 |
 |
 |
 |
 |
|
ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები შეიტანეს |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ლევან მგელაძის ოჯახის ტრაგიკულად დაღუპულ წევრთა ხსოვნას. შემდეგ კი დღის წესრიგით გათვალისწინებული, 10 და ერთი დამატებითი, ყოფილი აგრარული ბაზრის საკითხი განიხილეს. რომლის განხილვის წინადადება დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ დააყენა, რაზედაც საკრებულოს თავმჯდომარისგანვე მიიღო თანხმობა.
Pპროექტის წარმოდგენისას, `2010 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ,~ მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ტაკიძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში დამატებით მოძიებული თანხები მეტი ხარჯვის შესაძლებლობას იძლევა. თითოეული წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად აღნიშნულ თანხებთან მიმართებით მოსაზრება გამოთქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თემურ სალუქვაძემ.
_ საკრებულოში იმისთვის არ ვარ, რომ მხარი არ დავუჭირო კარგ გადაწყვეტილებებს, მეტიც, თუკი კარგი საქმეები გაკეთდება, მივესალმები, მაგრამ, ვფიქრობ, როცა ასეთი დოკუმენტი გამოდის, მას უნდა ახლდეს მოკლე ანოტაცია, რას მოიცავს წარმოდგენილი სამუშაოები და რას მოხმარდება დასახელებული ციფრები.
Dდეპუტატმა კახა ღლონტმა ყურადღება გაამახვილა გახშირებულ საგზაო შემთხვევებზე და საგზაო ნიშნებისა და შუქნიშნების აუცილებლობაზე ისაუბრა.
რაც შეეხება არასამეწარმეო იურიდიული პირების (საბავშვო ბაღების) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას, დეპუტატმა ირინა საჯაიამ წარმოადგინა `სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ახლადდანიშნული დირექტორი, #1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მაკა ჭყონია. რომელმაც სხდომას საკუთარი თავი წარუდგინა. _ `როცა გავიგე ამ სამსახურის შექმნის შესახებ, დავწერე განცხადება და პროექტის წარმოდგენის შემდეგ დავინიშნე.~
შემდეგ მან მოკლედ ისაუბრა ბაღების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე.
აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ანსამბლ `გურიას~ დაფინანსების საკითხს.
იყო განსხვავებული მოსაზრებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ქონების, ბუნებრივი აირის მილსადენებისა და ხაზოვანი ნაგებობების სახელმწიფოს სასარგებლოდ დატოვების გამო. რის შემდეგაც ზემოთხსენებული ქონება გადაეცემა ცნობილ კომპანია `სოკარს~.Dრამდენად სამართლებრივად ხდება ყოველივე ეს, და ამ პროექტისთვის დახარჯული ორმილიონნახევარი შეიძლებოდა თუ არა სხვა საქმეს მოხმარებოდა, ან მსგავსი შემთხვევები რამდენად შეიძლება სხვა პროექტებთან მიმართებაშიც განხორციელდეს, ეს შეკითხვები დასვა `საია~-ს თავმჯდომარე თამაზ ტრაპაიძემ და`სდკ~- ექსპერტმა ლევან ჩხაიძემ.
Aაგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობაზე, საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილმა ისაუბრა. რომ აუცილებელია ორმხრივი თანამშრომლობა და თითოეულ მოვაჭრეს სთავაზობენ ალტერნატიულ ადგილს. ასეთი ადგილი უკვე გამონახულია სავაჭრო ცენტრისა და `ჭირნახულის~ ტერიტორიაზე.
_ ქალაქი უნდა დაემსგავსოს ქალაქს. Gგარე ვაჭრობა ეტაპობრივად ყველგან უნდა აიკრძალოს.
თამაზ ტრაპაიძის შეკითხვაზე, რა ეშველება გლეხს? Mმისი პასუხი ასეთი გახლდათ: -გლეხს ახალი ბაზრის ტერიტორიაზე ექნება შესაძლებლობა გადასახადის გარეშე გაყიდოს თავისი პროდუქცია.
ნინო ნიკოლაიშვილი.
გაზეთი ალიონი
06.09.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|