|
სპექტრი. გუშინ, 12 აგვისტოს, დაახლოებით 22:30 საათზე გურჯაანში, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხუთსართულიან საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. როგორც იქ მაცხოვრებლები ამბობენ, ცეცხლი ნიკო ბეჟიტაშვილის ბინას წაეკიდა, რომელიც ამ დროისთვის გაქირავებული აქვს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახერხა, ისე რომ, მხოლოდ რამდენიმე მეზობელი ბინის კარი დაზიანდა და მინები ჩაიმსხვრა. რაც შეეხება თვითონ ბეჟიტაშვილის ბინას, მეზობლების თქმით, მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარეობს ძიება.
13.08.2010 |