მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ზუგდიდში ფოტოკონკურსის ,,ბედნიერი ოჯახი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში ,,ბედნიერი ოჯახი“  გამარჯვებული კონკურსანტები დღეს დაჯილდოვდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ფოტოკონკურსი, სახელწოდებით „ ბედნიერი ოჯახი“ მიმდინარე  წლის იანვარში  გამოაცხადა და მასში 19 კონკურსანტი მონაწილეობდა.

 

კონკურსის პირობებიდან გამომდინარე სამ საპრიზო ადგილზე გამარჯვებულები მოწონებების მიხედვით გამოვლიდნენ. ერთი კი ჟიურის რჩეული გახდა.

 

კონკურსში მონაწილეებს  გამარჯვება მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ,  საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ   საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.

 

,,მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ კონკურსში მონაწილეობისთვის, ვისურვებდი  ბევრი ბედნიერო ოჯახი  გვყავდეს მინიციპალიტეტში. აქვე დიდ მადლობას ვუხდი სპონსორებს, რომლებმაც თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს და კონკურსანტების სასიამოვნო განწყობაზე იზრუნეს“ - აღნიშნა ლაშა გოგიამ.

 

მოწონებების (like)  მიხედვით:

 

I ადგილი -  გიორგი მოსია და ლიკა თოლორაია.

 

II ადგილი - თაკო წულაია და ედო კვარაცხელია.

 

III ადგილი - მარიკა შენგელია და ირაკლი თორია.

 

ჟიურის რჩეული მრავალშვილიანი ეკატერინე თოდუა გახდა, რომელსაც საჩუქრად ელექტროტექნიკა გადაეცა.

 

პირველი ადგილის მფლობელს მერიისგან საჩუქრად ტილოზე შესრულებული საკონკურსო ფოტო და საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, ხოლო მაკდონალდსისგან სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა.

 

მეორე ადგილის მფლობელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან  საოჯახო ელექტრიოტექნიკა, სასტუმრო ,,პალმ-ბიჩი“-სგან  სასტუმროს 3 დღიანი უფასო მომსახურება გადაეცათ.

 

მესამე ადგილის მფლობელებს ,,ლიბერთი ბანკი“-სგან 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, ,,ლაზიკა კაპიტალი“-სგან 3 დღიანი საგზური ბაკურიანში, ხოლო ,,იბერია პალასი“-სგან რომანტიული ვახშამი გადაეცათ.

 

თავისი რჩეული გამოავლინა რესტორანმა ,,ელ-ბარკომ“, რომელსაც რესტორანში უფასო ვახშმით გაუმასპინძლდება.

 

ფოტო სტუდია ,,სმაილის“ რჩეულს  უფასო ფოტოსესიის ვაუჩერი გადაეცა.

 

რჩეული გამოავლინა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალმა“ და თავის რჩეულს საჩუქარი გადასცა.


 



30.03.2018
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
20-11-2018
2.6593   -0.0134
3.0369   0.0101
3.4199   -0.0041
4.0356   -0.0091
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 12 °C + 13 °C
ღამით + 2 °C + 2 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.