|
სპექტრი. გასულ კვირას ლაგოდეხში კინოთეატრ ,,სინემაში” ჩატარდა ფრანგული მუსიკის კონცერტი. ფრანგი მუსიკოსების მაღალპროფესიულობამ სავსე დარბაზში უდიდესი მუხტი შეიტანა და ფრანგული სიმღერების ,,რეტრომ~ მაყურებელი დროებით მე-20 საუკუნის საფრანგეთში გადაიყვანა. ასოციაცია ,,იონ კახეთის~ იმპრესარიო ჟან პასკალ ვიო დაინტერესდა რაიონის შემოქმედებით. მან მოუსმინა ,,ჰერელ გოგონებს~ და იმდენად აღფრთოვანდა, რომ ველისციხეში ფესტივალზე მიიწვია. უფრო მეტიც, ფესტივალის გახსნა მან გოგონათა ანსამბლს სთხოვა. ,,ჰერელმა გოგონებმა~ თავის მხრივ სიურპრიზი მოუმზადეს ფრანგ მუსიკოსებს და შეასრულეს ფრენსის ლის ცნობილი მელოდია კინოფილმიდან ,,ქალი და მამაკაცი." ფრანგები ვერ მალავდნენ კმაყოფილებას ბავშვების მიმართ, მათ ჩვენი გოგონებისგან ავტოგრაფები აიღეს და სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს.
სპექტრი
02.07.2010 |