|
,,ბორჯომი~. ...ნოდარ ქუმარიტაშვილი _ ეს სახელი და გვარი უკვე სამი თვეა, არა მარტო ბაკურიანში, არამედ მთელ მსოფლიოში გაისმის. ჩვენთვის ვანკუვერი ასოცირდება ახალგაზრდა სპორტსმენის ტრაგიკულ აღსასრულთან. ნოდარმა საქართველო კიდევ ერთხელ მოახვედრა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.
ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალება იმდენად სულის შემძვრელი იყო, რომ მას მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, საინტერესო ღონისძიებები. ნოდარის სახელის უკვდავსაყოფად თბილისის #142-ე საჯარო სკოლაში შედგა ტურნირი ფრენბურთში, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა შორის მეგობრული კავშირების დამყარება და განვითარება, ნოდარის სახელის უკვდავყოფა.ამავე სკოლის დირექტორის ბატონ სოსო ლაგვილავას მიერ მიწვეული იყვნენ ბაკურიანის საჯარო სკოლის, როგორც ნოდარის მშობლიური სკოლის, გუნდი შემდეგი შემადგენლობით: დავით თედიაშვილი, ამირან გეფერიძე, დავით მინასიანი, კახა ამბროლავა, გიორგი ჯეირანაშვილი, დავით გავვა, ილია მარქაროვი, ლევან ტონოიანი (ფიზაღზრდის მასწავლებელი ბაგრატ უნანიანი).
აღნიშნულ ტურნირში ჩაერთო, როგორც ბაკურიანის სკოლის მეგობარი, ბორჯომის #6 საჯარო სკოლის (დირექტორი ქეთევან ხაჩიძე) გუნდი თორნიკე მაღრაძის, ბაქარ გელაშვილის, გიგა შარიქაძის, გიგა გრიგალაშვილის, ლექსო ორომელიძის, დავით მიქელაძის, თორნიკე გოგოლაძის და ლაშა ტაბატაძის შემადგენლობით (ფიზაღზრდის მასწავლებლები მაკა და გიორგი გელაშვილები). აღსანიშნავია, რომ მეექვსე სკოლასთან უკვე სამი წელია ვთანამშრომლობთ, მაგრამ ამ ტურნირმა ჩვენი მოსწავლეები უფრო დაახლოვა და დაამეგობრა.
თბილისში გამგზავრება უზრუნველყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელსაც მხარში დაუდგა ბორჯომის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბატონი მერაბ იობაშვილი. ამ საქმეს ასევე გულისხმიერებით და ყურადღებით მოეკიდნენ ბაკურიანისა და ბორჯომის #6 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოები და ასე ორგანიზებულად მოვხვდით ტურნირზე. ბორჯომის მინისა და მინერალური წყლების კომპანიიდან ბატონმა სტეფანე გაბრიელიძემ თბილისში მინერალური წყალი ,,ბორჯომი~ გაგვატანა საჩუქრად. Mმადლობა მათ, რომ მუდამ ყურადღებას იჩენენ და აქტიურად არიან ჩაბმულნი ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.
ორივე სკოლის მოსწავლეთა გუნდმა კარგად ითამაშა.
ბაკურიანის საჯარო სკოლის გუნდმა ამ ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა, საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ბაკურიანის სკოლის XI კლასის მოსწავლე დავით თედიაშვილი. ცხადია, გაგვეხარდა. ღონისძიება კარგად იყო ორგანიზებული, ისე როგორც ეს შეეფერებოდა ნოდარის ხსოვნას. სკოლებს გადაეცა ნოდარის სახელობის დიპლომები, სერტიფკატები, მედლები და თასები. დაჯილდოების ცერემონიალზე გაისმა კიდევ ერთი სიმღერა, რომლის პრემიერა ნოდარის სურათების ფონზე მიმდინარეობდა და ვერავინ შეძლო სიმღერის უცრემლოდ მოსმენა. დისკები გადაეცა ბაკურიანის სკოლას და ნოდარის ოჯახს. მალე ბაკურიანში ამ სიმღერის ხელმეორედ წარდგინება მოხდება.
,,შენ სითამამე გიბოძა კოხტამ~ _ ეს სიმღერის ერთ-ერთი სტრიქონია და მეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნოდარმა თავისი მისია შეასრულა, მართალია იგი ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ, მან, მისმა ასეთმა ,,ზვავივით~ დაშვებამ ბევრ კეთილ საქმეს ჩაუყარა საფუძველი და ეს სწორედ ის არის, რომ ზემოთ აღნიშნულ ტურნირით საქართველოს 8 სკოლის მოსწავლეებს შორის მეგობრობის ხიდი გაიდო.
აღნიშნულმა ტურნირმა თავისი მიზანი შეასრულა. მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების სურვილი გააღვივა, მეგობრობა განამტკიცა და კიდევ ერთხელ პატივი მიეგო ახალგაზრდა სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას.
თამარ ბლიაძე
06.05.2010 |