მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
დენი, წყალი, გაზი - არსოშვილის მთავარი ,,ფასეულობები"
შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა ადმინისტრაციული შენობის დარბაზში ჟურნალისტების თანდასწრებით ინფორმაციული ხასიათის სხდომა გამართა. კასპის, ქარელის, ხაშურის და გორის გამგებლებისგან ის პრობლემები მოისმინა, რომლებსაც კონკრეტული გამგებლები პრიორიტეტად სთვლიან. მათთვის ჟურნალისტების კერძოდ, ,,ქართლის ხმის" კითხვები ,,უადგილო" აღმოჩნდა. ზურაბ არსოშვილმა გვითხრა, რომ მხოლოდ ის კითხვები დაგვესვა რომელიც წყალს, გაზსა და ელექტროენერგიას შეეხებოდა.

გორის გამგებლისთვის სასაცილო სოფელ ქვახვრელში არსებული მდგომარეობა აღმოჩნდა. აქ მოსახლეობას ერთი მეასედი ნაკვეთის მორწყვისთვის 3 ლარის გადახდას სთხოვენ. ამაში წყლის კომპანია მტკვარი ემ-ის დირექტორი დავით მუჯირიშვილი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ქვახვრელში ზედაველის ველის 5 ჰა ფართობი ნაკვეთების მორწყვისთვის წყალსაქაჩიდან ამავალი წყალია საჭირო. ,,ჩვენი გათვლებით ერთი მეასედი ნაკვეთის მორწყვისთის 3 ლარია საჭირო, ანუ ერთი ჰექტარი - 300 ლარი. ეს თანხა ელექტროენერგიის და სხვა ტექნიკური საშუალებების ხარჯებს გულისხმობს." - გვითხრა დავით მუჯირიშვილმა.

სამაგიეროდ, გორის გამგებლის ხმიადაშვილის გამოსვლა დანარჩენი გამგებლებისთვის სახალისო იყო. ხაშურის გამგებელი როინ მახარობლიძე, კასპის გამგებელი ნიკო ხაჩირაშვილი და ქარელის გამგებელი ილია ბურჯანაძე ხმიადაშვილის სიტყით გამოსვლის დროს სიცილს და ირონიას ვერ იკავებდნენ. ერთმანეთს საკუთარ აზრებს ფურცლებზე დაწერილი ტექსტებით უზიარებდნენ.

რაც შეეხება იმას, თუ დანარჩენმა გამგებელმა რა საკითხებიც წამოჭრეს, მათ მიერ დასახელებული არც ერთი პრობლემის გადაწყვეტა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში არ შედიოდა. დენის, წყლის და გაზის პრობლემები კასპის, ქარელის და ხაშურის გამგებლებმა ისე წარმოაჩინეს, თითქოს ყველაფერში გაზისა და ენერგოკომპანიების წარმომადგენლები იყვნენ დამნაშავენი

ქარელის გამგებელი ილია ბურჯანაძე ყველაზე მეტად სოფელ იმერხევის 15 წლიანი უშუქობითაა შეწუხებული. სოფელში სადაც 23 ოჯახი ცხოვრობს, გამგებლის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება.

,,ბატონო ზურაბ, ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს სოფელ იმერხევში, სადაც 23 ოჯახი ცხოვრობს. 15 წელია ამ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება." - განუცხადა ბურჯანაძემ.

ილია ბურჯანაძე სარწყავი წყლის პრობლემებსაც შეეხო. მისი თქმით, ქარელის რაიონში ეს პრობლემა მოგვარებულია, თუმცა განაპირა სოფლებში მაინც შეიგრძნობა წყლის სიმცირე. სხვათა შორის, გამგებელი ბურჯანაძე მოსახლეობას ბევრ რამეს აბრალებს, გარდა იმისა, რომ ხალხს გადასახადის გადახდა არ უნდა, ამავე დროს წყალს უდიერად ეპყრობაო. ილია ბურჯანაძემ მოითხოვა ე.წ. მერუეების ინსტიტუტის გაძლიერება.

,,ქარელის რაინში სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარებულია, თუმცა ისეთ სოფლებში როგორიცაა რუისი და ურბნისი, წყლის სიმცირე შეინიშნება. ეს გამოწვეულია იმით, რომ თუკი ხაშურის რაიონში არხი სავსეა, რუისამდა უკვე ვეღარ აღწევს. ჩემი აზრით, ეს მერუეების ბრალია, ცოტა მეტი მერუეები რომ ჰყავდეთ, არხებში მოწყვის დროს წყლის რაოდენობას გააკონტროლებენ. ზოგი მორწყვის შემდეგ ღიად სტოვებს არხს და შესაბამისად იკარგება წყალი" - ამბობს ილია ბურჯანაძე.

