|
სპექტრი. კახეთის რეგიონში ორი ახალი საწარმო გაიხსნა: თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა შპს „კოპალა“ და სოფელ იყალთოში რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო, რომლებიც ფონდ `ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს~ მიერ `აგრობიზნესის განვითარების~ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. გახსნის ცერემონიას კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული, სოფლის მეურნების სამინისტროს და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შპს `კოპალამ~ 150 ათასი აშშ დოლარის, ხოლო რძის გადამამუშავებელმა საწარმომ 50 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო და საწარმოები უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ნაფარეულში წარმოებული ვარდის ზეთის ექპორტირება გერმანიაში მოხდება, იყალთოს რძის საწარმოში დამზადებული ორი სახეობის პროდუქტი – სულგუნი და ქართული ყველი კი ადგილობრივი ბაზრისთვისაა გათვლილი. "ასეთი საწარმოების არსებობა რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მცირე ბიზნესის განვითარება ჩვენი უპირველესი საზრუნავია, რადგან მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილები იქმნება. სხვადასხვა ფონდებთან თანამშრომლობის შედეგად, მსგავსი პროექტები მომავალშიც აუცილებლად განხორციელდება," _ განაცხადა კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა გიორგი ღვინიაშვილმა. ვარდის ზეთის მწარმოებელ ქარხანა `კოპალაში~ ორმოცამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, იყალთოს რძის გადამამუშავებელ საწარმოში კი, რომელსაც რძით 55 ადგილობრივი ფერმერი მოამარაგებს, 10 ადამიანი დასაქმდა.
მარიამ ხანჯალიაშვილი
17.06.2010 |