|
,,ბორჯომი~. 9-21 მარტს თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი _ კარატეში (სტილი კიოკუშინკაი). შეჯიბრებაში 14 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ბორჯომელი სპორტსმენებიც. გუნდი შეჯიბრებისათვის მოამზადეს თემურ და გოგი აკოფოვებმა. სამწუხაროდ, რამდენიმე სპორტსმენი შეჯიბრებაზე სიცხიანი ასპარეზობდა. იყო მსაჯების შეცდომებიც. შეჯიბრი ჩატარდა იუნიორებსა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის. ჩვენი გუნდიდან საუკეთესო იყო გიორგი მაისურაძე, რომელიც აბსოლუტურ წონაში ასპარეზობდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალში გიორგიმ ტრავმიანი ფეხით იასპარეზა, თორემ ჩემპიონი გახდებოდა.
08.04.2010 |