მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ქალაქის გალამაზებისათვის

,,ბორჯომი~. ამ ბოლო წლებში ქალაქში გამწვანების რა სამუშაოებიც არ ჩატარდა, ან თუ ამ თვალსაზრისით რაიმე გაკეთდა, ყველაფერი გაუბედურებულია. ამის მიზეზი, ალბათ, გამწვანების სამსახურის არ არსებობაა, რომელიც 30 წელია რაც ბორჯომში აღარ ფუნქციონირებს. მსოფლიო მნიშვნელობის კურორტზე კი ღვთის ანაბარად მიშვებული გამწვანება სიკეთეს ნამდვილად არ მოგვიტანს. ფაქტია, კეთილმოწყობილი სკვერები და გაზონები ხომ კურორტის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ამ ცოტა ხნის წინ ახალი ნარგავები დაირგო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვახტანგ მაისურაძის განმარტებით ამ მიზნებისთვის ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი გამოიყო. კეთილმოწყობის სამსახურმა ამასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა კერძო პირთან, გამწვანების სპეციალისტთან გოდერძი ღონღაძესთან, რომელსაც 10 წელია, რაც შექმნილი აქვს საკუთარი შ.პ.ს ,,გამწვანების სამსახური~ და შეკვეთებს ასრულებს. მას ამავე დროს აქვს საკUუთარი სანერგე, სადაც იმ მცენარეებს ახარებს, რომლებსაც შემდეგ ქალაქის ცენტრში რგავს. გული წყდება, რომ დარგვის შემდეგ, მცენარეების მოვლაზე აღარავინ ზრუნავს. არადა ქალაქის გამწვანებას ხელის შევლება წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდება, ზოგიერთი საქმე შემოდგომაზეა გასაკეთებელი, ზოგი გაზაფხულზე და ზოგიც ზაფხულში, ამისათვის კი საჭიროა პიროვნება თუ პიროვნებათა ჯგუფი, რომლებიც მხოლოდ ამ საქმეზე იქნება ორიენტირებული.
ორი წლის წინ კოსტავას სახელობის ბაღში მთელ ზოლად ხე-ბუჩქები დაირგო, როგორც აღმოჩნდა, არასათანადო დროს და არასათანადო პირობებში, მასში 30 ათასი ლარი გადაიყარა, ხე-ბუჩქების უმრავლესობა კი გახმა.
სილამაზის ხიდთან ყველას ახსოვს ხელოვნური ლამაზი გუბურები, რომელსაც ბევრი შეხაროდა, ბევრი კი ირონიით იცინოდა, ეს გუბურები კარგა ხანს დამშრალი იყო, არც არავინ ეცადა  წყლის ჩასხმას, თუმცა თავიდანვე იცოდნენ, რომ წყალი ხელოვნურად უნდა ჩაესხათ, მის გარშემო დარგული ნარგავები კი ისე გახმა და განადგურდა, როგორც მის გაკეთებაში დახარჯული თანხა. რა სიკეთე თუ ესთეტიკური სიამოვნება მოუტანა ამ აუზებმა ბორჯომელებს, კარგად დავინახეთ!
დავუბრუნდეთ ქალაქში მცენარეების მდგომარეობას.
_ მათ მაღალ დონეზე ნიადაგის გაფხვიერება, მოვლა, მორწყვა და პირუტყვისგან დაცვა სჭირდება, _ აღნიშნავს გოდერძი ღონღაძე, რომელსაც არაერთი ნარგავი აქვს დარგული, არაერთი ეზო თუ ქალაქის ნაწილი გამწვანებული. მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს მცენარის მოვლა, ამიტომ ელოლიავება და უვლის საკუთარ ნაკვეთში თუ ქალაქში. იგი მაინც ფიქრობს, რომ თუ ქალაქს გამწვანების მხრივ სათანადოდ მოვუვლით, იგი მსოფლიოს მაღალი დონის კურორტებს არ ჩამოუვარდება, ამაში წვლილის შეტანის ძალიან დიდი სურვილი აქვს.
_ ქალაქში საჭირო სამუშაოებს თუკი დამავალებენ, მე დიდი სიამოვნებით ვუხელმძღვანელებო, აღნიშნავს იგი, მანამდე კი თავის სანერგეში ტრიალებს, 80 ძირ ფუტკარს უვლის, მეფუტკრეობას 20 წლის ასაკიდან ეწევა, არის დამსახურებული მეფუტკრე, სწავლული აგრონომი, სპეციალობით მებაღე-მევენახე. თავის ქალაქი მასაც ყველა ბორჯომელივით ძალიან უყვარს და სურვილი აქვს მის გალამაზებაში თავისი ხელიც დაატყოს. მით უმეტეს, რომ პროფესია ამის საშუალებას აძლევს. ჩვენ კი, მისი ნახელავით და მშობლიური ბორჯომის სილამაზით უნდა გავიხაროთ.


მარი ზაქაშვილი
14.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.