მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
,,საზეიმო" დაპატიმრებები გორის უნივერსიტეტში და არსოშვილის რჩევა რექტორს

იმ დროს როდესაც გორის უნივერსიტეტის რექტორი ბაკალავრების გამოსაშვებდა თანაც გადადებულ დღეს ზეიმობდა, გორის რაიონულმა სასამართლომ გაზეთ ,,ქართლისხმის" რედაქციას უნივერსიტეტში განხორციელებული დაპატიმრებების შესახებინფორმაცია დაუმალა. პროკურატურამ უკანასკნელ დღეებში უნივერსიტეტის სამეურნეოდარგის ხელმძღვანელი სტეფანე მარიამიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორიადამიანი რუსუდან ელიაშვილი და ირაკლი შოშიაშვილი დააკავა. 

თავდაპრველად,,ქართლის ხმა"-მ გაცნობათ, რომ 16 ივლისს  გორის რაიონულმა სასამართლომ ელიაშვილს და შოშიაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  ხოლოსტეფანე მარიამიძეს - 17 ივლისს.

ელიაშვილისა და შოშიაშვილის სასამართლო პროცესი 16 ივლისს 14 საათზე გაიმართა. ადვოკატმა ელზა პავლიაშვილმა მოითხოვა სასამართლო სხდომის დახურვა, რასაც პროკურორი მორის ჩუბინიძე დაეთანხმა. ჩვენს კითხვაზე, თუ რა მოტივით დაეთანხმა პროკურორი დაკავებულების ადვოკატის პოზიციას, პროკურორმა ჩუბინიძემ კითხვას თავი აარიდა და მანქანისკენ გაიქცა, საიდანაც მოგვაძახა - რა ვიცი, ადვოკატმა მოითხოვა და მე რა ვქნარაც შეეხება მოსამართლეს, ამ უკანასკნელმა არც კიიმსჯელა სასამართლო სხდომის დახურულობის მიზანშეწონილობაზე, რადგან არავითარისაფუძველი არსებობდა დახურულიყო ისეთი სასამართლო პროცესი, რომელიც გაუპატიურებისან კიდევ მსგავს ქმედებას არ ეხებოდა. 

,,ქართლის ხმამ" გორის სასამართლოსმიმართა წერილობით, რათა მიეღო დაკავებული პირების მიმართ გამოყენებული აღვეთისღონისძიების ბრძანებების ასლები. ასევე გორის რაიონულ სასამართლოს მივმართეთკითხვით, ხომ არ ყოფილა გორის უნივერსიტეტის რექტორის ზაზა ცოტნიაშვილის მიმართაღკვეთის ღონისძიების საკითხი განხილული, რადგან გავრცელებული ცნობით,უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი პროკურატურაში გაურკვეველი მიზეზებითჰყავდათ დაკავებული. სასამართლოდან მიღებული წერილით აღნიშნულია მხოლოდ სამეურნეოდარგის თანამშრომლების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ხოლო ზაზაცოტნიაშვილის შესახებ სასამართლო საერთოდ ხმას არ იღებს. 

,,ქართლის ხმა" განაგრძობს აღნიშნულიპირების მიმართ წაყენებული ბრალდების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. დაკავებულებისადვოკატი ელზა პავლიაშვილი ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავს არიდებს. 

რაც შეეხება 2 აგვისტოს საზეიმოღონისძიებას, მიწვეულ სტუმართაგან არ ესწრებოდნენ მეუფე ანდრია, განათლებისა დამეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი,ასევე გაეროს განვითარების პროგრამის ,,იუენდიპის" უმაღლესი და სხვამნიშვნელოვანი პირები. სამაგიეროდ, იყვნენ ,,ილიაუნის" რექტორი გიგი თევზაძე,გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და მისი კვოტით გასული, ჯერ კიდევლადო ვარძელაშვილის პერიოდში გუბერნატორის მოადგილედ დანიშნული ზურაბ ჩხეიძე. 

