მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
სოფლის გამგებელი ცნობებს საიქიოში გზავნის
გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრები როზალია კასრაძე 2008 წელს გარდაიცვალა. სოფლის რწმუნებული ნუგზარ კარელიძე კი 2009 წლის განმავლობაში რამდენიმე ცნობას აწ გარდაცვლილ როზალია კასრაძეს სწერს . ასე მაგალითად: - ,,ცნობა ეძლევა აწ გარდაცვლილ როზალია კასრაძეს..." ასეთი სიტყვებით იწყება ჩვენს ხელთ არსებული სამი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს სოფელ ვარიანის რწმუნებული ნუგზარ კარელიძე. თუ რატომ უგზავნის ცნობებს გარდაცვლილ ადამიანს სოფლის გამგებელი, ამას გზადაგზა გავარკვევთ.

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როდესაც ქალბატონი როზალია კასრაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და გარდაცვლილი ძმის შვილის მეუღლეს მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას ედავებოდა.

2007 წელს ვარიანში როზალია კასრაძის ძმის შვილი, პაპუნა ადუაშვილი გარდაიცვალა. პაპუნა ადუაშვილის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მოწმობა გაიცა მისი მეუღლის მზია კოკაურის სახელზე. შესაბამისად მზია კოკაური მეუღლის, პაპუნა ადუაშვილის ქონების მემკვიდრე გახდა.

პაპუნა ადუაშვილის მამიდამ როზალია კასრაძემ მემკვიდრედ აღიარებულ მზია კოკაურს სასამართლოში უჩივლა და მოითხოვა მის სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონებაზე 1/2 წილზე მემკვიდრედ აღიარება. დავა უზენაეს სასამართლომდე გაგრძელდა, რომელიც მზია კოკაურის სასარგებლოდ გადაწყდა.

ვარიანის თემის რწმუნებულმა, იგივე მამასახლისმა ნუგზარ კარელიძემ პირველად 2009 წლის 24 ივნისს, შემდეგ 14 ივლისს და ბოლოს 2009 წლის 3 აგვისტოს ,,მოთხოვნილების ადგილზე წარსადგენად" სამი ცნობა გასცა ,,აწ გარდაცვლილ როზალია კასრაძის" სახელზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამივე ცნობა იწყება შემდეგი სიტყვებით: ,,ცნობა ეძლევა აწ გარდაცვლილ როზალია კასრაძეს, მასზედ რომ გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე ერთსართულიანი სახლი აშენებულია აწ გარდაცვლილ როზალია კასრაძის მშობლების მიერ 1955-60- იან წლებში სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე" - ვკითხლობთ ერთ-ერთ ცნობაში, რომელიც ,,გაცემულია მოთხოვნილების ადგილზე წარსადგენად".

მზია კოკაურმა სოფლის მამასახლისისა და საიქიოს შორის ,,კავშირებზე" გორის გამგებელს დავით ხმიადაშვილსაც რამდენჯერმე აცნობა. თუმცა უშედეგოდ. ჯერ კიდევ 2008 წლის 23 დეკემბერს გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა შეიტყო აღნიშნულის თაობაზე. მზია კოკაურს 2008 წლის 30 დეკემბერს ასეთი პასუხი გასცა ხმიადაშვილმა: ,,თქვენი წერილის საფუძველზე გამგეობაში დაიწყო ადმინისტრაციული წესით წარმოება. გთხოვთ, ერთი თვის ვადაში წარმოგვიდგინოთ ყველა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ვარიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ბრალეულობას~ - განმარტავს გამგებელი. მიუხედადავად, ამისა, თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ მზია კოკაურს არავინ შეატყობინა გამგეობიდან, რომ მტკიცებულების წარმოდგენისთვის შეხვედრაა დანიშნული. მეორედ მზია კოკაურმა გორის გამგებელს 2009 წლის 30 ოქტომბერს მისწერა:

,,ბატონო დავით, მე გორის მუნიციპალიტეტში განცხადება თანდართული მტკიცებულებებით უკვე წარვადგინე, დაიწყო კიდეც ჩემი განცხადების ირგვლივ ადმინისტრაციული წარმოება, მაგრამ შემდგომ რა მოხდა, ჩემთვის დარჩა ბუნდოვანი.~ - კვლავ სწერს გამგებელს მზია კოკაური.

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის უმოქმედობით ფრთებშესხმულმა ვარიანის თემის რწმუნებულმა თავისი ქმედებით მოლოდინს გადააჭარბა, კერძოდ 2009 წლის 3 აგვისტოს გასცა ე.წ. ცნობა გარდაცვლილ როზალია კასრაძეზე. ცნობა ეხება უძრავ ქონებას, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით ჩემი საკუთრებაა 2007 წლიდან. ამ ცნობით კი როზალია კასრაძის შვილმა თბილისის რეესტრში ვარიანის ქონება, რომელიც მე მეკუთვნის, საკუთარ სახელზე გადაიფორმა" - ამბობს მზია კოკაური.

მართლაც, სოფლის მამასახლის ცნობებით, გარდაცვლილი როზალია კასრაძის შვილმა ლალი კასრაძემ სააჯარო რეესტრში ქონების მემკვიდრედ საკუთარი თავი დაირეგისტრირა. ანუ იმას რასაც როზალია კასრაძე წლების განმავლობაში სასამართლოში ედავებოდა მზია კოკაურს, ლალი კასრაძემ გამგებლის ცნობებით იოლად მიიღო. მზია კოკაურს კვლავ სასამართლოში სიარული უწევს ამჯერად როზალია კასრაძის შვილის ლალი კასრაძის წინააღმდეგ.

სოფლის მამასახლისი ნუგზარ კარელიძე კი აღიარებს, რომ მან მართლაც გასცა ასეთი ცნობები: ,,მოგეხსენებათ რა სიტუაცია იყო სოფელში. ომის პერიოდი იყო, ზეწოლები იყო, რუსი იყო შემოსული და ამ ვითარებამ გამოიწვია ჩემს მიერ ასეთი ცნობების გაცემა. რაიონის გამგებელმა უკვე დამავალა, რომ ცნობებში შეცდომები გასწორებულიყო. მე მიმაჩნია, რომ მაგ ცნობებს მაინც რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა მოდავე მხარეებისთვის" - ამბობს რაიონის გამგებლის ნდობით აღჭურვილი პირი ვარიანში.

ფაქტია, რომ მზია კოკაურის აზრით, სწორედ ამ ,,საიქიოში~ გაგზავნი ცნობების წყალობით დაირეგისტრირა როზალია კასრაძის შვილმა ქონება. უზენაესს სასამართლოს კი ჯერ-ჯერობით არაფერი გადაწყვეტილება გამოუტანია.


რატი უფლისციხელი
10.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.