მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
თელავის აკვაპარკში მეორადი ატრაქციონები დამონტაჟდა?
სპექტრი. აგვისტოს ბოლოს თელავში აკვაპარკის მშენებლობის მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც 27 აგვისტოს გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. პროექტის ინიციატორი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილია. სამუშაოებს შპს "ევროპარკი" ასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ აკვაპარკის სამშენებლო სამუშაოები გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობდა (გაზეთი `სპექტრი~ ამ საკითხზე გასული წლის 3-10 დეკემბრის #25(264)-ში და მიმდინარე წლის 14-21 ივლისის #18(284)-ში წერდა), შპს `ევროპარკმა~ მოახერხა და პროექტის პირველი ეტაპი დაპირებისამებრ 2010 წლის ზაფხულის მიწურულს დაამთავრა. როგორც გუბერნიაში განმარტავდნენ, თუ სამუშაოები აღნიშნულ ვადაში არ შესრულდებოდა, დაწესდებოდა შესაბამისი სანქცია და ინვესტორს ობიექტს ჩამოართმევდნენ.
 
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი აღნიშნავდა, რომ ინვესტორი ნაკისრ ვალდებულებას ბოლომდე შეასრულებდა. "როგორც კი სამუშაოები დასრულდება, მოხდება ამ ობიექტის გახსნა. ჩვენი სურვილია, თელაველებს რაც შეიძლება კომფორტული აკვაპარკი ჰქონდეთ."
მუშების, სანახევროდ დასრულებული გაზონებისა და ჯერ კიდევ გამოსაშრობი ცემენტის სუნის თანხლებით 27 აგვისტოს გაიხსნა სამი აუზი და ორი ატრაქციონი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ესტრადის ვარსკვლავები სახელდახელოდ მოწყობილი სცენიდან დამსწრე საზოგადოებას ამხნევებდნენ, ბარი კი ლუდითა და სხვადასხვა სასმელებით უფასოდ უმასპინძლდებოდა სტუმრებს, კრიტიკული კომენტარები სხვადასხვა მხრიდან მაინც ისმოდა. პარალელურად, საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ ატრაქციონები თბილისის აკვაპარკში  მოხსნეს და თელავში მეორადი მოხმარებისთვის დაამონტაჟეს.
აღნიშნული საკითხის გასარკვევად შპს `ევროპარკის~ იურისტს სალომე სალუქვაძეს მივმართეთ, რომელიც თავდაპირველად ჩვენი წყაროს ვინაობით დაინტერესდა, შემდეგ ისიც გვითხრა: `ასეც რომ იყოს რა პრობლემაა? თუმცა მე ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ."
თელავის აკვაპარკის პროექტი 1 მლნ 800 ათასი დოლარის ღირებულებისაა და შპს "ევროპარკის" იურისტის სალომე სალუქვაძეს თქმით, ჯერჯერობით დაუზუსტებელია პირველი ეტაპისთვის რა თანხაა გახარჯული.




02.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.