 |
 |
 |
 |
 |
|
სკოლა, პედაგოგი და ცვლილებები |
,,ბორჯომი~. ბოლო დროს ბევრისგან გაიგონებთ, რომ სკოლა ის აღარ არის, რაც ადრე იყო. ალბათ, გულისხმობენ იმას, რომ სკოლამ უნდა დაიბრუნოს სასწავლო და აღმზრდელობითი ფუნქცია.
ხშირად იმასაც გაიგონებთ, რომ სკოლაში დაბალია პედაგოგების პროფესიონალიზმი, ამიტომ მრავლად გვხვდება კერძო მასწავლებლებთან მოსიარულე მოსწავლეები.
ჩვენ ახლა მოგვიწევს იმ ხარვეზების გამოსწორება, რომლებიც, ალბათ, საკმაოდაა სკოლებში.
მართალია, მუდმივი რეფორმა ცოტა დამაბნეველია მასწავლებლებისთვის, რომლებმაც უკვე ცხოვრების დიდი ნაწილი მოსწავლეთა სწავლა-აღზრდას შეალიეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ აუცილებელია ღვაწლმოსილი პედაგოგების სათანადოდ დაფასება, როგორც სახელმწიფოსგან, ისე საზოგადოებისგან.
აი, უკვე რამდენიმე კვირაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელების პარალელურად ბორჯომის საჯარო სკოლებში რამდენიმე მასწავლებელი გაანთავისუფლეს. ეს აიხსნა რამდენიმე მარტივი მიზეზით: სკოლაში შემცირდა მოსწავლეთა საერთო რაოდენობა, ანუ მოხდა ოპტიმიზაცია.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ფაქტს მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება პედაგოგების მხრიდან. პენსიონერი პედაგოგების აზრი ზოგადად ასე გამოიხატება: _ იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის შესაბამის თანხას პენსიის სახით მიიღებენ, რაც უზრუნვეყოფს მატ სოციალურ დაცვას, სიამოვნებით დატოვებენ სკოლას და დაუთმობენ ასპარეზს ახალგაზრდა პედაგოგებს.
პედაგოგი მარინა ღონღაძე ამბობს, _ იცით რაშია საქმე, თუ კარგად მართავ კლასს, თუ შენს მიერ ჩატარებული გაკვეთილი დამაკმაყოფილებელია, მაშინ შენ რჩები სკოლაში, ანუ არავის არ უთქვამს ასაკის გამო უნდა დატოვო სამსახური.
საქართველოს განათლების მინისტრს ბატონ დიმიტრი შაშკინს არანაირი ბრძანება არ გამოუცია მასწავლებელთა შემცირების შესახებ, უბრალოდ დირექტორები ცდილობენ გადაწყვიტონ როგორ გაანაწილონ სკოლისთვის გამოყოფილი მიზერული თანხები, რათა ყველა თანამშრომელი ჰყავდეს კმაყოფილი.
ქვეყანაში განათლების რეფორმის პარალელურად მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ვესაუბრეთ რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ მაია შავიშვილს.
_ ქალბატონო მაია, რამდენი აბიტურიენტი აბარებს ბორჯომიდან?
_ წელს ჩვენს რაიონში 438 კურსდამთავრებული გვყავდა, აქედან 226 აბიტურიენტია. ვნახოთ, როგორი წარმატებით ჩააბარებენ ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
როდის დაიწყება მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები?
_ პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდები 13 ივლისიდან დაიწყო. 583 პედაგოგიდან 174 პედაგოგია დარეგისტრირებული, ანუ მზად არიან გავიდნენ გამოცდებზე, საერთოდ, ჩვენ არ ვაძალებთ მასწავლებლებს გავიდნენ გამოცდებზე, ეს ნებაყოფლობითია, როგორც იცით, თანაც 2011-2014 წლამდე შეუძლიათ რამდენჯერმე გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები, ხოლო 2014 წელს ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საჭირო სერთიფიკატი, მანამდე, მოგეხსენებათ, მაინც გარდამავალი პერიოდია.
როგორ უყურებთ იმ ფესვგადგმულ პრობლემას, რომ X-XII კლასებში მოსწავლეები ირჩევენ რეპეტიტორს, რატომ?, მათ არ ეძლევათ სათანადო ცოდნა? თუ ეს მოდური ტენდეციაა?
_ იცით, არის ისიც, რომ მართლაც ტრადიციად ყალიბდება, აუცილებლად მოემზადონ რეპეტიტორთან და არის სხვა მიზეზებიც. პროგრამების შეუსაბამობა და სამწუხაროდ, პედაგოგის არაკვალიფიციურობაც.
