მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
გამოთხოვება ოთხ წელიწადთან

სპექტრი. დაწყებითი კლასის დამთავრება და პირველ მასწავლებელთან გამოთხოვება სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ხელმძღვანელის ვისელი სეფიაშვილის ღონისძიებით აღნიშნეს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მათ მსმენელები ლექსებით, ცეკვებით, სიმღერებით და სახალისო ინსცენირებებით გაამხიარულეს. თუმცა ზეიმს თავისებური სევდა მაინც ახლდა, ისინი ხომ პირველ მასწავლებელს ეთხოვებოდნენ, რომელმაც შეასწავლათ  "აი ია". განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი ღონისძიების დასასრული აღმოჩნდა, როცა ვისელი სეფიაშვილმა მათ ოთხი კლასის დამთავრება და ცხოვრების ახალ ასპარეზზე გადასვლა მიულოცათ. "ჩემთვის მეტად მიშვნელოვანია ის 4 წელი, რომელიც თქვენს აღზრდასა და განათლების მიღებაში თვალსა და ხელს შუა გამიფრინდა. მინდა მოგილოცოთ ცხოვრების ახალ ასპარეზზე გადასვლა, მაგრამ გული მწყდება, რომ კვლავინდებურად ყოველდღე ვერ ვნახავ თქვენს მომღიმარ სახეებს, იმედიან, ხალისიან და ჭკვიან თვალებს. თუმცა გულს ის მიმშვიდებს, რომ სკოლაში ხშირად შეგხვდებით და მოგეფერებით," _ აღნიშნა მან. მოწვეული სტუმრები ღონისძიებით კმაყოფილები დარჩნენ და დადებითად შეაფასეს. საჯარო სკოლის დირექტორმა რუსუდან მამულაშვილმა ბავშვებს წარმატებებისკენ მიმავალი გზა დაულოცათ.



25.06.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.