კასპის გამგებელმა კახა ხაჩირაშვილმა სიტყვით გამოსვლა სარწყავი წყლის პრობლემებით დაიწყო. მის სამოქმედო ზონაში ახმაჯის ანუ თეზი-ოკამის 20 კმ-იანი არხია დაკეტილი, საიდანაც თითქმის 10 სოფელი ირწყვება. როგორც ირკვევა, ახმაჯის არხი რუსმა ჯარისკაცებმა მხოლოდ მაშინ გამოუშვეს, როდესაც ერთ-ერთი რუსი სამხედრო წყალში დაიხრჩო და მის ამოსაყვანად არხის დაცლა გახდა საჭირო.

კასპის გამგებლის თქმით, სოფელ თვაურებში ნიქოზის კაშხლის იდენტური სატუმბი მოწყობილობის გაკეთებაა საჭირო,. წყლის კომპანია ,,მტკვარი ემ"-ის წარმომადგენელი დავით მუჯირიშვილი ამბობს, რომ თვაურებში წყლის სატუმბის გაკეთება 5 მლნ ლარი დაჯდება, რომელსაც თავის მხრივ ელექტროენერგიის ხარჯზე მუდმივ სუბსიდირება დასჭირდება.

რაც შეეხება სასმელ წყალს, ხაჩირაშვილს აღაიანის სასმელი წყლის პრობლემა ჯერ ვერ მოუგვარებია ამ სოფლის. ზემო დასახლებაში ჭებში წყალიც კი არ ამოდის. გაეროს პროგრამით, იანვრის თვეში სამუშაოები ჭაბურღილების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები ორშაბათს-სამშაბათს დაიწყება და ერთ კვირაში უნდა დასრულდეს.

კასპის გამგებელის ინფორმაციით მაღალმთიან სოფლებში ცხავერში და გოსტიბეში წლებია ელექტროენერგია არ არის.

ხაშურის გამგებელს როინ მახარობლიძეს, რომელმაც რამდენიმე გუბერნატორი გამოიცვალა, მთავარი პრობლემა სურამში აქვს. სასმელი წყალის სათავე ნაგეგობა იქ არ იწმინდება და მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს სვამს. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ეს პრობლემა გვარდება.

ხაშურის რაიონში მდებარე 25 ოჯახიანი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე წლებია ცხოვრობს. როინ მახარობლიძე სწუხს რომ სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის ჩადებული ასეთი სოფლების გამრციხველიანების ჩადება.

გორის რაიონის გამგებელი დავით ხმიადაშვილი ამბობს რომ ენერგოენერგიის პრობლემა გორის რაიონში არ არსებობს. გაზიფიკაციას რაც შეეხება, ქალაქ გორის მოსახლეობის 98% გაზიფიცირებულია. ხმიადაშვილი იმითაც ამაყოფს, რომ მოსახლეობას საკუთარი ხარჯებით შეყვათ გაზი სახლებში.

დიცის საკრებულო ოსების მხარის მიერ გამოშვებულ წყალზეა დამოკიდებული, მოლაპარაკების გზით 2 თვეა ტირიფონის არხი ოსებს არ დაუკეტიათ, ამის გამო სოფლები დიცი, არბო და ქერე წყალს უპრობლემოდ იღებს. რაც შეეხება ნიქოზის კაშხალს, ამ კაშხლით თვითონ სოფელი ნიქოზი და მისი მეზობელი ხვითი ვერ სარგებლობს. ხმიადაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ერთი საათის წინ ოსურ მხარემ სალთვისის არხი გამოუშვა, ამ არხით სოფელი ნიქოზი სარგებლობს.

ასეთი ტიპის შეხვედრა 2 საათში დასრულდა. ქართლის ხმის ჟურნალისტებმა მედიაზე შეზღუდვის პრობლემებზე წამოჭრეს. არსოშვილმა არ დააკონკრეტა ვადა იმის შესახებ,თ როდის შესძლებენ ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობის შესრულებას უსაფრთხოდ. არსოშვილის თქმით, ეს უახლოეს ხანებში მოხდება. ცნობისათვის, ,,ქართლის ხმის" ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში მუშაობის პრობლემა 2008 წლიდან აქვთ. ამავე სიტუაციაში ამჯერად ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტები არიან. ზურაბ არსოშვილმა ასევე არ მოგვიწონა სოფელ დვანის შესახებ დასმული კითხვა, აღნიშნულ სოფელში, რომელიც სამი ოსური სოფლითაა გარშემორტყმული, დაზიანებული აქვს მისასვლელი გზა. გუბერნატორმა გვირჩია, რომ შეხვედრაზე სადაც წყალზე, დენზე და გაზზეა საუბარი, გზების და კარგი ცხოვრების შესახებ კითხვები არ დაგვესვა.

 იხილეთ აუდიო-ვერსია:

http://regions.ge/video.php?video_id=82&width=320&height=240



საბა წიწიკაშვილი
01.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.