მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
პედაგოგთა სერტიფიცირება 13 ივლისს იწყება

 სპექტრი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგთა სერტიფიცირება, რომელიც აქამდე რამდენჯერმე გადაიდო, 13 ივლისს დაიწყება. აღნიშნულის შესახებ განცხადება მასწავლებლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. 13 ივლისს პედაგოგებს გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში მოუწევთ. სერტიფიცირების დაწყების ზუსტი თარიღი სწორედ ერთი თვით ადრე გახდა ცნობილი. რეგისტრაციის მიმდინარეობისას სავარაუდო დღედ 28 ივლისი სახელდებოდა. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის ვადა აპრილის ნახევრამდე გაგრძელდა, გამოცდების ჩატარების სავარაუდო თარიღად 5 აგვისტო დასახელდა. ამიტომაც პედაგოგთა უმრავლესობა ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას უკმაყოფილოდ შეხვდა. ზოგიერთ მათგანს ჯერ გადამზადებაც არ დაუმთავრებია და კვლავაც ტრენინ-კურსებს გადის. ისინი ამბობენ, რომ სათანადოდ მოსამზადებლად დრო არ ეყოფათ, რადგან პარალელურად საგაკვეთილო პროცესშიც იყვნენ ჩართულნი.



17.06.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.