მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
შვეიცარიელმა შემსრულებლებმა თელაველებს ლამაზი დღეები აჩუქეს

სპექტრი. თელავში მუსიკის დღეები გაიმართა. ორი დღის განმავლობაში თელავის ნ. სულხანიშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში რამდენიმე საკონცერტო პროგრამა შესრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შვეიცარიელმა მუსიკოსებმა ელენე შულტჰესმა და თომას ჰოიზერმანმა. მათ წარმოადგინეს შვეიცარული და ქართული მუსიკა ფლეიტასა და ფორტეპიანოსთვის. კონცერტზე შესრულდა ფრანკ მარტინის, როლანდ მოზერის, გასპარ ფრიცის, ოთმარ შოეკის, თეო ვეგმანის და ოთარ თაქთაქიშვილის მუსიკალური ნაწარმოებები. მუსიკის Dდღეების ფარგლებში თელავში კიდევ ერთი, ვოკალური მუსიკის კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ბარიტონი გოჩა აბულაძე და ტენორი მამუკა მანჯგალაძე. მათ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. თელავში მუსიკის დღეების ორგანიზატორი იყო თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური. „ჩვენმა უცხოელმა სტუმრებმა აქ ჩამოსვლის ინიციატივა თავად გამოიჩინეს. მოხარულები ვართ, რომ თელავს ასეთი საინტერესო მუსიკალური დღეები აჩუქეს. რაც შეეხება ჩვენ როლს ამ კონცერტში, მხოლოდ მისი საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველვყავით,“ _ აღნიშნა კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ დაღუნდარიძემ.


მარიამ ხანჯალიაშვილი
18.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.