მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
uaxlesi ambebi
ბორჯომელ მხატვართა გამოფენაზე

,,ბორჯომი~. 12 აგვისტოს კულტურის სამსახურის და საგამოფენო საქმიანობის ცენტრის თაოსნობით კულტურის და ხელოვნების ცენტრის საგამოფენო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა ბორჯომელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. დამთვალიერებელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა წარმოდგენილმა ფერწერულმა ტილოებმა, ქანდაკებებმა, მრავალფეროვანმა გრაფიკამ.
გამოფენაში მონაწილეობდა 17 ხელოვანი, მათ შორის აღიარებული მხატვრები თანგული ორთოიძე, თემურ ფხიკიძე, პეტრე დიასამიძე, ომაზ ჩხეიძე, შორენა გოგოლაძე, ელდარ ბლიაძე, დავით ხაჩიძე, ზურაბ გაგლოშვილი, გურამ გელაშვილი, შორენა ბაკურაძე, შესანიშნავი ნაქარგები, თექა და სუვენირები წარმოადგინეს ელზა ახალკაცმა, ნონა სამსონიძემ, მაია ხარაზიშვილმა, ირმა მელიქიძემ.
დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია თანგული ორთოიძის მიერ ხეში გამოკვეთილმა ვაჟა-ფშაველამ და სხვა მხატვართა შემოქმედებამ.
გამოფენა საზეიმოდ გახსნა, მხატვრები და დამთვალიერებლები დალოცა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტმა სერაფიმემ. სიტყვებით გამოვიდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი მაია გულიაშვილი, სამხატვრო სკოლის დირექტორი თემურ ფხიკიძე, მუზეუმის დირექტორი ვიოლეტა ბალახაშვილი, ბორჯომის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტალახაძე, პროფესორი თემურ ბიბილური, ტრისტან ცუცქირიძე, ლევან გოცირიძე და სხვები.
მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხებით შეძენილი იქნა საუკეთესო ნამუშევრები, სწორედ ამ წესით შეძენილი ფერწერული ტილოებით გადაწყვეტილია შეიქმნას სამხატვრო გალერეა.
მეუფე სერაფიმემ წმინდანთა ხატებით დააჯილდოვა გიორგი ტალახაძე, სტეფანე გაბრიელიძე, ვახტანგ მაისურაძე, არჩილ მიქელაძე, მაია გულიაშვილი, დავით ჩადუნელი.
გადაწყდა ასეთი გამოფენები ამიერიდან წელიწადში ორჯერ მოეწყოს.
 


ვალერიან ლომიძე
19.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.