მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
საკრებულოს მორიგი სესია მორიგი ცვლილებებით

სპექტრი. რამდენიმე დღის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სესია გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებების ფონზე ზოგიერთ მუხლში გარკვეულწილად თანხების ზრდა შეინიშნება. მაგალითად: `გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარჯები განისაზღვროს 974.5 ათასი ლარით, ნაცვლად 966.5 ათასი ლარისა (მუხლი2, ბ.); გამგეობის აპარატის ხარჯები განისაზღვროს 292.0 ათასი ლარით, ნაცვლად 284.0 ათასი ლარისა. ადგილობრივი მნიშვნელობის (საავტომობილო) გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და ექსპლოატაციის ხარჯები განისაზღვროს 1114.5 ათასი ლარით, ნაცვლად 1041.0 ათასი ლარისა. სოფლის მეურნეობა, მათ შორის სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ხარჯები განისაზღვროს 164.0 ათასი ლარით, ნაცვლად 79.0 ათასი ლარისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხევების გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაფინანსდეს 129.0 ათასი ლარით, ნაცვლად 20.0 ათასი ლარისა~ და ა.შ _ ვკითხულობთ `გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ~ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში.

"საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და ძირითადად იმ მიზნობრივი დამატებითი თანხების შემოსვლას შეეხო, რომელიც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების შემდგომ პერსპექტივებს ითვალისიწნებს. ეს არის შიდა გზების, წყალმომარაგების ქსელების, სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ღვარსადენების მოგვარება და ა.შ. ეს საკითხები დღეს ყველაზე ძალიან აწუხებს ჩვენს რაიონს. იცით, რომ გაზაფხულზე მოსულმა ჭარბმა ნალექებმა და სტიქიამ სერიოზული ზარალი მიაყენა თითქმის ყველა სოფელს, მეტნაკლებად ყველაგან არის წყლების სათავე ნაგებობის, შიდა ქსელების, მილების, ღვარსადენების დაზიანება, ასევე მეწყერული პროცესები, რომელმაც დააზიანა იმ სოფლებს შეუქმნა პრობლემები, რომლებიც ჭარბტენიან მიდამოებშია განლაგებული და ხევები ესაზღვრება. ამ მიმართულებით სპეციალური ტრანსფერით 250 ათას ლარზე მეტია განსაზღვრული. ეს არის სოლიდური თანხა, რომელიც პროპორციულად გადანაწილდება ამ სამუშაოების შესასრულებლად," _ განმარტა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე სირბილაშვილმა.

საკითხი, რამაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ინტერესი გამოიწვია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის `ველისციხის თეატრის~ დაფინანსება იყო, რომლის თანხაც ნაცვლად 30.0 ათასი ლარისა 31.5 ათასი ლარით განისაზღვრა. "მაინტერესებდა ა.ი.პ.ი-ების თანადაფინანსების გაზრდის დროს იყო თუ არა გათვალისიწნებული მათი შემოსავლები. რა თქმა უნდა, არც ერთი ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გასათვალისწინებელია რის ხარჯზე ხდება ეს ცვლილება," _ განმარტა "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია _ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის~ თავმჯდომარემ გურჯაანში, საკრებულოს წევრმა ნინო მურაკაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით კი ა.ა.ი.პ-ების დაფინანსების კუთხით ერთი გამონაკლისი ველისციხის კულტურის სახლი იყო, რომელიც ძლიერი წვიმების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. "აღნიშნული მიმართულებით გამოიყო დაახლოებით 1500 ლარი. როგორც ვიცი, ხშირი წვიმების დროს შენობის ჭერი დაზიანდა და ეს არის ის მინიმალური თანხა, რომელიც სახურავის რეაბილიტაციას მოხმარდება. ფინანსები `სხვა ხარჯებიდან~ გამოიყო, რომელიც კაპიტალური ხარჯებისთვის არის გათვალისწინებული. ჩემი აზრით, ეს თანხა ალბათ სხვა სამუშაოებს მოაკლდა და იმ მიმართულებით განისაზღვრა, რაც უფრო მნიშვნელოვანი და გადაუდებელია," _ აღნიშნა ალექსანდრე სირბილაშვილმა.


ქეთი არჯენიშვილი
14.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.