|
სპექტრი. 15 ივლისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომელიც სესხის აღებას ითვალისწინებს. ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში "მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი" სესხის მიღების თაობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნას დააკმაყოფილებს. ეს თანხა გზების, წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე სირბილაშვილი აცხადებს: "პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, "მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი", გურჯაანს თანხის 70-80%-ს მისცემს, ხოლო 20-25% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაირიცხება, ანუ მოხდება თანადაფინანსება. სესხი 10 წლის ვადით განისაზღვრება." მისივე თქმით, თანხა ასე გადანაწილდება: 900 ათასი ლარი მოხმარდება გზების მშენებლობას, ხოლო 1 200 ათასი ლარი წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციას.
ინგა ბიტარაშვილი
25.07.2010 |