მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
„არჩევნობანა" არაა კარგი თამაში!..
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის №14 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ვეწვიეთ. როგორც ყველგან, სრულიად საქართველოში, აქაც საკმარისად პოლიტიზებულნი აღმოჩნდნენ ჩვენი პატარა მასპინძლები. ბევრ რაიმეზე ვისაუბრეთ, მათ შორის - არჩევნებზეც კი. ისინი ჯერ მოკრძალებით იძლეოდნენ „ინტერვიუს", მერე - უფრო გათამამდნენ. აი, ეს „თამამი" პასუხებიც...

- იცით, რა არის არჩევნები?

ლიზი: მამაჩემი და დედაჩემი ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მე ვთამაშობ.
მარი დ.: არ გამიგონია, ხანდახან კი საუბრობენ რაღაცას...
თემო: კი, ტელევიზორში ხშირად ვხედავ, ხმა მოგვეცითო, იძახიან.
გიორგი: არ გამიგონია.
მარი ჩაკვეტაძე: არც მე ვიცი ...
თემო: ჯერ პატარები ვართ, არ გვაინტერესებს პოლიტიკა.

- მშობლებს თუ გაჰყოლიხართ არჩევნებზე?

ლიზი: არ წავუყვანივარ.
მარი დ.: არც მე.
ნატა: მე, ერთხელ წამიყვანეს. იქ დედიკო და მამიკო რაღაცეებს წერდნენ, მე ერთ ადგილას ვიდექი.
თემო: მერე უყურებდი?
ნატა: ხო, ვუყურებდი!..
დიანა: ჩემი მშობლები საზღვარგარეთაა და ბებიას ხანდახან დავყვები არჩევნებზე. იქ მხოლოდ ლაპარაკობენ.
თემური: მე არ ვარ ნამყოფი.
მარი ჩაკვეტაძე: არც მე ვარ ნამყოფი.

- გითამაშიათ არჩევნობანა?

მარი დ.: არ მითამაშია, არ მომწონს.
თემო: არა, მარა პოლიციელობანას ვთამაშობ.
გიორგი: არჩევნობანა არაა კარგი თამაში და არც მითამაშია.
თემური: არც გამიგია ეგ თამაში.
მარი ჩ.: ჩემი მეზობელი მეუბნება, არჩევნობანა ვითამაშოთო, მაგრამ მე არ მიყვარს ეს თამაში.

- საქართველოს პრეზიდენტზე რას იტყოდით?

ლიზი: მიშამ სათამაშოები გვაჩუქა, კაი კაცია.
ანა: მიშამ სათამაშოები გვაჩუქა და საქანელები გაგვიკეთა!
ნატა: კი მომწონს, კარგი პრეზიდენტია.
თემო: მიშას ბებია არ უჭერდა მხარს, მაგრამ ვიღაცა ფურცლით ხელში სახლში მოვიდა და ახლა ყველას მოგვწონს.
დიანა: კი, კარგი პრეზიდენტია.
თემო: მიშა კომპიუტერს დაგვირიგებს სკოლაში.
მარი ჩ.: კომპიუტერი მართლაც კარგია, მიშა მაგარია!..
თემო: კომპიუტერით ნათესავებს დავუკავშირდები.
გიორგი: კარგია კომპიუტერი, უფრო კარგად ვისწავლით.

- თქვენ რომ ქალაქის ხელმძღვანელი იყოთ, რას გააკეთებდით?

ლიზი: ყველას ვუყიდიდი შოკოლადებს და კანფეტებს.
მარი: ხალხს ახალ სახლებს ავუშენებდი და ხეებს დავრგავდი.
გიორგი: ქალაქს უფრო გავალამაზებდი და ხალხს დავეხმარებოდი.
ნატა: ბაღისთვის ახალ სათამაშოებს ვიყიდიდი.
ანა: ხეებს დავრგავდი და ქუჩებს გავალამაზებდი.
თემო: მე ბებიას დავპირდი, სოფელს ავაშენებთქო.
თემური: საქანელებს და სასრიალოებს გავაკეთებდი.
მარი ჩაკვეტაძე: საქართველოში ბევრ ხეებს დავრგავდი.

- ბავშვებო, ვინ გინდათ, გამოხვიდეთ?

ლიზი: მე ექიმი მინდა გამოვიდე.
მარი დ.: ცნობილი მხატვარი.
გიორგი: მეც მხატვრობაზე ვფიქრობ.
დიანა: მოცეკვავე მინდა გამოვიდე.
ანა: მე ბალერინობა უფრო მომწონს.
ნატა: მე სუხიშვილებში მინდა ვიცეკვო.
მარი ჩ.: ბალერინა მინდა გამოვიდე!
თემო: პატრული მინდა გამოვიდე.
თემური: სამხედრო მინდა გამოვიდე და საქართველოს დავიცავ.

ესაუბრა

 


ნოდარ ჯოჯუა
01.06.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.