მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
სიხარული სისხლის წვიმების დროს
სადაურსა სად წაიყვან... ეს ბრძნული გამონათქვამი სწორედ ქალბატონ ვალენტინა კოვალენკოზეა ზედგამოჭრილი. იგი ხომ 1947 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. 18 წლისა იყო, სიყვარული რომ ეწვია და სწორედ ამ სიყვარულის გამო ცხოვრობს ამჟამად ჩითახევის დასახლებაში და ორი შვილით, სამი შვილიშვილითა და ორი შვილთაშვილით ამაყობს. უკვე ღრმად მოხუცებულია, მაგრამ მეუღლის, გიორგი დვალაშვილის ხსოვნას, ახლაც სათუთად ინახავს გულში.
ომი რომ დაიწყო, ორმოცდაერთში აწ გარდაცვლილი 17 წლის ჭაბუკი გიორგი დვალაშვილი ფრონტზე გაიწვიეს. იგი ერთადერთი იყო ბორჯომის რაიონიდან, ვინც მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე გაიარა სხვა მებრძოლებთან  ერთად კრემლის წინ.
_ 414-ე სატანკო დივიზიაში იბრძოდა. ბრძოლის გზა მძიმე იყო, იბრძოდა ტამანის ნახევარკუნძულზე, ყირიმში, უკრაინაში, მოლდავეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, ჩეხოსლოვაკიაში... იბრძოდა იაპონიის ფრონტზეც.
_ ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, ბევრი მეგობრის ყუმბარისგან დაფლეთილი სხეული ნახა. შიში, სიცივე, შიმშილი, მაგრამ მიზანი ერთი ჰქონდა, როგორც მას, ისე სხვა მეომრებსაც, რომ მტერი თავის ბუნაგში დაებრუნებინა და სამშობლო განსაცდელისაგან ეხსნა. ასეც მოხდა. თავდაუზოგავი ბრძოლისათვის მას უმრავი ჯილდო აქვს მიღებული სტალინის ხელმოწერით.
მართალია, როცა კრასნოიარსკში ჩავიდა, ომი და სისხლის წვიმებიც უკვე გადავლილი იყო, მაგრამ ომის საშინელება მაინც თავს ახსენებდა. ლამაზი და მშვენიერი ვალენტინას სიყვარულმა კი სრულიად ახალი სისცოცხლე დაბადა მის გულში. ახალგაზრდები ერთიერთმანეთზე მშვენიერები იყვნენ, ერთი გრძნობა აკავშირებდათ, ერთი ოცნება, რომ ერთად გაეზიარებინათ სიცოცხლის სიყვარული და... გიორგიმ თავისი ვალენტინა, ვალენტინას დედა და დაც საქართველOოში ჩამოიყვანა და ერთად ტკბილად ცხოვრობდნენ...
გიორგი დვალაშვილი ბრძოლის გარდა, შრომაშიც მამაცი და ენერგიული გამოდგა. ბოლო წლებში ჩეთახევჰესში ელექტროლაბორატორიის უფროსი იყო და წარმატებული შრომითი საქმიანობისათვის 1999 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. აქვე მუშაობდა მისი მეუღლეც.
ახლაც მხიარულად იხსენებს ქალბატონი ვალენტინა: უკრაინელს გავყევი ცოლად და ქართველი გამოდგაო. ვალენტინას არსმენოდა ქართველი ვინ იყო და როცა გიორგი გაიცნო _ უკრაინელი ეგონა.
გიორგი, 78 წლის ასაკში, ამ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ვალენტინაც ღრმად მოხუცებულია და აღარც მშობლიური კუთხის მონატრების სურვილი აქვს. მას ხომ 17 წლის ასაკიდან სამშობლო აღარ უნახავს, მაგრამ დიდი ხანია საქართველო შეისისხლხორცა, ქართული წერა-კითხვა შესანიშნავად შეისწავლა, ქართულად კარგად მეტყველებს და ქართული კერძების დამზადებასაც არაჩვეულებრივად ახერხებს.
ომს არეულობა, ცრემლი და სევდა მოაქვს, ვისურვებდით, რომ იგი არასოდეს ენახოთ ჩვენს შვილებს, ახალ თაობას. გამარჯვება კი ყოველთვის გვეზეიმოს.

ირინა კუჭუხიძე
06.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.