|
სპექტრი. ბოლო დროს დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში მრავალ საინტერესო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი: სკოლებში შეიქმნა მასწავლებელთა და მოსწავლეთა კათედრები, ქართული ენის დაცვის მიზნით რეგულარულად ტარდება ღონისძიება "ჩვენ გვიყვარს ქართული" და სხვა. რამდენიმე დღის წინ კი რესურსცენტრში კიდევ ერთი ტრადიციადქცეული საინტერესო კონკურსი გაიმართა, რომელიც `ვეფხისტყაოსნის~ კითხვას ეხება. სასიამოვნოა, რომ მოსწავლეები `ვეფხისტყაოსნის~ მხატვრულად კითხვის გარდა ერთმანეთს იმაშიც ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტი სტროფი იცის ზეპირად და ამით ცოდნას კიდევ უფრო იღრმავებენ. ეს საუკეთესო მანიშნებელია, რომ ყოველივე ღირებულს და ქართულს ჩვენს ერში დავიწყება არ უწერია. კონკურსში რაიონის ყველა სკოლა იღებდა მონაწილეობას და მას კომპეტენტური ჟიური აფასებდა. ბავშვები სამ ნომინაციაში შეაფასეს: ზეპირად ნასწავლი სტროფების რაოდენობის, აფორიზმებისა და მხატვრულად კითხვის მიხედვით. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლის ქეთევან ნათელაძის გამოსვლა, რომელმაც წაიკითხა `ნესტან დარეჯანის წერილი საყვარელთა თანა მიწერილი~ და ისეთივე ჩაცმულობა ჰქონდა, როგორც სავარაუდოდ ეცმებოდა ნესტან დარეჯანს XII საუკუნეში. უნდა აღინიშნოს ქვემო ქედელი მოსწავლის მაკა ტოხიშვილის გამოსვლაც, რომელმაც ,,ვეფხისტყაოსნიდან~ 200 სტროფი იცოდა ზეპირად. შედეგები კი ასეთია: კონკურსის მონაწილე ყველა პირველკლასელი დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით. ესენი არიან ნიკა ხატიაშვილი (ოზაანის საჯრო სკოლა), თამარ ქააძე და ზაქრო ჭუაძე (დედოფლისწყაროს I საჯარო სკოლა) და გიორგი ბერიძე (ფიროსმანის საჯარო სკოლა). უფროსკლასელთა შორის მხატვრულ კითხვაში, I ხარისხის დიპლომების მფლობელები გახდნენ: მალვინა ისმაილოვა (I საჯარო სკოლა), სალომე თარაშვილი (ოზაანის საჯარო სკოლა), ეთერ შარმაზანაშვილი (ჯაფარიძის საჯარო სკოლა), ნინო ხატიაშვილი (ჯაფარიძის საჯარო სკოლა), ქეთევან ნათელაძე (II საჯარო სკოლა). II ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს მაკა ბუბუნაურმა (ქვემო ქედის საჯარო სკოლა) და ანი ყოჩიშვილმა (ჯაფარიძის საჯარო სკოლა); ლელა ჭინჭარაული (გამარჯვების საჯარო სკოლა) III ხარისხის დიპლომს დასჯერდა. აფორიზმების ცოდნაში I და II ხარისხის დიპლომები მიიღეს: ნათელა მგელაშვილმა (ქვემო ქედის საჯარო სკოლა) და თამარ წიკლაურმა (I საჯარო სკოლა), რაც შეეხება ზეპირად ნასწავლ სტროფებს, I ხარისხის დიპლომი მიიღეს: მაკა ტოხიშვილმა (ქვემო ქედის საჯარო სკოლა), რომელმაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, 200 სტროფი იცოდა ზეპირად, ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლე, სალომე თარაშვილმა (92 სტროფი) და ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ბერიძემ, (92 სტროფი). II ხარისხის დიპლომი დაიმსახურა გიგა ტოხიშვილმა (ქვემო ქედის საჯარო სკოლა), ხოლო III ხარისხის დიპლომი გადაეცათ _ ქალდა წიკლაურს (არხილოსკალოს საჯარო სკოლა), რევაზ დუმბაძეს (ფიროსმანის საჯარო სკოლა) და დიანა სამხარაძეს (ფიროსმანის საჯარო სკოლა). როგორც დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებმა გვითხრეს, ახლო მომავალში მოსწავლეთა ,,ვეფხისტყაოსნის~ მოყვარულთა კლუბის ჩამოყალიბებას აპირებენ, სადაც პოემის სწავლით დაინტერესებულ მოსწავლეებს გააწევრიანებენ.
ლალი მეხრიშვილი
25.06.2010 |