მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
გორის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას მე-5 სკოლის დირექტრი ასრულებს

გორის უნივერსიტეტის აპარატის უფროსი მაია მელანაშვილი ადასტურებსინფორმაციას რექტორის თანამდებობიდან ზაზა ცოტნიაშვილის წასვლის შესახებ. მისიინფორმაციით, ცოტნიაშვილმა პირადი განცხადება გუშინ 6 აგვისტოს დაწერა. გარდაამისა, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უკვე შეკრებილა და რექტორის მოვალეობისშემსრულებლად ამავე უნივერსიტეტის თანამშრომელი და ამავე დროს გორის მე-5 საჯაროსკოლის დირექტორი, ზაზა ცოტნიაშვილთან დაახლოებული პირი - ალექსანდრე მღებრიშვილიდაინიშნა. 

ზაზა ცოტნიაშვილის გადადგომას წინ რამდენიმე ამბავი უძღოდა. კერძოდ,შიდა ქართლის პროკურატურამ უნივერსიტეტის 3 თანამშრომელი 2010 წლის 16 ივლისსდააკავა, სამივეს ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ,,ქართლის ხმის"მცდელობის მიუხედავად, არც სასამართლო, არც პროკურატურა და არც თვით დაკავებულებისადვოკატები არ ახმაურებენ დაკავების დეტალებს. გორის სასამართლომ მათთვისშეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების ბრძანებები არ მოგვაწოდა. 

ცოტნიაშვილის გადადგომას უფრო მეტად უკავშირებენ 2009 წელს ფინანსურიპოლიციის მიერ გორის უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო თანხების გაფლანგვასთანდაკავშირებულ ამბავს. ამ პერიოდში დაკავებული 4 ადამიანიდან ერთ-ერთ მათგანი გორისუნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე გიგაშვილია. გიგაშვილს იმდოკუმენტზე ხელის მოწერა ბრალდება, რომელზეც ხელი რექტორს უნდა მოეწერა.სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის უფროსი არ იყო ვალდებული ხელიმოეწერა განათლების სამინისტროს მიერ გადმორიცხული თანხებთან დაკავშირებულდოკუმენტაციაზე. გამოძიების მასალებით ამ საქმეში ჩართული იყო როგორც რექტორი,ასევე მაშინდელი განათლების მინისტრის მოადგილე და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტისთანამშრომლები - ალექსანდრე თარხნიშვილი, დავით მესხიშვილი და სხვები. აღნიშნულსაქმეს შიდა ქართლის პროკურატურა იძიებს.


საბა წიწიკაშვილი
07.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.