მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
წარმატებულები, მაგრამ მოკრძალებულები
,,ბორჯომი". ეს ახალგაზრდები ბორჯომის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და სასპორტო სკოლის მძლეოსნები არიან, რომლებმაც მწვრთნელ ვალერი ჟადანის ხელმძღვანელობით გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა მათი სპორტული გამარჯვებების შესახებ ბევრმა არ იცის, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, არ უყვართ თავის წარმოჩენა (მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნაკრების წევრები არიან) და ახლაც სულ შემთხვევით შევხვდი და ვთხოვე ორიოდე სიტყვა ეთქვათ საკუთარ თავზე.

თინათინ პაპუაშვილი, 15 წლის, X კლასის მოსწავლე, 5 წელია სერიოზულად ვარჯიშობს, ადრე კი დედა - მძლეოსანი, ლეილა სამხარაძე ავარჯიშებდა. ძირითადად გრძელ მანძილებზე (800, 1500 მ) რბენაში გამოდის. პირველი დიდი სიხარული 2007 წელს იყო, როცა თბილისში რბენის მსოფლიო დღეEს, 1500 მეტრზე სირბილში I ადგილი დაისაკუთრა. შემდეგ კი "ერთგულების თასს" დაეუფლა. არის ქვეყნის მრავალგზის გამარჯვებული, როგორც თანატოლებში, ასევე უფროს ასაკში. 11-12 ივნისს თბილისის დინამოს სტადიონზე ღია პირველობაზე 400, 800მ რბენაში საუკეთესო დრო აჩვენა, ხოლო 100 მ რბენაში მეორე საპრიზო ადგილი დაისაკუთრა. როგორც თინათინი ამბობს, იგი გრძელ მანძილებზე რბენაში ბევრად უკეთესად ასპარეზობს. აქვე იმასაც ამბობს, რომ ვარჯიში არასდროს ეზარება, რადგან სპორტი მისი ჰობია.

რაც შეეხება დათო ნოზაძეს, იგი 18 წლისაა და გაისად სკოლას ამთავრებს. მანაც თბილისის ღია ჩემპიონატზე 400 მეტრზე პირველი, ხოლო 800 მ და 100 მ რბენაში მეორე საპრიზო ადგილები დაისაკუთრა. 100 მ რბენაში აქ პირველ ადგილზე ბორჯომელი, საქართველოს ნაკრების წევრი დავით ცუცქირიძე გავიდა.

დათომ აქტიური ვარჯიში 2003 წლიდან დაიწყო, მაგრამ ბოლო ორი წელია საქართველოს ჩემპიონატებზე შედეგი თანდათან გააუმჯობესა, ნაკრებშიც აიყვანეს და ახლა ვიზის დაგვიანება რომ არა, ევროპის თასზე იალტაში დაიცავდა ქვეყნის ღირსებას.

არმენ სტეფანიანი კი XI კლასის მოსწავლეა, ასპარეზობს გრძელ მანძილებზე რბენაში ანუ კროსში - 1500, 3000 და 5000 მეტრზე. ახლახან "ერთგულების თასზე" მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაისაკუთრა თანატოლებს შორის.

სამივე მძლეოსანი საქართველოს ნაკრების წევრია და ემზადება ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატისათვის, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება თბილისში.
 Targmne.com 

სოფიო ხეთაგაშვილი
01.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.