|
,,ბორჯომი~. _ ჩემი განვლილი გზიდან უკან მოხედვის არ მეშინიაო, ამბობს და თხრობას იწყებს...
...პირველი დაჭრილების მიღება, გუშინდელი დღესავით ახსოვს, ეს 1941 წლის 19 სექტემბერს იყო, ფაშისტური გერმანიის მიერ მიყენებული დარტყმა საბჭოთა კავშირისათვის, ყველა ერის გამაერთიანებლად იქცა, ყველა ერთ მუUშტად შეიკრა, ბრძოლა დაიწყო, რომელიც, არავინ იცოდა, როდის დასრულდებოდა. დასრულებამდე კი ყველას თავისი პროფესია მსხვერპლად უნდა შეეწირა, სამშობლო ამას მოითხოვდა.
ახალგაზრდა მედდა ეკატერინე გელაშვილი, მაშინ იწყებდა ოცნებისაკენ შესახვედრად სვლას, _ ექიმობა უნდოდა, საშუალო სამედიცინო სასწავლებელი წარჩინებით ჰქონდა დამთავრებული, 1941 წლის 19 ივნისს საბუთები თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში შეიტანა, 22 ივნისს კი ომი დაიწყო. ასე მოხვდა განაწილებით ხაშურელი ეკატერინე გელაშვილი ბორჯომის ევაკოჰოსპიტალში. მრავალმა დაჭრილმა გაიარა მის ხელში, იგი კი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საყვარელ საქმეს და სიცოცხლეს ჩუქნიდა ცოტა ხნის წინ სიკვდილისთვის განწირულ ადამიანებს.
დაჭრილებს შორის ქართველებიც, რუსებიც, ოსებიც, აფხაზებიც, თავის კუთხის შვილებიც და თანაკლასელიც კი შეხვედრია. მAაშინ არავინ არავის არ არჩევდაო, ამბობს და გული სტკივა, რომ დღეს ეს არც აფხაზებს ახსოვთ უკვე და არც ოსებს.
ს=აევაკუაციო მატარებელი, რომელსაც დაჭრილები ჩამოჰყავდა, საყვირით ჩამოდიოდა ჩარხისწყლიდან პარკში, მაშინ არავის ჭირდებოდა, გაფრთხილება, ყველა მაშინვე სახლებიდან გამორბოდა და ეხმარებოდნენ ჰოსპიტალის თანამშრომლებს დაჭრილების ადგილამდე მიყვანაში. ეს განსაკუთრებულ სიძნელეს წარმოადგენდა თურმე, რადგან ღამე შუქშენიღბვა იყო და გადაადგილება ჭირდა, მაგრამ ამას მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით აკეთებდა. უკვე გამოჯანმრთელებულ ავადმყოფებს კი უკან ბრძოლის ველზე აგზავნიდნენ. ასე გაუშვეს ერთი მატარებელიც, რომელიც, როგორც შემდეგ შეიტყვეს, დაუბომბავთ და იქიდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა. დიდხანს უჯავრიათ ეს ამბავი ჰოსპიტალის თანამშრომლებს, ერთ-ერთი რიგითი გუგუშვილიც მათ რიცხვში იქნებოდა თურმე, რომ არა მთავარი ექთნის ეკატერინეს გადაწყვეტილება, მაღალი სიცხის გამო იგი ამ მატარებელზე არ გაეშვათ.
ერთი მეტად საინტერესო ამბავიც მომიყვა კატო ბებომ, ჰოსპიტალში დაჭრილებს იმ პერიოდისთვის თურმე საკმაოდ კარგად აჭმევდნენ, ფონდიც ყოფილა გამოყოფილი, რომ მათთვის ტანსაცმელიც შეეძინათ. ერთ-ერთ თანამშრომელს სამზარეულოდან უთქვამს ერთ დაჭრილზე, რომ იგი სულ აგვიანებდა სადილზე, რის გამოც ყოველთვის ცივი საჭმელი ხვდებოდა. ზაფხულის თვე ყოფილა, დაჭრილს კი, როგორც აღმოჩნდა, ზამთრის სამხედრო ტანსაცმლის გარდა, სხვა არ ჰქონდა და განგებ აგვიანებდა, რომ სხვას არ დაენახა. სწორედ იმ დროისთვის ხელფასი უნდა ყოფილიყო. თურმე, ეკატერინეს მედპერსონალი გაუფრთხილებია, ვის რა თანხის დადება შეგიძლიათ ამ დაჭრილის დასახმარებლადო. მეორე დღეს დაჭრილისთვის ფარულად ოთახში შეუტანია შარვალ-კოსტიუმი, ორი პერანგი, ფეხსაცმელი, საცვლები და ცხვირსახოციც კი. გამოპრანჭული პაციენტი კი ოთახში ხლებია მადლობის სათქმელად და უთქვამს, რომ ამ ფორმაში საკუთარი ცოლიც კი ვეღარ მიცნობსო.
ასე დაუყენებია არაერთი დაჭრილი ფეხზე, ამასობაში ხუთი წელიც გავიდა და ერთ დღეს ომის დამთავრება რომ აუწყეს, სიხარულისგან დიდხანს ზეიმობდა მთელი ჰოსპიტალი.
ომის დასრულებას მრავალი ჯილდოც მოჰყვა. ყველას სათუთად აქვს შენახული, ეფერება თითოეულ მათგანს.
_ ყველაზე ღირსეული ჩემთვის, მედალი ,,კავკასიის დაცვისათვისაა~, ამბობს კატო ბებო და შემდეგზე მიმითითებს, მათი რიცხვი კი ბევრია, სიგელები, მედლები, ორდენები, ეს მისი სიმდიდრეა, განვლილი ცხოვრების ჯილდო.
ომის დასრულების შემდეგ თავისი პროფესიის ერთგული დარჩა. 51 წლის მუშაობის სტაჟი აქვს, აქედან 48 წელი უფროსი ექთნის თანამდებობაზე იმუშავა. მისი პიროვნება ყველასთვის საყვარელი და დასამახსოვრებელია.
მისთვის, როგორც ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანისთვის, არაერთხელ მოუწყვიათ საზეიმო შეხვედრა და არაერთხელ დაბეჭდილა მის დამსახურებაზე წერილები ადგილობრივ თუ საკავშირო გაზეთებში. მართლაც გასახსენებელი და სათქმელი მომავალი თაობისათვის ძალიან ბევრი აქვს, ასეთი ადამიანებისგან ბევრს სწავლობენ. მისი დამსახურება ნამდვილად დასაფასებელია.
კატო ბაბო სიამაყით ეგებება ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავს.
მარი ზაქაშვილი
06.05.2010 |