|
,,ბორჯომი~. ამ დღეებში დუშეთში, ახლადგახსნილ ოლიმპიურ ცენტრში, ბორჯომის #3 საჯარო სკოლიოს IX კლასის მოსწავლემ მარიამ ციხელაშვილმა საქართველოს პირველობაზე ძიუდოში დიდ წარმატებას მიაღწია. გოგონათა შორის (52 კგ წონით კატეგორია) მან სუფთა გამარჯვება მოიპოვა და მესამე საპრიზო ადგილი დაისაკუთრა, ხოლო მეორე დღეს იქვე მარიამი საქართველოს ჩემპიონატში ჩაერთო და ორივე შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა, იპონით დაამარცხა დედოფლისწყაროელი მარიამ ჯანაშვილი, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდნენ.
მარიამ ციხელაშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.
მარიამი 5 წელია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უცვლელი წევრია. ძიუდოისტი ახლა იმყოფება გორში შეკრებაზე და 24 ივნისს ჩეხეთში ქ. ტეპლიცეში მიემგზავრება ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე საასპარეზოდ.
წარმატება ვუსურვოთ მარიამს.
ს. ხეთაგაშვილი
17.06.2010 |