ქალბატონო მაია, განათლების სფერო მუდმივ რეფორმებშია. უბრალო ენით რომ ვთქვათ, სულ აურზაურია. როგორ ართმევენ თავს პედაგოგები ახალ მეთოდებს, როგორ ეგუებიან ცვლილებებს?
_ როგორ გითხრათ, ძნელად მაგრამ რესურსცენტრის დირექტორების ხშირი ტრენინგების, ძალისხმევითა და მონდომებით მაინც დადებითად ხდება ადაპტაცია. ჩვენ გვინდა სკოლებში გვქონდეს ბევრად უკეთესად ჩატარებული გაკვეთილები, გვყავდეს კვალიფიციური კადრები. აუცილებელია ფლობდნენ ახალ ტექნოლოგიებს, ბუნებრივია, ეს რთული პროცესია, ხანდაზმულ პედაგოგებს უჭირთ ამ სიახლეებთან შეგუება. ალბათ, იცით, რომ მალე შემოვა ვირტუალური გაკვეთილები. ასევე ჯანსაღი კონკურენციის გათვალისწინებით შემოდის სკოლების ბრენდირება, ანუ რომელ სკოლას ეყოლება მეტი სერთიფიცირებული კადრები, რომელს მეტი ოქროს მედალოსანი მოსწავლე და ა.შ. ანუ გარემო ყველანაირად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავლის სკოლა იყოს გამართული და სრულფასოვანი ცოდნის მიმცემი. თუ ეს რესურსი არ იქნება კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფილი, მაშინ ძნელი იქნება რეფორმის გზით სიარული.
თქვენ როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, როგორ შეაფასებთ მიმდინარე პროცესებს ჩვენს სკოლებში.
_ ცუდი და სავალალო არაფერი ხდება, მოდით, ყველაფერს დაწყნარებული გონებით შევხედოთ და შემდეგ დავინახავთ შედეგს. ჩვენ ერთი ხელის მოსმით არ ვუშვებთ სკოლიდან მასწავლებელს, პირიქით, ვცდილობთ ბოლომდე გავითვალისწინოთ მათი მატერიალური და სოციალური პირობები, ვზრუნავთ ალტერნატივა შევთავაზოთ. მაგალითისთვის: ფილოლოგი-პედაგოგი დაკავდა ბიბლიოთეკაში, სკოლის ექიმი, ფსიქოლოგი არ ვიცით, როგორი უნდა იყოს სტანდარტის გათვალიწინებით, და თუ ეს სტანდარტი ჩამოყალიბდება, ჩვენ აღვადგენთ ამ საჭირო კადრებს. რაც შეეხება პედაგოგებს, დირექტორს _ მათ დამსაქმებელს უწევს არჩევანის გაკეთება ზოგადად საშუალო ზღვარსა და უარეს შორის. არც ის მიზერული თანხები არ აძლევს საშუალებას ყველა დააკმაყოფილოს. არავის სახლში გაშვება არ არის სამინისტროს მოთხოვნა, მერწმუნეთ. ვცდილობთ ნორმალური ანაზღაურება მივცეთ ამ ეტაპზე მოქმედ მასწავლებლებს.
რა არის თქვენი სათქმელი, რჩევა, სურვილი ჩვენი პედაგგოგებისთვის.
_ შრომა და ისევ და ისევ შრომა, თვითგანვითარება _ ეს უნდა იყოს მათი სავიზიტო ბარათი, ამასთან, ვისურვებდი შრომის ადეკვატური ანაზღაურება ჰქონოდეთ; გახსოვთ, ამდენი ომები გამოვიარეთ ამ მოკლე წარსულში და მასწავლებელი, მიუხედავად ყველაფრისა, სიცივეში, შიმშილსა და უხელფასობის პირობებში თავის მისიას პირნათლად ასრულებდა.
უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
როგორც მიმიხვდით, საკმაოდ დიპლომატიური და ზოგადი პასუხები გაეცა დასმულ კითხვებს, მაგრამ თქვენ იქნებ დაგრჩათ რაიმე კითხვა პასუხგაუცემელი, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ახალ სასწავლო წელს, როცა გაცილებით სხვა თვალით დავინახავთ ყველა მომხდარ ცვლილებას, თუმცა, ვშიშობ, დიდი ილიას სიტყვების არ იყოს: ,,ჩვენდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს~.
მონიკა ჭანტურია
15.07.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
| : |
A good many vualbales you've given me. |
| : |
That's way more cevler than I was expecting. Thanks! |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|