სხვათა შორის, გორის უნივერსიტეტის რექტორიზაზა ცოტნიაშვილი ჩოგბურთის  ფედერაციის რეგიონულიორგანიზაციის ხელმძღვანელი აღარ არის.  ჩვენ გვითრეს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა მიიღო და ისიც უთხრარექტორს, ,,ჯობია უნივერსიტეტს მიხედოთო." რამდენად მართალია ეს ინფორმაციადა საერთოდ ჰქონდა თუ არა შეხვედრა ახალ გუბერნატორთან,ამის შესახებ გორის უნივერსიტეტის რექტორს ზაზა ცოტნიაშვილს დავუკავშირდით.

 ,,ეს გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე (გუბერნატორი არ არის შუაში), რადგან შესაბამისი დრო ნამდვილად არ მაქვს. ვფიქრობ, ჩოგბურთის განვითარება უნდა მოხდეს აქტიურად. გუბერნატორთან მქონდა საუბარი უნივერსიტეტის შესახებ. ჩანს მისი ინტერესი უმაღლესი განათლების განვითარებისადმი ჩვენს რეგიონში." - გვითხრა ზაზაცოტნიაშვილმა.


საბა წიწიკაშვილი
05.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: ჯერ სადა ხარ, ჰალუცინაციები წინ გელოდება... ს.წ.
: isev halucinacibei, sxva ra gza gaqvs. adamians cils swameb, Seni binZuri mosazrebebis gasamarTleblad. pk
: წინ ბევრი სიურპრიზი გელოდება. იცი რა არის თქვენი უარყოფითი მხარე? სარკეში არ იხდებით და თითოეულ ნაბიჯს არ უკვირდებით, ასევე ადამიანებს ისე აყენებთ შეურაცხყოფას, გგნიათ სხვასავით წნევა დამარტყავს, ისევე როგორც ბევრ ადამიანს მოეღო ბოლო ამ თქვენი რამდენიმე წლიანი მოღვაწეობით. სად გარბიახარ, კურდღელო? საბა
: mixvdi xom, idiotur mdgomareobaSi rom aRmoCndi? mets aRar gavagrZeleb, damaxinjebuli sulis adamianebTan urTierToba arc ise sasmiamovnoa.
: კურდღელო, სტაფილო წაგართვეს?:))) საბა
: Sen warmodgena ar gaqvs vin var, arc ki gicnob, isev da isev imis gamo rom Seni Tavi gmirad warmogidgenia halucinaciebi gWirs da sul sxva ggonivar. Sentvis es ufro momgebiania magram ert rameSi Getanxmebi, rasac dastes imas moimki ;)
: და კიდევ, საკუთარ გამზრდელს მიხედე. ესეც მორიგი შენი ვაჟკაცობა. მართლა არა გქონია ვაჟკაცობა, რომ ადამიანს პირდაპირ და ღიად უთხრა სათქმელი. რას იმალები, კურდღელო... საბა
: რაც დათესე, იმას იმკი... სხვას ნუ აბრალებ და კიდევ ანონიმურ წერილებს შეეშვები. ვაჟკაცობა ვიცოდი რომ თავიდანვე არ გქონდა.... ამ წუთას ეტყობა ვინაა გაბოროტებული. საბა
: პადხალიმად არა, შხამიან და ღვარძლიან არსებად ხარ გაზრდილი და ეგ ღვარძლი, მე არაფერში მჭირდება, ისევ შენთან დაიტოვე ;)
: რას ვიზამთ, ,,პადხალიმად" არ ვარ გაზრდილი... თუმცა ასეთი ჟურნალისტი უფრო მეტია. ჰო, მართლა ამ სტატიის გამოსვლიდან მეორე დღეს ზაზა ცოტნიაშვილს სამსახურიდან წასვლის შესახებ დაუწერია განცხადება, ესეც ჩემი ,,ღვარძლი" საჩუქრად... პატივისცემით საბა წიწიკაშვილი..:))
: სათაურშიც კი ჩანს თუ როგორი ღვარძლიანი "ადამიანი" შეიძლება იყოს მისი ავტორი, თავისუფალ სიტყვას ამოფარებული ღვარძლიანი """"ჟურნალისტი"""".
: ბატონო საბა ყოველთვის დამახინჯებულ ინფორმაციას რატომ აწვდი საზოგადოებას? ეს ალბათ თქვენი ჰობია!
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.