მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ის ურჩევნია მამულსა...

,,ბორჯომი~. ქართველები იმით გამოვირჩევით სხვა ერებისგან, რომ ოჯახურ ტრადიციებს უფრო მეტად ვაფასებთ. ეს წინაპრებმა გვიანდერძეს და ვცდილობთ, შევინარჩუნოთ.
წარმოიდგინეთ, ისეთ ტრადიციულ ქართულ ოჯახში, სადაც დიდი ბაბუის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ბატონ ალექსანდრე ცუცქირიძის დანატოვარი მდიდარი ბიბლიოთეკაა, სადაც ეროვნულ ტრადიციებს დიდ პატივს სცემენ, როგორი მყარი საფუძველი ექნება შვილთაშვილის ღირსეულად აღზრდას. სწორედ ამ ტრადციების მქონე ოჯახში დაიბადა და იზრდება ავთანდილ ლაბაძე, რომელიც ამჟამად თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის #43-ე საჯარო სკოლის VII კლასის წარჩინებული მოსწავლეა. იგი თბილისში სწავლობს, მაგრამ ყოველ არდადეგებს მშობლიურ ბორჯომში ატარებს.
სამიოდე წლის წინათ, ავთომ თავის ბაბუასთან რობერტ ცუცქირიძესთან ერთად ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს დიდი ბაბუის ბატონი ალექსანდრეს უნიკალური არქივი გადასცა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობებს ასახავს. ამის თაობაზე საინტერესო სიუჟეტი გადაიცა ადგილობრივი ტელევიზიით.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ავთო ლაბაძემ გასულ წელს თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და უფლება მოიპოვა ერთი წელი უფასოდ ესწავლა ინგლისურენოვან კოლეჯში. წარჩინებული სწავლა დაუფასდა, მას კოლეჯის დამთავრების სერთიფიკატი საზეიმო ვითარებაში გადასცეს, რომელიც გზას უხსნის საზღვარგარეთის პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებისაკენ.
ავთოს ძალიან უყვარს მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა. იგი ქართულთან ერთად კარგად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. წიგნის გარდა გატაცებულია ფეხბურთით, ხშირად ანკესითაც თევზაობს. ფეხბურთის სიყვარული მამის გენებიდან მოჰყვება. მამას, უფროს ავთანდილ ლაბაძეს ბორჯომელი ფეხბურთის გულშემატკივრების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. წლების მანძილზე საფეხბურთო კლუბ ,,ბორჯომის~ წარმატებული მეკარე გახლდათ.
პატარა ავთო ლაბაძეც ოცნებობს კარგი ფეხბურთელი გახდეს. თავისუფალ დროს მინდორზე ვარჯიშობს თანატოლებთან ერთად როგორც თბილისში, ასევე ბორჯომშიც.
წინ დიდი გზაა გასავლელი, ვნახოთ, რას გვიჩვენებს მომავალი. ავთოს ოცნებების ფრთაშესხმას კი ვერაფერი დაუდგება წინ როგორც სპორტში, ასევე წარჩინებულ სწავლაში.
ყველაზე დიდი ოცნება და გატაცება კი მისთვის საზღვარგარეთის აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაა.
ავთოს ეამაყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული თბილისის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა იმ საინტერესო ღონისძიებებში, რომელიც ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე და ახლახან აღორძინებულ ქალაქ სიღნაღში ჩატარდა.
12 წლის ავთანდილი პოეზიითაცაა გატაცებული. პირველი ნაბიჯები პოეზიაში იმედის მომცემია.
ვუსურვებთ ავთანდილ ლაბაძეს ბედნიერ მომავალს, ოცნებების ხორცშესხმას.


ირინა კუჭუხიძე
12.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.