მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ფხვენისში ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონა გაიხსნა

ფხვენისში ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონა გაიხსნა

 ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში ჯონ ბასი სოფელ ფხვენისში ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონის გახსნას დაესწრო. პროექტი იმ ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამების ნაწილია, რომლითაც აშშ მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური რეინტეგრაციის პროცესს.
პროექტი, რომლის სახელწოდებაა `ომის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაცია: ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონის შექმნა შიდა ქართლის რეგიონში,~ დაფინანსდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა (568 ათასი აშშ დოლარი) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHჩღ) მიერ და განხორციელდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აგრარული განვითარების პროგრამის მიერ (GIPA/GღDP) რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით. ეს პროექტი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გრძელვადიანი დახმარებისა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უწევს. პროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული `სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ _ ჩართულობა თანამშრომლობის გზით~ პრიორიტეტების შესაბამისად `გამყოფი საოკუპაციო ხაზით~ დაშორებული მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობის აღდგენის ხელშეწყობა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ შიდა ქართლის რეგიონში ეკონომიკური რეაბილიტაციის სტიმულირება.
პრეზენტაციას დაესწრნენ ასევე სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი; გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ამჟამად უკვე ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
პრეზენტაციას უძღვებოდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საქართველოს აგრარული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ქეთი ნატრიაშვილი: `აღნიშნული პროექტი განახორციელა საქართველოს აგრარული განვითარების პროგრამამ, რაშიც დიდი მხარდაჭერა გაგვიწია სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა, ჩვენი პარტნიორია სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში. ვთანამშრომლობთ ასევე სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებთან, მათ შორის ერთ-ერთია ადგილობრივ ფერმერთა ასოციაცია `მამული.~ ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონა მიმართულია კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონში ეკონომიკური რეაბილიტაციის გზით, რაც ერთ-ერთი კომპონენტის სახით მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და აგრობიზნესის პროდუქტიულობის გაზრდის ხელშეწყობას. პარალელურად დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სოციალური პროექტები და ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურება. პროექტის მთავარი მიზანია, აღნიშნული ზონა იქცეს იმ ქართველი და ოსი ხალხის სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის ადგილად, რომლებიც ამჟამად `გამყოფი ხაზის~ სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან. ჩვენ მჭიდრო კონტაქტს დავამყარებთ საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, დონორ ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან იმისათვის, რომ შეიქმნას მიმზიდველი გარემო და მოტივაციის ფაქტორები ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, შესაძლებელი გახდება ადგილობრივი და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმება. საპილოტე პროექტი ხელს შეუწყობს აგრარული მეურნეობის წახალისებას, მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროექტების ერთ ჭერქვეშ განხორციელებას. პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, ზონის მშენებლობაზე უკვე დასაქმებული მუშახელი, იძულებით გადაადგილებული პირები, მომავალი ბიზნეს-პარტნიორები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მომხმარებლები და სხვა. ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონა სპეციალური, ახლად აშენებული კომპლექსია, რომელიც სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება და ისე არის შექმნილი, რომ მაქსიმალურად უპასუხოს ადგილობრივ საჭიროებებს. ზონა მოიცავს 1 ჰა ფართობის მქონე დაცულ, შემოსაზღვრულ თანამედოვე ინფრასტრუქტურის მქონე ტერიტორიას. აქ მდებარეობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასაწყობე მაცივარი, სადაც შესაძლებელია 250 ტონა პროდუქტის შენახვა. კომპლექსში შედის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი და კიდევ ერთი კეთილმოწყობილი შენობა, რომელიც უზრუნველყოფილია წყლით, ელექტოენერგიით, თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებით (ტელეფონი, ინტერნეტი). აქ განთავსდება ტრენინგ-ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის. იმუშავებს კომპიუტერული კურსების შემსწავლელი ცენტრი. ჩვენ გასაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე აგრონომიაში. გვინდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შევასწავლოთ სხვადასხვა ხელობა. სამომავლოდ კომპლექსის ბაზაზე შესაძლებელია განთავსდეს საინფორმაციო ცენტრი, ბიბლიოთეკა, პატარა კაფე, სხვადასხვა ოფისები, ვეტერინარული მომსახურების ცენტრი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მაღაზია, საგანგებო სიტუაციების მართვის პატარა სამსახური. გვინდა, რომ გავაფართოვოთ ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, რაც მოითხოვს მხარდაჭერას დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. გვინდა, რომ ამ ზონამ ადგილობრივი მაცხოვრებლები დააკავშიროს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დისტრიბუციის ქსელთან და გამარტივდეს მოსავლის გასაღება-რეალიზაცია. პერსპექტივაში ზონა ხელს შეუწყობს ბოსტნეულის და ხილის ახალი ჯიშების გავრცელებას, მეფუტკრეობის, მეხორცეობის, მეთევზეობის განვითარებას, სასათბურე მეურნეობის მოწყობას. დაიგეგმება და ჩატარდება ბევრი სპორტული და კულტურული ღონისძიება აქ მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით. იგეგმება ასევე კულტურული ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც სხვადასხვა კურსები და წრეები იმუშავებს. შესაძლოა განთავსდეს ასევე ადგილობრივი ისტორიული მუზეუმი, რომელიც წარმოაჩენს რეგიონის ტრადიციებს და მნიშვნელობას.~
პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს კომპლექსის ტერიტორია და სასაწყობე მაცივარი.
კრისტოფ ბირვირტი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილე, მოვალეობის შემსრულებელი: `ყველაფერი გაკეთდა ძალიან სწრაფად და ხარისხიანად, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. როდესაც ამ მაცივარში დანადგარები სათანადოდ ამუშავდება და ტრენინგ-ცენტრი გაიხსნება, მაშინ მოგახსენებთ ჩემი საბოლოო შთაბეჭდილებების შესახებ, მაშინ ვიქნები ბოლომდე კმაყოფილი. რაც შეეხება პირველი ეტაპის სამუშაოებს, ყველაფერი მისაღებია და გეგმის მიხედვით მაღალ დონეზეა შესრულებული.~
ჯონ ბასი: `მოხარული ვარ, რომ დღეს ვიღებ მონაწილეობას ასეთი მნიშვნელოვანი კომპლექსის გახსნაში. აშშ-ის მთავრობა დიდი სიამოვნებით იღებდა მონაწილეობას აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გაეროსთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. ეს პროექტი პასუხობს ორ ძირითად პრიორიტეტს, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობს და მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის თქვენი ქვეყნისათვის დახმარების გაწევის პროცესში. პირველი არის იმ მცდელობების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ და ომის შემდგომ რეაბილიტაციისკენ. მეორე _ იმ პირობითი საზღვრების მოხსნა, რომლებიც ვირტუალურად და მენტალურად არსებობს გასულ ათწლეულში მომხდარი კონფლიქტების შედეგად ოკუპირებული და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მეხსიერებაში. ამდენად, ეს პროექტი აერთიანებს ამ ორ პრიორიტეტს, რაც ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას, გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად. ამჟამად აშშ-მა უკვე გამოიყო 50 მილიონი აშშ დოლარი, რაც დამატებითი დახმარების სახით მოხმარდება 90-იან წლებში დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.~
თემურ იაკობაშვილი: `ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ეს ის ადგილია, რომელიც ორი წლის წინ ინტენსიურად იბომბებოდა და ამ შენობაში, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, 17 ქართველი დაიღუპა. ჩვენი პასუხი არის არა სამხედრო ბაზის მშენებლობა, არამედ ასეთი სოციო-ეკონომიკური ზონის მშენებლობა, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ გზით უფრო რეალურია ტერიტორიების დაბრუნება და განვითარება ერთობლივი ეკონომიკური, სპორტული, კულტურული საქმიანობის გაღრმავებით. ჩვენ ვიცით, რაც არის რუსეთთან დაპირისპირება, მაგრამ ეს ვერ გვათქმევინებს უარს `გამყოფი ხაზის~ მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, რა ბედი ელის და როგორ იცხოვრებს ეს ხალხი, მათთან დღესაც გვინდა ურთიერთობა და არ ვაპირებთ, ოკუპირებული ტერიტორიები გადავაქციოთ სამხედრო ბაზებად, ისინი ისევე უნდა განვითარდნენ, როგორც საქართველოს დანარჩენი რეგიონები. ჩვენი მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმაც ისარგებლონ აღნიშნული ზონით და შენობებით. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ურთიერთქმედების ადგილი შევქმნათ, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამ ადამიანებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს.~
ლადო ვარძელაშვილი: `ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კომპლექსის შექმნა. შედეგად დასაქმდებიან ადამიანები, გაუჩნდებათ სტიმული, რომ მომავალშიც განაგრძონ საქმიანობა, უფრო კარგი პროდუქცია და მეტი მოსავალი მოიყვანონ. ახლად აშენებული სასაწყობე მაცივარი მათ საშუალებას მისცემს მოყვანილი ხილი, ბოსტნეული და სხვა კულტურები შეინახონ და უფრო ხელსაყრელ პირობებში მოახდინონ რეალიზაცია. ჩვენ უკვე გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა არა მხოლოდ ერთჯერადი ჰუმანიტარული აქციებით ვცდილობთ დავეხმაროთ ადგილობრივ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. ასეთი ზონის მშენებლობა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც პირველ რიგში თავად მოსახლეობას დაეხმარება. ჩვენ მსგავს პროექტებს მხარს დავუჭერთ და  ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას.~
`ხალხის გაზეთი~ სტუმრების დასახვედრად შეკრებილ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც გაესაუბრა, რომლებმაც კმაყოფილება გამოთქვეს ახლად აშენებულ კომპლექსთან დაკავშირებით.
ნუგზარ სიმონიშვილი, შინდისის მკვიდრი: `ჯერ ვერ გეტყვით, რამდენად დაეხმარება ადამიანებს ეს კომპლექსი. ვნახოთ, რა იქნება უახლოეს მომავალში, ვეცდები, აქტიურად ჩავერთო. თუ რამ გაკეთდება სოფელში მივესალმებით და მოხარულები ვიქნებით, თუ დაგვეხმარებიან.~
ვანო გოშხელიშვილი, შინდისის მკვიდრი: `ძალიან კარგია ასეთი ნაგებობების მშენებლობა. კმაყოფილი ვარ, დასაქმდება ხალხი. მინდა კიდევ ააშენონ სხვა სოფლებშიც. მე თვითონ მომყავს მოსავალი, რომლის გასაღება ყველას კარგად მოეხსენება, რომ ძალიან რთულია. იმედი მაქვს ეს ახალი ცენტრი დაგვეხმარება. ნამდვილად კარგი საქმეა, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.~

ნინო შოთნიაშვილი


ნინო შოთნიაშვილი
20.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: Now that’s sbulte! Great to hear from you.
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.