მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
ბაკურიანში ხალხმრავლობაა
,,ბორჯომი~. ზაფხულის საკურორტო სეზონი ბორჯომის ხეობაში პიკს აღწევს. ჩვენი ხეობის ყველა კურორტზე დამსვენებელთა ნაკადი დღითი დღე იზრდება. აქ არიან სხვადასხვა ასაკის დამსვენებლები. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა ბავშვია, მოაგარაკეთა ნაწილს საკუთარი აგარაკები აქვს ცემში, ახალდაბაში, წაღვერში, ბაკურიანში, ნაწილი კი საოჯახო სასტუმროებით სარგებლობს, მოაგარაკეები ძირითადად ბაღ-პარკებში ისვენებენ.
_ ბაკურიანის პარკი მოაგარაკეებით ნამდვილად გადატვირთულია. გვიხარია, რომ წელს შარშანდელთან შედარებით აქ მეტი კომფორტია, _ გვეუბნება თბილისელი ხატია ლებანიძე, რომელიც 3 წლის სანდროსთან და 9 წლის სალომესთან ერთად მეტ დროს აქ ატარებს, კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ და მომავალში ატრაქციონებიც დაგვხვდება, ბავშვები მეტად იხალისებენ. ჩვენ კარგა ხანია აქ დავდივართ, ზამთარსა და ზაფხულში და ნამდვილად მოგვწონს ბაკურიანი, კარგი ჰავაა, ცხენები ძალიან უხდება აქაურობას, ეგზოტიკაა... აი, კვადროები კი ახლოს არ უნდა იყოს, ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა ჰაერისთვის მოვდივართ, მათ ხმაურიც აქვთ და გამონაბოლქვიც. ერთი სიტყვით, ყოველწლიურად დადებითი ნაბიჯებით წინ მივდივართ.
მოლზე პირსახოცი გაეშალათ და მზეს ეფიცხებოდნენ ანი ზედგინიძე და ხატია სანდოძე. ისინი სასტუმრო ,,თბილისში~ მყოფი ბანაკის _ ქართულ-ბრიტანული სკოლის ახალგაზრდა ლიდერები იყვნენ, _ ჩვენ თავისუფალ დროს აქ გამოვდივართ და მზით ვირუჯებით, კარგი იქნება თუ ღია კაფეები იქნება ჩაით, ყავით, ფუნთუშებით. ზემოთაც რომ დადგან სანაგვე ურნები და სკამები, კარგი იქნებოდა, _ თქვეს ახალგაზრდებმა.
ეს თბილისელი ქალბატონი ნინა სისაური გახლავთ, ცოტა ბრონქები აწუხებს და წლობით აქ დადის, ახლაც თავის შვილიშვილთან ერთად სულ პარკშია.
_ პარკში შიდა გზები რომ იყოს, ადვილი იქნებოდა ამ ეტლით შემოსვლა, ბინაზე ვისვენებ, კმაყოფილი ვარ ყველაფრით. გავიგე, სასმელი წყალი კეთდებაო და გამიხარდა, არადა აქაური წყლის ხარისხით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით.
დალი რობაქიძე შვილებით, მართალია, ცემში ისვენებს, მაგრამ ხშირად ბაკურიანში ამოდის, ასთმიანი ბავშვების გამო.
_ ბაკურიანის ჰაერი მისწრებაა, _ ამბობს ქალბატონი დალი.
ერთ სკამთან სოფელ ნიქოზის მკვიდრნიც შეკრებილან, გვარად მინდიაშვილები. მათი თქმით, სკამების დიდი სიმცირეა (სადაცაა, ვინმე კალთაში ჩაგვიჯდებაო, _ იხუმრეს კიდეც), ჩვენ მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს და საქანელები რომ იყოს, ბავშვები უფრო გაერთობოდნენო.
იმ დამსვენებლებსაც გავესაუბრეთ, რომლებიც მხოლოდ კვების გარეშე ისვენებენ ბინებში, მათი თქმით, ზღვისპირა კურორტებთან შედარებით, კვების პროდუქტები აქ უფრო ძვირია, ასევეა ბინებიც, მაგრამ ასეა თუ ისე, თითოეული აქ გატარებული დღEე მათი ჯანმრთელობისთვის მეტად სასიამოვნოა.
პარკში დამსვენებელთა ერთმა ნაწილმა ისიც თქვა, რომ ცოტა გვერიდება, მაგრამ მომავლისთვის გაითვალისწინონ საპირფარეშოს და წყლის ბიუვეტის აშენება. აი, მეცხენეებმა კი სუნიანი ცხენები კი არ მოიყვანონ, არამედ დაბანონ, გაასუფთაონ და ისე გამოიყვანონ პარკშიო.
ვერაფერს იტყვი, შენიშვნები სამართლიანია და გასათვალისწინებელი.
    

ს. ხეთაგაშვილი
12.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.