მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
სოფელ ჭერემში კვლავ უამრავი პრობლემაა

სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში, სადაც დაახლოებით 55 ადამიანი ცხოვრობს, პრობლემები ყოველდღიურად მატულობს. საკრებულოს სესიაზე სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუკრი ჩიბარაშვილმა ჭერმის ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენა. "სოფლის ყოფნა-არყოფნის საკითხი დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან. საქმე ეხება ჭერმის რაიონული ცენტრთან დამაკავშირებელ გზას, ასევე გადაუჭრელია ელექტროენერგიის საკითხი. უნდა ითქვას, რომ ორი ათეული წელი გახდება, რაც სოფელში დენი არ არის, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა ყველაფერს მოწყვეტილია. გარდა ამისა, იქ ცხოვრობს ექვს წლამდე ასაკის ათი ბავშვი, რომელთა ვაქცინაცია სავალდებულოა, მაგრამ ეს პროცესი საერთოდ ვერ სრულდება, რადგან მოძველებულ ამბულატორიაში ვაქცინის შენახვისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს. მართალია, ამ საკითხს თავად მშობლები ყურადღებით ეკიდებიან და ზოგს გურჯაანის პოლიკლინიკაში მიჰყავს შვილი, მაგრამ ამის საშუალება ყველას არ აქვს. სოფელში სულ ორი-სამი მანქანაა და ტრანსპორტირება ძალიან ჭირს. ჭერემში დაახლოებით 55-მდე მოსახლე, 20-მდე ოჯახია. ჭერმის პრობლემების შესახებ საკრებულოს სესიაზეც ვისაუბრე და როგორც აღნიშნეს, გზის რეაბილიტაციისთვის სპეციალური ტრანსფერით გარკვეული თანხა განისაზღვრა. იმედია, რომ აღნიშნული საკითხები ეტაპობრივად მოგვარდება," _ განმარტა ნუკრი ჩიბარაშვილმა და აქვე იმაზეც ისაუბრა, რომ გასულ წელს სოფლისთვის შეძენილი მაღალგამავლობის ტრანსპორტი საწვავისა და და საბურავების უქონლობის გამო, ვერ მოძრაობს, რადგან მისი ხარჯები არ არის გათვალისიწნებული, სოფელს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სოფელ ჭერმის პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. "ის საკითხები, რაც ჭერემის მოსახლეობას აწუხებს, უსათუოდ გადაიჭრება. გზა, ტრანსპორტი, ელექტროენერგია და ელემენტარული ინფრასტრუქტურული საკითხები მოგვარებას საჭიროებს და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა უნდა წარმოადგინონ ის მინი პროგრამა, რომელიც აუცილებლად სჭირდება ამ სოფლის არსებობას და იქ მაცხოვრებლებს. ეს არის პირველ რიგში დენის, ტრანსპორტირებისა და მედიკამენტები პრობლემის გადაწყვეტა. მე მხარს ვუჭერ აღნიშნულ წინადადებას და ალბათ მივაღწევთ, რომ უახლოეს მომავალში ბიუჯეტში შევიდეს ცვლილება, გამოიყოს გარკვეული თანხა, რომ ამ სოფლის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს," _ განმარტა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე სირბილაშვილმა.


ქეთი არჯენიშვილი
14.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.