მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
"საბავშვო ფრანგულენოვანი ფესტივალი კახეთის სცენაზე"

სპექტრი. 26 ივნისს ველისციხის კულტურის სახლში გაიმართება "საბავშვო ფრანგულენოვანი ფესტივალი კახეთის სცენაზე", რომლის ორგანიზატორი და დამფინანსებელია იონის დეპარტამენტის წევრი ბატონი პასკალ ვიოლი. ფესტივალში მონაწილეობენ კახეთის რეგიონის სხვაადასხვა სკოლები.

"სპექტრი" დაუკავშირდა გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელს ლალი ცისკარაშვილის, რომელიც უკვე ტრადიციულად ქცეულ ფესტივალზე გვესაუბრება. "გენერალურ რეპეტიციებს 24 ივნისიდან ვიწყებთ. 26 ივნისს კი, ველისციხის კულტურის სახლში გაიმართება წარმოდგენა "ვოდევილი ფრიზეტა", რომელიც ჩემი აზრით, სასიამოვნო საყურებელია. ვფიქრობ ბავშვებიც კარგად შევარჩიე, ისინი აბსოლუტურად ერგებიან თავიანთ როლებს. ამ სპექტაკლში თითქმის ყველა როლი თანაბარი სიდიდისაა. შარშანდელთან შედარებით წელს სპექტაკლში მონაწილეების რაოდენობა ძალიან მცირეა, რადგან ასე მოგვთხოვეს. ადრე 6 ბავშვი იყო საჭირო, ახლა კი მხოლოდ 4. მთავარ როლებს ასრულებენ: ფრიზეტა- დიანა ქურდაძე (IX კლასი), მისი პარტნიორია ბოდრიონი- ჯუმბერ ომარაშვილი (VIII კლასი), გვყავს ასევე ბარბაროსი ლუდის მხდელი- დავით ბედენაშვილი (XII კლასი) და ქალბატონი დიასახლისი, ბინების გამქირავებელი- მანანა ოსიაშვილი (IX კლასი). მათ შორის ყველა ბავშვი გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეა,"_აღნიშნავს ქალბატონი ლალი და აქვე განმარტავს, რომ ამ სპექტაკლზე დასასწრებად სტუმრები საფრანგეთიდანაც ჩამოვლენ, თეატრალური დადგმები მათი დაფინანსებით ხდება და რა თქმა უნდა, შედეგებიც აინტერესებთ. "გვეყოლება ასევე ჟიურის წარმომადგენელი საელჩოდან და ქალბატონი ირინა ტოქოლოვა ჟორდანიას სახელობის ლიცეუმიდან. სპექტაკლის დადგმა ძალიან რთულია, ამიტომ ბევრი სკოლა არიდებს თავს. ასეთი ღონისძიებები იონის გენერალური საბჭოს ინიციატივით წინა წლებშიც ტარდებოდა. წლევანდელი ორგანიზატორი ბატონი პასკალ ვიოლი იონის დეპარტამენტის წევრია. ჩვენი პირველი დადგმით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვიყავით, მაგრამ შემდგომში დავიხვეწეთ და სხვათა შორის, მესამე საპრიზო ადგილიც დავიკავეთ,"_ამბობს ქალბატონი ლალი და იმედი აქვს, რომ მათი სპექტაკლი შესაძლოა გამარჯვებულთა რიგშიც მოხვდება.

"თეატრალური დადგმები კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, თუმცა გურჯაანი მათ შორის ყველაზე აქტიურია, ჩვენი რაიონიდან ოთხი სკოლა იღებს მონაწილეობს: # 1 საჯარო სკოლა, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა, სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლა და გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლა. სპექტაკლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 20 წუთია,"_გვითხრა პედაგოგმა ლალი ცისკარაშვილმა და ისიც აღნიშნა, რომ ბატონ პასკალ ვიოლის შემოთავაზებული სცენარებიდან ერთ-ერთი თვითონ შეარჩიეს. "მართალია სპექტაკლს მე ვხელმძღვანელობ, მაგრამ გვყავს ასევე დამდგმელი რეჟისორი-დიტო ბარიხაშვილი, რომელიც ზრუნავს, რომ ბავშვებმა დამაჯერებლად ითამაშონ, მოსწავლეებიც ცდილობენ ოპტიმისტურად განეწყონ,~_ამბობს ქალბატონი ლალი. იმედი გვაქვს, ფესტივალზე გურჯაანის რაიონი ღირსეულად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და წარმატებასაც მიაღწევს.


მარიამ კვაჭაძე
25.06.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.