 11 საათზე მოხდა, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულია მაღაროში მომუშავე 67 წლის მიზდონ ონიანი, 54 წლის გიორგი ბრეგაძე, 29 წლის მურმან კუბლაშვილი და 72 წლის ჯუმბერ ჯიშიაშვილი. შემთხვევის ადგილიდან ცხედრების ამოყვანა მაშველებმა მხოლოდ დილის 5 საათზე მოახერხეს. აფეთქებისას მძიმედ დაშავებული ბესო ზოსიაშვილი კი მაღაროდან მამამ გამოიყვანა. "ისეთი ძლიერი ხმა იყო, მივხვდი, რომ აფეთქება მაღაროს მე-11 უბანში იყო მომხდარი, გავიქეცი და დავინახე, ჩემი შვილი სისხლში იყო ამოსვრილი," - ამბობს ბესო ზოსიაშვილის მამა, ნოდარ ზოსიაშვილი.

მაღაროში აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, მეთანის დაგროვებამ გამოიწვია. საუბარია იმაზე, რომ უბანს, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, რამენიმე დღე სარემონტო სამუშაოების გამო ელქტროენერგია არ მიეწოდებოდა. შესაბამისად, არც სავენტილაციო სისტემა მუშაობდა. სწორედ ამას მოჰყვა მეთანის დაგროვება. მეშახტეები იმ დროს 850 მეტრის სიღრმეში იმყოფებოდნენ. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ასევე, შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელმაც მაღაროში მოხდარი აფეთქების მიზეზები უნდა დაადგინოს. თუმცა, მე-11 უბანი ამ დრომდე დალუქულია და ექსპერტთა ჯგუფის ჩასვლა მაღაროში ვერ ხერხდება, რადგან გვირაბში მეთანის კონცენტრაცია ჯერ ისევ მაღალია.

მომხარი ფაქტის გამო, დაღუპული 4 ადამიანის პატივსაცემად პრეზიდენტმა 4 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, გარდაცვლილთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება და დაშავებულის მკურნალობის ხარჯებსაც დაფარვას. "ტყიბულის მაღარო ბოლო რამდენიმე წელია ამუშავდა იმაზე მეტი დატვირთვით, ვიდრე ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. ყველაფერი კეთდებოდა ახალი ტექნოლოგიების დასანერგად, მუდმივად მიმდინარეობდა გადაიარაღების პროცესი. სამომავლოდ კი, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მსგავსი ინციდენტი თავიდან ავიცილოთ," - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

ტყიბულში შემთხვევის ადგილზე რეგიონის პირველ პირებთან ერთად პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც ჩავიდა, რომელიც იქ მომუშავე მაღაროელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა. "თუ არსებობს დანაშაულის ელემენტი, გამოიკვეთება ყველა პირი და გაირკვევა, ზუსტად რა მოხდა მინდელის სახელობის მაღაროში. პირველ რიგში, იმ ადამიანების უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, რომლებიც დოვლათს ქმნიან ქვეყანაში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გილაურის განცხადებით, სამთავრობო კომისია ყველაფერს დეტალურად შეისწავლის და მიიღებს პრევენციულ ზომებს, რომ მსგავსი უბედური შემთხვევა აღარ განმეორდეს.

ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება ერთადერთი შემთხვევა არ არის. მაღაროში პირველი აფეთქება 19I1 წელს მოხდა, როდესაც აფეთქების შედეგად ორი მაღაროელი გარდაიცვალა. მათ გამოსაყვანად 30-კაციანი სამთო-სამაშველო ჯგუფი შევიდა, თუმცა ისინიც დაიღუპნენ. მინდელის სახელობის მაღაროს ტექნიკური დირექტორის ბადრი არაბიძის განცხადებით, მსგავსი უბედური შემთხვევა ტყიბულში 1984 წელსაც მოხდა. მაშინ მეთანის აალებას ძიძიგურის სახელობის მაღაროში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 1987 წელს, როდესაც მაღაროს გარკვეულ უბნებში მეთანმა გაჟონა. ამჯერად რამ დააგროვა ბუნებრივი აირი მაღაროში, ამას გამოძიება დაადგენს. ექსპერტების დასკვნა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. შესაბამისად, დადგინდება, აფეთქება დაუდევრობამ გამოიწვია, თუ - უბედურმა შემთხვევამ.

ტყიბულის მაღარო კომპანია `საქნახშირს~ ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა. "საქნახშირი" ტყიბულის მაღაროებში 2006 წლიდან საქმიანობს. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა ნახშირის მოპოვება, რიგითი ნახშირების გამდიდრება და რეალიზაცია. "საქნახშირის" კუთვნილ მაღაროში 930 ადამიანი მუშაობს. "საქნახშირი" ტყიბულ-შაორის ქვანახშირისა და ახალციხის მურა ნახშირების საბადოებზე ნახშირის მოპოვების ლიცენზიის ერთპიროვნული მფლობელია.


თეა ზიბზიბაძე
10.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
07-02-2012
1.6688   0.0000
2.1988   0.0000
2.6434   0.0000
5.5188   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 2 °C -1 °C
ღამით -10 °C -7 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.