მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
მეტყევეების თვითნებური საქციელი მოსახლეობას პრობლემებს უქმნის
სპექტრი. ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე გვარწმუნებენ, რომ პრეზიდენტის მითითება "გაზი და წყალი ყველა სოფელს" წარმატებით სრულდება, თუმცა, კახეთის რეგიონში მრავლადაა სოფლები, სადაც აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია. სწორედ ამის გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იძულებულია ზამთრისთვის შეშა მოიმარაგოს, მაგრამ რეინჯერების (მეტყევეების) თვითნებური საქციელის გამო მათ არაერთი პრობლემა ექმნებათ

ზამთრის მოახლოვებასთან ერთად შეშაზე მოთხოვნილება გაიზარდა და შესაბამისად, ეს საკითხი აქტუალური გახდა. ხის ჭრაზე ნებართვის მისაღებად საჭიროა გარკვეული პროცედურების გავლა, რომელიც მოსახლებას პრობლემებს უქმნის.
"მოსახლეობა გაურკვეველ მდგომარეობაშია. პირველ რიგში, არ ვიცით ბილეთების აღების პროცედურა. გარდა ამისა, მეტყევეები თვითნებურად იქცევიან და ვისაც უნდათ, ხეებს მას აჭრევინებენ. უნდა ვიცოდეთ რისი უფლება გვაქვს და რისი არა," _ ამბობს შაქრო მექერიშვილი.
 
როგორც მოსახლეობასთან საუბრისას ირკვევა, მათ რეინჯერების თვითნებური საქციელის გამო, გარკვეული პრობლემა ექმნებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეტყევეების მხრიდან კანონდარღვევის არაერთი ფაქტია გამოვლენილი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გასულ თვეს მოხდა. 2010 წლის 10 ივლისს, გარემოს დაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ყურადღება გაამახვილეს კახეთის რეგიონში მიმდინარე კანონდარღვევებზე, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 700 ათასამდე ლარი შეადგინა. ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ თელავის მეცხრე სარეინჯეროში კანონდარღვევის ფაქტზე თელავის სატყეო უბნის ორი რეინჯერი გაათავისუფლეს. ანალოგიური ფაქტების გამო ეს უწყება პრეზიდენტის საყვედურსაც ხშირად იმსახურებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი, რომელიც "სპექტრთან" საუბარში ვინაობას არ ასახელებს აღნიშნავს: "მიუხედავად იმისა, რომ გაზი გვაქვს, ზამთრისთვის მაინც შეშას ვიმარაგებთ ხოლმე, ჯერ ერთი წარსულის მწარე გამოცდილებით მარტო გაზს ვერ ვენდობით, იმის გვეშინია არ გაგვითიშონ, მეორეც იმდენედ ძვირია, რომ მის გადახდას ვერ ვახერხებთ,"_ამბობს ჩვენი რესპოდენტი და იქვე დასძენს, რომ ამ პრობლემებს ემატება ინფორმაციის არარსებობაც: "როდესაც ხის ჭრისას მეტყევე მეუბნება შენ ამის უფლება არ გაქვსო_ვჩუმდები, იმიტომ, რომ არ ვიცი მართლა რა მოვალეობა მაკისრია და რისი უფლება მაქვს. ამ მდგომარეობაშია მოსახლეობის დიდი ნაწილი."

აღნიშნულ პრობლემებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად "სპექტრი" გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თამარ მეფარიშვილის განმარტებით, ხის ჭრის აკრძალვა მოქმედებს საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ სახეობებზე, ხოლო შეშის მიღება შეუძლია თითოეულ კომლს, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ.
"საშეშე მერქნის დამზადების მსურველი საქართველოს ნებისმიერ ბანკში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამის მოსაკრებელს იხდის, ქვითარს წარუდგენს ტყის მცველს, რომელიც ტყეკაფში მიუთითებს მოსაჭრელად მონიშნულ ხეებს, ხოლო დამზადების შემდეგ უწერს ხე-ტყის კანონიერად შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს. ხე-ტყის გადაზიდვისათვის მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნული დოკუმენტის დამოწმებიდან არაუმეტეს 12 საათისა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც საშეშე ისე სამასალე მერქნის ფასი განსაზღვრულია საქართველოს კანონით "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ"-აღნიშნავს თამარ მეფარიშვილი.
 
 მისივე თქმით, სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ხის სახეობისა და ხარისხის მიხედვით. კერძოდ, 1 მ.კბ-ის ღირებულება ლარებში ასე გამოიყურება:
სამასალე მერქანი
I ჯგუფი: უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი-102
II ჯგუფი: მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი-60
III ჯგუფი: წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი-47
IV ჯგუფი: ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერი, ტუია-22
V ჯგუფი: ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები-13
საშეშე მერქანი
I ჯგუფი: უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი-6
II ჯგუფი: მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი-4
III ჯგუფი: წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი-3
IV ჯგუფი: ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერი, ტუია-2
V ჯგუფი: ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები-2

 "კახეთში, ისევე როგორც ყველა დანარჩენ რეგიონში, ხის ჭრა დაშვებულია ყველგან თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით და მეთოდოლოგიით გამოყოფილია სპეციალური ჭრის ტყეკაფები (შეშის მისაღებად) ან ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით გაცემულია ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე"-განმარტავს გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

თამარ მეფარიშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის საშეშე მერქნის რაოდენობა განისაზღვრება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კერძოდ `მაღალმთიანი რეგიონების, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში მცხოვრებთათვის-არაუმეტეს 12კბმ-ისა, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 7 კბმ.





ინგა ბიტარაშვილი
02.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.