მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
შენს შუადღეს გაუმარჯოს!

,,ბორჯომი~. რა დრო გასულა, ჩვენო უჩა, ცხოვრების შუადღე ისე მოგეპარა, ვერც კი გავიგეთ. 60 წლის გამხდარხარ, შენი მეგობრები და კოლეგები სულით და გულით გილოცავთ ამ ღირსახსოვარ თარიღს, ამ ასაკიდან ადამიანები თავდაღმა ეშვებიან, მაგრამ შენ ისეთი მაგარი ჯიშისა და ჯილაგის გამოდექი, იმდენ გაჭირვებასა და მეხთატეხას გაუძელი, შენი თავქვე სიარული ვინა სთქვა, ჯერ კიდევ დიდი შემოქმედებითი აღმართი გაქვს ასავლელი. შენი ლიტერატურული წერილები, ლექსები, პროზაული ნაწარმოებები თუ ჟურნალისტური ჩანახატები გულგრილს არავის ტოვებს.
გვახარებს შენი წარმატებები, ეს რა შესანიშნავი წიგნი მიუძღვენი შენი დაბადების საიუბილეო თარიღს, სახელიც დიდებული შეგირჩევია _ ,,არაგვის ხეობიდან _ მტკვრის ხეობამდე~. ყოჩაღ!
არაგვის ხეობაში დაიბადე. ბავშვობის და ყრმობის წლები იქ გაატარე, იქ შეიგრძენი ვაჟას ლექსების ძალა და სიდიადე, ხოლო ბორჯომის ხეობამ დაგავაჟკაცა, ცხოვრება გასწავლა, აქ შეიძინე უამრავი მეგობარი და ნაცნობი.
დღეს ორი ხეობის და სრულიად საქართველოს ერთგული მსახური ხარ, აკი შენი წიგნის ბიოგრაფიულ ,,ინტერმეცოში~ ხატოვნად მიუთითებ ,,60 წელი, რომ იტყვიან, ისე წამომეპარა, უკან მოხედვა ,,ძლივს~ მოვასწარი და, აი, მთელი ჩემი ,,სულიერი ნაღვაწი~ ერთობლივად მოვათავსე ამ წიგნში~...
ღმერთმა დაგლოცოს ასეთი კარგი წიგნისთვის, მკითხველი ამ წიგნში ბევრ საგულისხმოს იპოვის, მთავარი კი მაინც ისაა, რომ შენ იყავი და ხარ სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობისა და სამართლიანობის მსახური, ქომაგი და მოამაგე, ეს კი ბევრს ნიშნავს ჩვენს ჯერ კიდევ დაულაგებელ ცხოვრებაში.
ხომ გახსოვს პოეტის სიტყვები: ,,...კაცად შერჩე ამ ქვეყანას, ესეც დიდი გმირობაა თურმე~.
შენ ნამდვილად კაცურად, ღირსებით სავსე, ამაყად დადიხარ ბორჯომის ქუჩებში, მაგრამ გახსოვდეს, ჯერ კიდევ ქვეყნის ვალი გაქვს მოსახდელი, ჯერ კიდევ ბევრი საქმეა საკეთებელი, რომელიც ბორჯომს და სრულიად საქართველოს სასიკეთოდ უნდა გაიღო, სიბერე კი კიდევ მოიცდის.
დიდხანს სიცოცხლეს, შემოქმედებით წარმატებებს და ღვთის წყალობას გისურვებ, შენს კალამს ჟანგი არ მოსდებოდეს, გეხაროს ოჯახში და მეგობრებში, მრავალი იუბილე გადაგეხადოს და შენი ნიჭის თაყვანისმცემლების გულები მომავალშიც გაგეხარებინოს.
 


ვალერიან ლომიძე
29.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.