მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
სექტემბრიდან სკოლების ბრენდირება იწყება
სპექტრი. 2010 წლის სექტემბრიდან სკოლების ბრენდირება იწყება, რომელიც საჯარო სახელმწიფო სკოლებისათვის - სავალდებულო, ხოლო კერძო სკოლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.

ბრენდირება ათვარსკვლავიან შეფასებას ნიშნავს. თავდაპირველად ყველა სკოლას ხუთი ვარსკვლავი მიენიჭება, მომდევნო ხუთს კი უკვე შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღებენ.

“სკოლების შეფასება მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმებს. მაგალითად, როგორია სწავლა-სწავლება, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, პროექტებში ჩართულობა, აკრედიტირებულია თუ არა და სხვა. ამ ეტაპისთვის აკრედიტაცია ჯერ არც ერთ სკოლას არ აქვს,“ -აღნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი.

მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება თითოეული კომპონენტი და მისი შესაბამისი შეფასება. ყველა სკოლა თავად მოახდენს თვითშეფასებას და გაგზავნის მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. სამინისტროს მიერ შექმნილია სპეციალური კომისია, რომლის ხელმძღვანელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე აკაკი სიფერთელაძე იქნება. კომისია განახორციელებს სკოლების მიერ თვითშეფასების გადამოწმებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემების განხილვა წელიწადში ერთხელ მოხდება.

ბრენდირების ძირითადი მიზანია სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა. “მე ვთვლი, რომ ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო, რათა სკოლა იყოს კონკურენტუნარიანი. ყველაფერი ხდება სასწავლო პროცესის წასახალისებლად და მოსწავლისთვის მოტივაციის შესაქმნელად - ისწავლოს უკეთეს სკოლაში,“ - ამბობს ლალი გაბიტაშვილი.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ათი ვარსკვლავის მქონე სკოლის კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე არანაირი პრივილეგია არ ექნებათ, მაგრამ ავტომატურად მიიღებენ ზოგადი განათლების ატესტატს და მათთვის მინიმალური კომპეტენციის დამადასტურებელი 9-10 გამოცდის ჩაბარება აუცილებელი აღარ იქნება.

სავარაუდოდ, მშობელთა უმრავლესობას სურვილი ექნება, შვილები ათვარსკვლავიან სკოლაში მიიყვანონ. შესაბამისად, მიღების დროს გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. “ყველა სკოლას თავისი კვოტა აქვს, ანუ რამდენ ბავშვზეა გათვალისწინებული. მაგალითად, თუ 600 მოსწავლეზეა გათვლილი და მსურველი მეტია, ასეთ შემთხვევაში კონტინგენტი კონკურსის წესით შეივსება, უმცა ჯერჯერობით არ ვიცი როგორ, რა კრიტერიუმებით მოხდება მოსწავლეების შერჩევა,“ - ამბობს “სპექტრთან“ საუბარში რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი.

აქვე განვმარტავთ, რომ ვარსკვლავების მინიჭებაზე გავლენას იქონიებს პედაგოგთა სერტიფიცირება, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით უცნობია.

სექტემბრიდან სკოლების ბრენდირება იწყებაინგა ბიტარაშვილი2010 წლის სექტემბრიდან სკოლების ბრენდირება იწყება, რომელიც საჯარო სახელმწიფო სკოლებისათვის - სავალდებულო, ხოლო კერძო სკოლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.ბრენდირება ათვარსკვლავიან შეფასებას ნიშნავს. თავდაპირველად ყველა სკოლას ხუთი ვარსკვლავი მიენიჭება, მომდევნო ხუთს კი უკვე შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღებენ.“სკოლების შეფასება მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმებს. მაგალითად, როგორია სწავლა-სწავლება, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, პროექტებში ჩართულობა, აკრედიტირებულია თუ არა და სხვა. ამ ეტაპისთვის აკრედიტაცია ჯერ არც ერთ სკოლას არ აქვს,“ - აღნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი.მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება თითოეული კომპონენტი და მისი შესაბამისი შეფასება. ყველა სკოლა თავად მოახდენს თვითშეფასებას და გაგზავნის მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. სამინისტროს მიერ შექმნილია სპეციალური კომისია, რომლის ხელმძღვანელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე აკაკი სიფერთელაძე იქნება. კომისია განახორციელებს სკოლების მიერ თვითშეფასების გადამოწმებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემების განხილვა წელიწადში ერთხელ მოხდება.ბრენდირების ძირითადი მიზანია სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა. “მე ვთვლი, რომ ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო, რათა სკოლა იყოს კონკურენტუნარიანი. ყველაფერი ხდება სასწავლო პროცესის წასახალისებლად და მოსწავლისთვის მოტივაციის შესაქმნელად - ისწავლოს უკეთეს სკოლაში,“ - ამბობს ლალი გაბიტაშვილი.გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ათი ვარსკვლავის მქონე სკოლის კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე არანაირი პრივილეგია არ ექნებათ, მაგრამ ავტომატურად მიიღებენ ზოგადი განათლების ატესტატს და მათთვის მინიმალური კომპეტენციის დამადასტურებელი 9-10 გამოცდის ჩაბარება აუცილებელი აღარ იქნება.სავარაუდოდ, მშობელთა უმრავლესობას სურვილი ექნება, შვილები ათვარსკვლავიან სკოლაში მიიყვანონ. შესაბამისად, მიღების დროს გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. “ყველა სკოლას თავისი კვოტა აქვს, ანუ რამდენ ბავშვზეა გათვალისწინებული. მაგალითად, თუ 600 მოსწავლეზეა გათვლილი და მსურველი მეტია, ასეთ შემთხვევაში კონტინგენტი კონკურსის წესით შეივსება, უმცა ჯერჯერობით არ ვიცი როგორ, რა კრიტერიუმებით მოხდება მოსწავლეების შერჩევა,“ - ამბობს “სპექტრთან“ საუბარში რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი.აქვე განვმარტავთ, რომ ვარსკვლავების მინიჭებაზე გავლენას იქონიებს პედაგოგთა სერტიფიცირება, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით უცნობია.


ინგა ბიტარაშვილი
06.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.